ახალგაზრდობაში ბალიშზე თავის დადება საკმარისია, რომ ღრმად ჩაგეძინოთ. აი, ასაკის მატებასთან ერთად უძილობა ხშირი პრობლემა ხდება. ცხვრების თვლა და მორფეუსის მოწვევა არ გვშველის. ჩნდება კითხვა, როგორ მოვიშოროთ უძილობა: გამოვიყენოთ ხალხური მეთოდი თუ შევიძინოთ აფთიაქში საძილე წამლები? თუ სერიოზული მდგომარეობა არ გაქვთ, წამლების გამოყენებამდე ხალხური მეთოდები გამოცადეთ. ასე ღრმად დაძინებას შეძლებთ და სააფთიაქო წამლებს დაივიწყებთ. საჭირო ინგრედიენტს სამზარეულოში იპოვით.
ხალხური მეთოდი უძილობის წინააღმდეგ – დაფნის ფოთოლი, რომელსაც წვნიანის, რაგუს და სოუსის მომზადებისას აქტიურად ვიყენებთ, უძილობასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. ამ მიზნით დაფნის ფოთოლი ბალიშის ქვეშ შეინახეთ. მცენარე ნერვულ სისტემას სწრაფად ამშვიდებს, სტრესს და შფოთვას ამცირებს. მისი გამოყენებით უძილობას და დეპრესიას შეებრძოლებით.
რჩევები სწრაფად დასაძინებლად
- ძილის გრაფიკის დაცვა სცადეთ. ეს ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე დროს უნდა დაწვეთ და ადგეთ, მათ შორის შაბათ–კვირას.
- ძილისთვის იდეალური პირობები შექმენით. ოთახში უნდა ბნელოდეს და სიწყნარე უნდა იყოს. ყურადღებას არაფერი უნდა იქცევდეს.
- ღამით ფანჯარა ღია დატოვეთ ან დაძინებამდე ოთახი გაანიავეთ. სუფთა ჰაერი ჯანსაღ ძილს ხელს უწყობს.
- გაჯეტები გვერდზე გადადეთ. ტვინი ეკრანზე მოძრაობას რეალობად აღიქვამს, ამიტომ დამშვიდება და დაძინება უჭირს.
- დღის მეორე ნახევარში ყავა, ჩაი და ენერგეტიკული სასმელები არ დალიოთ.
ხშირად უძილობის მიზეზი სტრესია. ყველა გადაუჭრელი პრობლემა მოაგვარეთ, რომ მშვიდად დაძინება შეძლოთ. კარგი იქნება, თუ მედიტაციის ტექნიკას შეისწავლით. ექიმთან აუცილებლად მიდით, თუ უძილობა უკვე რამდენიმე კვირაა გაწუხებთ.