ხალხმა დიდი ხნის წინ შეამჩნია, რომ კატები და ორსული ქალები საერთო ენას საოცრად ადვილად პოულობენ. ჩვეულებრივ უკარება კატა ადვილად ამყარებს კონტაქტს ქალთან, რომლებიც ახალი სიცოცხლის გასაჩენად ემზადება. კატა ორსული ქალის მუცელზე წვება, უკან დაყვება, ხშირად ეფერება და ყოველმხრივ ყურადღებას იჩენს. ახლახანს მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ არის მიჯაჭვული ფუმფულა ცხოველი ორსულ ქალთან.
კატები და ორსული ქალები: მეცნიერული განმარტება
ხალხური სიბრძნე – სხვადასხვა ხალხში ორსული ქალებისადმი კატების სიყვარული სხვადასხვაგვარად იყო ახსნილი. ზოგან ითვლებოდა, რომ კატა, რომელიც ქალის მუცელს ეფერება, ბავშვს წარმატებულ და ბედნიერ ცხოვრებას უწინასწარმეტყველებს. ამ ასპექტში სამფერა კატა განსაკუთრებით ფასობდა. ამბობდნენ, რომ სამფერა კატა ნაყოფს ყველა მისტიკური საფრთხისგან იცავს. სხვა ხალხი ამტკიცებს, რომ მუცელზე კატის ადგილი არაა. ცრუმორწმუნეები ირწმუნებიან, რომ კატამ და ორსულმა ქალმა ერთად არ უნდა იცხოვროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი დაიბადება ავადმყოფი და სუსტი ან, პირიქით, ძლიერი, მაგრამ დაუმორჩილებელი და თმაგაჩეჩილი, თითქოს გარეული ცხოველია. შავ კატებს განსაკუთრებით გაურბოდნენ.
ფაქტების ენა – სინამდვილეში, კატა ორსული ქალისკენ აშკარა მიზეზების გამო მიილტვის. პირველ რიგში, ორსული ქალის მუცელი მთელ სხეულთან შედარებით მაღალი ტემპერატურით გამოირჩევა. კატა სითბოზე გიჟდება და ძილისთვის ყველაზე თბილ კუთხეს ირჩევს, ამიტომ ორსულ ქალს მუცელზე აწვება. მეორეც, კატა ცნობისმოყვარეა. დამატებით, ძლიერი ყნოსვა აქვს. ორსული ქალის ჰორმონალური ფონი და მასთან ერთად სუნი იცვლება. კატა უკან დასდევს პატრონს, რომელსაც უცებ სხვა სუნი ასდის, და ცდილობს გაარკვიოს, რა ხდება.
მნიშვნელოვანი დეტალი – მხოლოდ მეცნიერული ახსნის პოვნა არ ღირს. ცხოველსაც გრძნობები აქვს. სუნით ხვდება, რომ პატრონი ორსულობისას განსაკუთრებით დაუცველია. ამ მიზეზით ორსულ ქალთან უფრო მეგობრულია. ასე თავის სიყვარულს და მხარდაჭერას ავლენს. რა თქმა უნდა, საპირისპირო სიტუაციებიც არსებობს. კატა თავნება და ეგოისტი არსებაა. ჯერ კიდევ დაუბადებელ ბავშვზე შეიძლება იეჭვიანოს. ოღონდ კატა პატარას ნამდვილად არ დააზიანებს. თუმცა შეიძლება უფრო შეუპოვრად მოიქცეს და დამატებითი ყურადღება მოითხოვოს.
უფრო ხშირად, კატა და ორსული ქალი ერთ ჭერქვეშ მშვენივრად ცხოვრობს. ყველაფერი რიგზეა, თუ ადამიანი კატასთან ქცევის მარტივ წესებს იცავს. კერძოდ, კატას ქუჩაში არ უშვებს, რომ ინფექციები ან პარაზიტები არ მოიტანოს. გაურბიან კატის შეშინებას, რომელსაც ორსულის მუცელზე ძინავს. ყოველი შემთხვევისთვის: ცხოველის ასეთი ძილი ბავშვს არ დააზიანებს, პირიქით, დამატებით გაათბობს. მთავარია, მკვეთრ მოძრაობებს მოერიდოთ!