ვერძს – წითელი, ქალწულს – მწვანე. როგორი უნდა იყოს ზოდიაქოს ნიშნების საფულე

4419

ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ საფულე, რომელიც ფულს იზიდავს, ნამდვილად მოქმედებს. ოღონდ თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის საფულე განსხვავებულად გამოიყურება. საფულე, რომელიც ქალწულისთვის იდეალურია, კუროს მხოლოდ პრობლემებს მოუტანს. გირჩევთ, საფულის შეძენამდე Vivien–ის სტატიას გადახედოთ. საფულე არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენს მფარველ პლანეტასაც უნდა მოეწონოს.

ფულის მომზიდავი საფულე. შესყიდვის სახელმძღვანელო

მთავარი წესი – დაიმახსოვრეთ, რომ საფულეზე ფულის დაზოგვა არ შეიძლება. საფულე ლამაზი და ხარისხიანი მასალისგან დამზადებული უნდა იყოს. ქვითარი, ჩანაწერი და სხვა რამ ჯიბეში შეინახეთ. მათი ადგილი საფულეში არაა! საფულე ცარიელი არასდროს დატოვოთ. მასში ერთი კუპიურა მაინც უნდა იყოს.

  • ვერძი – ტემპერამენტულ ვერძს მებრძოლი მარსი მართავს. ამ პლანეტას წითელის ელფერები მოსწონს. თუ პირადად თქვენ ეს ფერი არ მოგწონთ, ნებისმიერი კაშკაშა ფერის საფულე გამოგადგებათ. ცივი ფერები ან მკაცრი კლასიკა დაივიწყეთ. მარსს სურს, რომ საფულეც და ცხოვრებაც ნათელი იყოს.
  • კურო – საფულის ტოპ 3 იდეალური ფერია თოვლივით თეთრი, ცისფერი და ნაზი ვარდისფერი. როგორც ვერძის შემთხვევაში, ამ ნიშნის მფარველი პლანეტა დათმობაზე არ მიდის. ვენერას, რომელიც კუროს ცხოვრებას მართავს, ფუფუნება უყვარს. ნებისმიერი ლამაზი და ძვირადღირებული საფულე გამოგადგებათ.
  • ტყუპები – ამ ნიშნისთვის ნაზი მწვანე საფულე შესაფერისია. ასე მფარველი პლანეტის, მერკურის გავლენის ცუდ ასპექტებს თავიდან აიცილებთ. ოკულტური მეცნიერების ექსპერტების თქმით, მწვანე საფულე დაგიცავთ დაუფიქრებელი ხარჯისგან, რითაც მერკურის ნიშნები ცნობილები არიან.
  • კირჩხიბი – ემოციურ კირჩხიბს იდუმალი და ცვალებადი მთვარე მართავს. შესაბამისად, ამ ნიშანს შეეფერება რძიანი თეთრი, ვერცხლისფერი ან მარგალიტისფერი საფულე. გარდა ამისა, წყლის ნიშნიანი საფულე შეიძინეთ. მმართველი ვარსკვლავი აუცილებლად დააფასებს.
  • ლომი – ვინ შეიძლება იყოს ამაყი, ძლიერი და დიდებული ლომის მფარველი, თუ არა მზე? შესაბამისად, ამ ნიშნის წარმომადგენელს განსაკუთრებული საფულე უნდა ჰქონდეს. ფერების მხრივ კაშკაშა ნარინჯისფერი ან კაშკაშა ყვითელი შეარჩიეთ. ზომის მიხედვით, რაც დიდი, მით უკეთესი!
  • ქალწული – ქალწულს, როგორც ტყუპებს, მერკური მართავს, მაგრამ ამ ნიშნისგან დაუფიქრებელი ხარჯვა ნაკლებად მოსალოდნელია. პერფექციონისტი ქალწულის ბუნება სულ სხვაა. შესაბამისად, აქ სხვა ელფერის მწვანე გვჭირდება. ნაზი და მდიდრული გამის ნაცვლად შეარჩიეთ „გაცვეთილი“ ელფერები, რომლებიც დოლართან ასოცირდება. ბედი აუცილებლად გაგიღიმებთ.
  • სასწორი – როგორც კუროს, სასწორს ვენერა მართავს. თუ კუროს დომინანტი ასპექტი ფუფუნებისადმი გატაცება იყო, აქ სხვა სიტუაციაა. სასწორს ახასიათებს ვენერას დახვეწილი, დელიკატური ასპექტი. ქათქათა თეთრი, ცისფერი ან ვარდისფერი საფულე ესთეტიურად სასიამოვნო და პრაქტიკული უნდა იყოს.
  • მორიელი – მორიელთან ყველაფერი გასაგებია. მის მფარველ მარსს წითელის გარდა სხვა ფერი არ სჭირდება. ოღონდ თუ ვერძს ცეცხლოვანი წითელი შეეფერება, მორიელისთვის გამოდგება ჭარხლისფერი წითელი, თითქმის სისხლისფერი საფულე. ასე წარმატება თქვენკენ შემობრუნდება.
  • მშვილდოსანი – მისი მფარველი პლანეტაა იუპიტერი, სიბრძნის და ცოდნის სიმბოლო. ტყუილად არ ამბობენ, რომ ცოდნა ოქროზე ძვირფასია. მისი სიბრძნით შეიარაღდით და ოქროსფერი ან მზიანი ყვითელი საფულის საძიებლად გაეშურეთ.
  • თხის რქა – შრომისმოყვარე თხის რქას მართავს სატურნი, შეუპოვრობის პლანეტა. აქ ზედმეტი წვალება საჭირო არაა. საფულე, რომელიც თხის რქის ჯიბეში ფულს იზიდავს, სატურნის ნებისმიერ ფერში იდეალურია. თქვენი არჩევანია იისფერი, ღრმა ლურჯი ან კლასიკური შავი.
  • მერწყული – როგორც თხის რქას, მერწყულს სატურნი მფარველობს. საფულის ფერი ზუსტად იგივე უნდა იყოს, როგორც თხის რქის შემთხვევაში. ამავდროულად, საფულის ფორმაც მნიშვნელოვანია. უფრო პრაქტიკული მოდელი შეარჩიეთ, რადგან მფარველი პლანეტა თვლის, რომ ბევრი უნდა იმოგზაუროთ!
  • თევზები – თევზების მფარველი იდუმალი იუპიტერია. მშვილდოსნისგან განსხვავებით იუპიტერის ცოდნის ასპექტი მნიშვნელოვანი არაა, არამედ მისი იდუმალების ასპექტი. შესაბამისად, საფულისთვის იდეალური ფერია მარჯანისფერი ან ტალღისფერი.

როგორც ხედავთ, არც ისე რთულია საფულის შერჩევა, რომელიც ფულს იზიდავს. მთავარია, რომ მფარველი პლანეტა არ გააბრაზოთ და ყველაფერი კარგად იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს