2023 წლის აქტუალური ვარცხნილობები მრგვალი სახისთვის. წამყვანი სტილისტების რეკომენდაციები

1231

მოვლილი გარეგნობის საიდუმლო პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, იცის თუ არა ქალმა თავისი სახის ფორმა. ბუნებამ მრავალი პროპორცია შექმნა, რომელთა შეფასებით შეგიძლიათ მიხვდეთ, როგორ ტიპს მიეკუთვნებით. სწორი ვარცხნილობა ნაკლოვანებებს მალავს და თქვენს იმიჯს იდეალურთან აახლოებს.

Vivien გირჩევთ, თმის სტრუქტურის თავისებურებაც გაითვალისწინოთ. მაგალითად, თუ სქელი და დამჯერი თმა გაქვთ, თავის დაბანა და გაშრობა საკმარისია, რომ კარგად გამოიყურებოდეთ. თუ თხელი თმა გაქვთ, ბევრი რამის გაკეთება მოგიწევთ, რომ თმა საწყლად არ გამოიყურებოდეს. გიამბობთ, რომელია საუკეთესო ვარცხნილობები მრგვალი სახისთვის. კიდევ არა ერთი წელი აქტუალობას არ დაკარგავს.

თმის შეჭრის წესები მრგვალი სახისთვის – თუ ბუნებამ სახის მრგვალი ფორმა გარგუნათ, ვარცხნილობა სწორად უნდა შეარჩიოთ. პროფესიონალური კორექცია სახეს მოგრძოს ხდის, ლოყებს ვიზუალურად აქრობს. მრგვალი სახისთვის გაითვალისწინეთ შემდეგი მომენტები:

  1. ბოლო დროს პოპულარული მომრგვალებული ვარცხნილობა (პაჟი, სესონი) თქვენი სახის სიმრგვალეს მხოლოდ ხაზს უსვამს. უმჯობესია, სხვა ვარიანტებს გადახედოთ.
  2. თმის შუაზე გაყოფა სახეს მეტ სიმრგვალეს შემატებს. გირჩევთ, თავი აარიდოთ.
  3. ერთ კონად შეკრული ან უკან აჩეჩილი თმა თქვენს სახეს ზედმეტად გახსნილს გახდის. ასე ყველა ნაკლოვანება უფრო გამოიკვეთება.
  4. სწორ წინამოს მოერიდეთ. უმჯობესია, ასიმეტრიული ან ირიბი წინამო შეარჩიოთ.
  5. გრძელ თმაზე ვიწრო სახის ეფექტს დავარცხნის მეთოდით მიაღწევთ. ამ შემთხვევაში, თმა სახეზე უნდა ჩამოიყაროთ და ლოყები მაქსიმალურად დამალოთ.

უნივერსალური ვარცხნილობები მრგვალი სახისთვის – იდეალური გარეგნობის მიღების სურვილში ზედმეტად შორს წასვლა არ ღირს. პროფესიონალი სტილისტის რჩევისგან ერთი ნაბიჯით გადახვევა საკმარისია, რომ სწორი ჰარმონიზაციის მაგივრად კარიკატურა მიიღოთ და უკვე არსებული პრობლემა გაამწვავოთ.

  • წინ დაგრძელებული კარე – ასეთი ვარცხნილობა თქვენი სახის ოვალს ოდნავ დააგრძელებს. ირინი წინამო შემატეთ  ან ძირებთან თმა აწიეთ.
  • კასკადი და ლესენკა – საუკეთესო ვარიანტია, განსაკუთრებით თხელ თმაზე. საფეხურებიანი, აჩეხილი ან გრადუირებული ვარცხნილობა ქმნის შეგრძნებას, რომ თმა საკმარისად სქელია, განსაკუთრებით, თუ თმის ძირებს ხელოვნურად აწევთ. ირიბი, ასიმეტრიული ან სწორი წინამო შეგიძლიათ შემატოთ. სწორი წინამოს შემთხვევაში ზედმეტ სისქეს მოერიდეთ.
  • პიქსი – კიდევ ერთი წარმატებული და პოპულარული ვარცხნილობა, რომელიც ბიჭის სტილშია შესრულებული. განსაკუთრებული ყურადღება კეფის გაფორმებას ეთმობა, ის მაღალი და მოცულობითი უნდა იყოს. კიდევ ერთი ნიუანსი წინამოა. სწორი წინამო არ შეიჭრათ. ირიბ ან აჩეხილ წინამოზე შეჩერდით.
  • ბობი – მოკლე ვარცხნილობა, რომელსაც რთული დავარცხნა არ სჭირდება, დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ერთ–ერთ მთავარ ადგილს თამამი ბობი იკავებს. ვარცხნილობა ნებისმიერი ასაკის ქალს უხდება და სახეზე ყველა ნაკლოვანებას ფარავს. რეკომენდაცია: ფორმა უკეთ რომ დააკორექტიროთ, საფეთქლებთან დაგრძელებული თმა დატოვეთ.

ვარცხნილობა მრგვალ სახეზე თმის სტრუქტურის მიხედვით – თმის სტრუქტურას დიდი მნიშვნელობა აქვს. სქელია თუ თხელი, ტალღოვანი, ხუჭუჭა თუ სწორი? ერთად გავარკვიოთ.

  • თხელი თმა – თუ მრგვალი სახე და თხელი თმა გაქვთ, მოკლე ან საშუალო სიგრძის ვარცხნილობა შეგეფერებათ. მხრებამდე ვარცხნილობა ან ოდნავ მოკლე ვარცხნილობა, მთელ სიგრძეზე სწორად გადაჭრილი, ნაკლები აჩეხვით. ოპტიმალური ვარიანტები: ლონგ ბობი, პიქსი–ბობი, სწორი ან გრადუირებული კარე.
  • სქელი თმა – თუ სელენა გომესის გრძელთმიან ფოტოებს გადახედავთ, შეამჩნევთ, რომ მომღერალი უპირატესობას ანიჭებდა მოცულობით ჰოლივუდის კულულებს დიაგონალურად გაყოფილი აჩეჩილი თმით. მოკლე ვარცხნილობაზე ასე არაა. აქ ბევრი რამ ოსტატზე დამოკიდებულია. ყურადღება მიაქციეთ ვარცხნილობებს: გარსონი, მალეტი, შეგი და პიქსი.
  • სწორი თმა – გრძელი სწორი თმა მრგვალ სახეზე უკვე კარგია. ასეთ ვარცხნილობას კორეული წინამო და დახვეული ბოლოები მოცულობას შემატებს. კიდევ ერთი საინტერესო იდეა – ტალღოვანი ვარცხნილობა საშუალო სიგრძის თმაზე.
  • ხვეული და ხუჭუჭა თმა – მრგვალ სახეზე ხუჭუჭა თმის სიგრძე ბეჭამდე და უფრო ქვემოთ კითხვის ნიშნის ქვეშაა. ხვეული საკუთარი სიმძიმის ქვეშ იწელება და ძირების მთელ მოცულობას აქრობს. როცა თავზე საკმარისი მოცულობა არაა, ლოყები ჩნდება. თავად აირჩიეთ: ან გრძელი თმა (სახიდან აქცენტი მოცულობაზე რომ გადაიტანოთ) ან მრგვალი მოკლე კასკადი. თუ ზომიერად ხვეული თმა გაქვთ, სწორი თმის პუნქტს გადახედეთ.

გახსოვდეთ, ყველა ირიბი წინამო მომგებიანად არ გამოიყურება. უმჯობესია, ასიმეტრიული წინამო შეარჩიოთ. არათანაბარი სიგრძის ხარჯზე სახის კორექტირება ადვილია. თმა ზედმეტად არ აიჩეჩოთ. მაქსიმალურად ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს