ხრიკები, როგორ ათქვიფოთ კვერცხის ცილები მიქსერის და სათქვეფის გარეშე

246

სხვადასხვა დესერტს კარგად ათქვეფილი კვერცხის ცილები სჭირდება. მზა საკონდიტრო ნაწარმს ნაზი გემო და აუცილებელი სიფაფუკე რომ ჰქონდეს, კვერცხი სქელ ქაფად უნდა აქციოთ. ჩვეულებრივ, ამ მიზნით მიქსერს ან სათქვეფს ვიყენებთ. რა გავაკეთოთ, თუ არც ერთი მოწყობილობა არ გვაქვს? Vivien გიამბობთ, როგორ ათქვიფოთ კვერცხის ცილები მიქსერის და სათქვეფის გარეშე მყარის ქაფის მიღებამდე. აღსანიშნავია, რომ პროცესი სწრაფი და მარტივი არაა. ხელით კვერცხის ცილებიდან სქელი ქაფის მიღება რთული, მაგრამ შესაძლებელია. მთავარია, შესაფერისი ჭურჭელი და ახალი კვერცხი გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში, აუცილებლად გამოგივათ.

როგორ ავთქვიფოთ კვერცხის ცილები მიქსერის გარეშე სწორად: ძირითადი წესები

კვერცხის არჩევა – კვერცხის ცილები მყარი პიკის მიღებამდე რომ ათქვიფოთ, ხარისხიანი პროდუქტი შეარჩიეთ. ძველი კვერცხი არ გამოგადგებათ. მოცულობაში შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ მალე ბუშტებით დაიფარება და დაეცემა. იდეალურია, თუ კვერცხი მაქსიმუმ 1 კვირისაა. ინგრედიენტი წინასწარ უნდა მოამზადოთ. ოთახის ტემპერატურის კვერცხი გჭირდებათ. მაცივრიდან მომზადებამდე 2–3 საათით ადრე გამოიტანეთ. თუ დაგავიწყდათ, თბილი წყლით სავსე თასში კვერცხი 5 წუთით გააჩერეთ. მომზადება დაიწყეთ!

როგორ დავაცალკევოთ კვერცხის გული და ცილა სწორად – ცილებს სქელი ქაფის მიღებამდე მიქსერის გარეშე კარგად ათქვეფთ, თუ გულებისგან ფრთხილად გამოყოფთ. მოცემული ორიდან ერთ–ერთი მეთოდი გამოიყენეთ.

  • კვერცხის ნაჭუჭი ზემოდან პატარაზე გახვრიტეთ, ბასრი დანის წვერი გამოიყენეთ. იქედან კვერცხის ცილა ღრმა თასში გადაიტანეთ.
  • კვერცხი თასის ზემოთ გატეხეთ. კვერცხის გული ნაჭუჭის ერთი ნახევრიდან მეორეში გადაიტანეთ. ასე მთელი ცილა თასში აღმოჩნდება.

დეტალური ინსტრუქცია – ათქვეფაზე გადადით. ღრმა თასი და ორი ჩანგალი გჭირდებათ. მათი დახმარებით ცილებს ათქვეფთ. ჩანგლები კბილებით შეაერთეთ.

  1. ჭურჭელი და ჩანგლები გარეცხეთ. კარგად გაამშრალეთ.
  2. კვერცხის ცილები თასში გადაიტანეთ და აურიეთ. თანდათან სიჩქარე გაზარდეთ.
  3. საჭირო რაოდენობის შაქარი დაუმატეთ.
  4. კვერცხის ცილების ათქვეფა გააგრძელეთ, სანამ მყარ პიკს არ მიიღებთ.

კვერცხის გულის ცილის მასაში მოხვედრა არ დაუშვათ. ერთი წვეთიც დაბრკოლება გახდება. ხელით ათქვეფის წესები დაიცავით და მიიღებთ სქელ ქაფს, რომელიც სუფლეს, ბისკვიტს და კრემს თამამად შეგიძლიათ დაუმატოთ.