მრავალშვილიანი დედა გვიზიარებს პირად გამოცდილებას, როგორ უმკლავდება, როცა შვილები ავად არიან. ღირს თუ არა ექიმის ბრმად ნდობა და როგორ მოვიქცეთ.
„ტემპერატურა 39. მშრალი ხველა. სასწრაფო დახმარება გამოვიძახე. გასაკვირია, მაგრამ მალე მოვიდნენ. მოუსმინეს და განაჩენი გამოიტანეს: სასწრაფოდ საავადმყოფოში! უარი ვთქვი. ბავშვი სტაბილურია. მთავარია, რომ პნევმონია არაა. ექიმი პედიატრი არაა, უკმაყოფილოდ მითხრა: დაწერეთ უარი. რაღაც ზოგადი რეკომენდაციები მომცა. ვუპასუხე, რომ ამ ყველაფერს უკვე ვაკეთებთ.
მრავალშვილიანობის გამო ბავშვთა დაავადებების მკურნალობის შესახებ დიდი გამოცდილება დამიგროვდა. ახლა ჩემი შვიდი შვილიდან უმცროსი ოთხი ავადაა. თან ყველას მწვავე ვირუსული ინფექციის ერთი და იგივე სიმპტომები აქვს. ზოგმა ადვილად გადაიტანა, ზოგმა მძიმედ. დღეს განსაკუთრებით რთული დღე იყო. იაკობს ტემპერატურა დიდხანს ვერ დავუწიეთ და მატრონას ხველა ვერ შევუჩერეთ.
მთელი ერთი კვირაა ასე გრძელდება, ყველა დავიღალეთ. გავიფიქრე, იქნებ ღირდა საავადმყოფოში წასვლა, მაგრამ მაშინვე წარმოვიდგინე, რა გველოდა იქ. დახუთული პალატა, სადაც რამდენიმე სხვადასხვა ასაკის ბავშვი წევს. ყველას საკუთარი დაავადება აქვს, რომლითაც ერთმანეთს „აჯილდოებენ“. დამატებით იმ დაავადებასთან, რომლითაც საავადმყოფოში მიდიხართ. თან დედის საწოლი გათვალისწინებული არაა. პატარა პაციენტები შიშისა და ტკივილისგან ტირიან. მუდმივად ანალიზებს უღებენ და მტკივნეულ ჩხვლეტას იტანენ.
მახსოვს, როგორ მოვხვდი პატარა ანასთან ერთად საავადმყოფოში საეჭვო ბრონქიტით, ხოლო ერთ კვირაში სახლში ანგინით გამოგვწერეს. მსგავსი რამ მოხდა თედოს შემთხვევაში, რომელიც საავადმყოფოში ნაწლავური ჩხირებით დაინფიცირდა. არასდროს დამავიწყდება, რამდენიმე ტანჯვა გამოვიარეთ. პნევმონიის მძიმე ფორმა ჰქონდა. ნაწლავური ინფექციების განყოფილებაში გადაიყვანეს. მის გვერდით იწვა ბავშვი ჰეპატიტით! საერთო ნიჟარით სარგებლობა უწევდათ. ჩვენი კუთხიდან ცხვირის გაყოფის მეშინოდა. თედოს წვეთოვანის ჩადგმა დასჭირდა. საავადმყოფოდან მაინც ბოლომდე ნამკურნალები არ გამოსულა.
არა, ექიმების და მედიცინის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ბოლო 10 წელია ბავშვთა საავადმყოფოებში წოლაზე უარს ვამბობ. შვილების მკურნალობაზე მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. სასწრაფო დახმარებას ვიძახებ მხოლოდ იმისთვის, რომ ექიმმა პაციენტი გასინჯოს და დაადასტუროს, რომ სწორად ვმკურნალობ. ფილტვების რენტგენზე თავად შეგვიძლია წავიდეთ და შემდეგ გადავწყვიტოთ, რა გავაკეთოთ.
ხშირად მეკითხებიან, როგორ გადამაქვს ბავშვთა დაავადებები. ეს მტანჯველი პერიოდია როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლებისთვის. დედები შვილების ჯანმრთელობაზე განსაკუთრებით ნერვიულობენ. ღამეები არ ძინავთ, მთელ ღამეს ბავშვის საწოლთან ატარებენ, მის სუნთქვას უსმენენ და მუდმივად მზადყოფნაში არიან: თბილი კომპოტი მიიტანე, საჭირო წამალი მიეცი, ხელი დაუჭირე. მოკლედ, ყველაფერს აკეთებენ, რომ მისი მდგომარეობა შეამსუბუქონ. დედობის პირველ წლებში ბავშვების ავადმყოფობის გამო სასოწარკვეთილება ხშირად მიპყრობდა. მწარედ ვტიროდი, ძლიერ განვიცდიდი, რომ ბავშვის ტანჯვის შემსუბუქება არ შემეძლო.
უნდა ვთქვა, რომ ჩემი სამი უფროსი ხშირად ავადდებოდა. რაღაც ჩაკეტილი წრე იყო. ერთი ავად გახდომას ვერ ასწრებდა, რომ მეორე უკვე ცემინებას და ხველას იწყებდა, მას მესამე უერთდებოდა. ზოგჯერ შიშისგან გული მეყინებოდა, როცა მათ საწყალ სახეებს, თვალების ქვეშ მომწვანო–მოყვითალო წრეებს ვუყურებდი. წლებთან ერთად ჩემი შვილების იმუნიტეტი გაძლიერდა და დაავადებები ისეთი მკაცრი აღარაა. იშვიათად ავადდებიან, წელიწადში 2–3–ჯერ და გართულებების გარეშე მდგომარეობიდან გამოდიან.
საშუალო და უმცროსი ასაკის შვილებს ჯანმრთელობის ბევრი პრობლემა არ ჰქონიათ. უფრო ჯანმრთელები იზრდებიან. ვფიქრობ, რომ ქალაქის ბინიდან სოფლის სახლში გადასვლა, სუფთა პროდუქტებით კვება ჯანმრთელობის გაძლიერებაში დაეხმარა. როცა მოსწავლეებს ინფექცია სახლში მოჰქონდათ, საბედნიეროდ, სასწრაფო დახმარების გამოძახების მიზეზი არასდროს მქონია. და მაინც, როცა ბავშვები ავად ხდებიან, პანიკა მეწყება. კვირეები არ მძინავს და ყველა შესაძლო კლინიკასა და საავადმყოფოში დავრბივარ, რომ ჩემს პატარებს დავეხმარო.
დღეს ბავშვთა დაავადებების, მოტეხილობების, დაზიანებების, ანგინის, ბრონქიტის, ფილტვების ანთების და სხვა პრობლემების მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს. ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ სანამ ექიმის დანიშნულებას ბრმად შეასრულებთ, საკუთარი გულის და ინტუიციის მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, არასდროს დანებდეთ და სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეთ. ბრძენმა მეფე სოლომონმა ტყუილად ხომ არ თქვა: ყველაფერი გაივლის. ესეც გაივლის!“