დესერტი, რომელმაც გაიმარჯვა ნომინაციაში „მსოფლიოში საუკეთესო ტორტი“

352

გსმენიათ კულინარიული გამოცემის TasteAtlas შესახებ? ის მსოფლიოს ხალხების ტრადიციულ კერძებს სწავლობს, ავთენტურ რეცეპტებს აგროვებს და საინტერესო კვლევით სტატიებს აქვეყნებს. გარდა ამისა, სხვადასხვა რეიტინგს ადგენს. ერთ–ერთია „100 საუკეთესო ტორტი“. ტკბილეულის მოყვარულმა ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოს.

წარმოიდგინეთ, რამდენი დესერტი უნდა გასინჯოთ, რომ ასი საუკეთესო შეარჩიოთ. საოცნებო სამსახურია! გაინტერესებთ, რომელმა ტორტმა გაიმარჯვა ამ რეიტინგში? გარანტიას გაძლევთ, ზოგიერთი მათგანი თქვენთვის ნაცნობია. თუ უცხო დესერტია, სახლში მისი მომზადება სცადეთ და ტკბილი სუფრა გაამრავალფეროვნეთ.

100 საუკეთესო ტორტი: TasteAtlas–ის საინტერესო რეიტინგი

  • მე-3 ადგილი – სამეულს ხსნის ბრაზილიური ფენოვანი დესერტი, ტორტი „პავე“. იტალიურ ტირამისუს ჰგავს. ნამდვილი ეროვნული კერძია. თითოეულ ოჯახს პავეს მომზადების საკუთარი ვარიანტი აქვს. გამოიყენება ბისკვიტის ორცხობილა, კვერცხი, ნაღები, შოკოლადი და შესქელებული რძე. დესერტი სუფრაზე ცივი სახით გადის.
  • მე–2 ადგილი – აქ ჩვენთვის ნაცნობი და საყვარელი მედოკია. თაფლიანი ბისკვიტი, არაჟნის კრემით გაჟღენთილი, დესერტის ტექსტურას ნაზს და რბილს ხდის. დესერტში დაფქული ნიგოზი ხშირად გვხვდება. ითვლება, რომ მედოკში შესქელებული რძის გამოყენება უკვე საბჭოთა პერიოდში დაიწყეს.
  • 1–ელი ადგილი – მსოფლიოში საუკეთესო ტორტის ტიტული დამსახურებულად მიენიჭა პოლონურ ჩიზქეიქს. პოლონელები ამ დესერტს უკვე ასწლეულები ამზადებენ. დესერტს ხშირად უმატებენ ჩირს, შოკოლადის მუსს. კრაკოვულ ვარიანტში ზემოდან ჟელეს ფენას უმატებენ. აუცილებლად უნდა სცადოთ!

ზემოთ ჩამოთვლილი ტორტების გარდა ათეულში მოხვდა ნიუ–იორკული ჩიზქეიქი, არგენტინული შოკოლადის ტორტი, პოლონური „შაკოტისი“, გვატემალური ბანანის ტორტი, ჩეხური საფუვრიანი პეროგი, შვედური „კლადკაკა“ და იაპონური ჩიზქეიქი. თუ ეს საოცარი დესერტები არასდროს გაგისინჯავთ, სახლში მათ მომზადებას გირჩევთ. სხვათა შორის, 26-ე ადგილზე ჩვენთვის ნაცნობი კიდევ ერთი დესერტია, ტორტი „ჩიტის რძე“.

მსგავსი რეიტინგის შემდგენლები ყოველთვის ობიექტურობისკენ ისწრაფვიან, მაგრამ გემოვნებასა და ფერებზე არ დაობენ. დარწმუნებული ვართ, რომ ყველას საუკეთესო ტორტების საკუთარი რეიტინგი აქვს. ზოგჯერ ფართო საზოგადოების აზრის გაგება და სიაში საყვარელი დესერტების პოვნა სასიამოვნოა.