მარტივი ხრიკი. რატომ უნდა დაუმატოთ ძმარი პელმენის ცომს

483

თუ ერთხელ მაინც შინ მომზადებული პელმენი გაგისინჯავთ, იცით, რომ მაღაზიაში ნაყიდს არც შეედრება. საკუთარი ხელით მომზადებული პელმენის ცომი და შიგთავსი საოცრად გემრიელი და არომატული გამოდის. შაბათ–კვირას ცოტა დრო პელმენის მომზადებას დაუთმეთ, რომ გემრიელი სადილი მიირთვათ და მოიმარაგოთ იმ დღისთვის, როცა კერძის მომზადება დაგეზარებათ. არის ერთი ინგრედიენტი, რომელიც ცომს სამუშაოდ იდეალურად ხდის. Vivien გიამბობთ, რა უნდა დაუმატოთ პელმენის ცომს.

რატომ უნდა დაუმატოთ ძმარი პელმენის ცომს: მარტივი ხრიკი

არასწორად მომზადებული პელმენის ცომი რიგ შედეგებს იწვევს. თუ ძალიან სქელია, მასთან მუშაობა გაგიჭირდებათ. პელმენს დიდხანს მოხარშვა დასჭირდება, დაღეჭვაც რთულია. ზედმეტად რბილი ცომი ჩაიხარშება და დაიშლება. ამის თავიდან ასაცილებლად უბრალო სუფრის ძმარი დაგჭირდებათ, რომელიც სამზარეულოში ყველას აქვს.

იდეალური ცომის რეცეპტი პელმენისთვის

ინგრედიენტები:

  • 1 ს/კ ძმარი (9%)
  • 250 მლ წყალი
  • 1 კვერცხი
  • 450 გ ხორბლის ფქვილი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 2 ს/კ მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი:

  1. კვერცხი, მარილი, ძმარი და მზესუმზირის ზეთი აურიეთ. თბილი წყალი ჩაასხით და აურიეთ.
  2. ფქვილი გაცერით, ნარევს დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. პარკში ჩადეთ ან შესაფუთ პარკში გაახვიეთ. 30 წუთით მაცივარში შეინახეთ.
  3. შემდეგ ცომთან ისე შეგიძლიათ იმუშაოთ, როგორც ყოველთვის. გააბრტყელეთ, რგოლები გამოჭერით, შიგთავსი დაუმატეთ და შეკარით.

რატომ არის საჭირო ძმარი პელმენის ცომში? ცომი რბილი და ელასტიური გამოდის. პელმენის გამოსაძერწად იდეალურია. ხელზე არ მიგეწებებათ. არ იდარდოთ: მზა კერძში ძმრის გემო არ იგრძნობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს