რა მოხდება, თუ სხვისი ჭიქიდან დალევთ

388

ნორმალური ადამიანისთვის სხვისი ფინჯანი, საერთოდ, სხვისი ჭურჭელი ტაბუა. სამწუხაროდ, ბევრი ურცხვი პიროვნება სხვის მიერ დატოვებული სასმელის დალევას ნორმად მიიჩნევს. არგუმენტად მოყავთ „შენ, რა გენანება?“. ეს ახლა, როცა ბაქტერიების, ვირუსების და მსგავსი საფრთხეების შესახებ ბევრი რამ ვიცით. საინტერესოა, რომ ძველად სხვისი ჭიქიდან დალევა ტაბუ იყო, მაგრამ სულ სხვა მიზეზით.

სხვისი ფინჯანი და რატომ არ უნდა დალიოთ მისგან

თანამედროვე მოსაზრება – ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ სხვისი ჭიქიდან დალევა იგივეა, მის მფლობელს ტუჩებში აკოცოთ. კიდევ კარგი, თუ ჭურჭლის მფლობელი სისუფთავის მოყვარულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრ ამაზრზენ შედეგს მიიღებთ, ჰერპესით დაწყებული და უფრო სახიფათო დაავადებებით დამთავრებული.

ადრე თვლიდნენ, რომ სხვის ჭურჭელს სხვა მიზეზით არ უნდა შეეხოთ. მაშინ მიკროორგანიზმებზე არაფერი იცოდნენ, მაგრამ რაღაც ესმოდათ. სწორედ ამიტომ, სუფრაზეც, სადაც ფხიზელი არავინ იყო, ყველა თავის ჭიქას ყურადღებით აკვირდებოდა. სხვისი უბედურებები არავის სურს.

სხვისი ბედი – დიახ, სწორად გაიგეთ. ადრე თვლიდნენ, რომ სხვისი ჭურჭლიდან მფლობელის ბედის ნაწილი თქვენზე გადმოდის. საქმე სხვის ბედს ან ბედნიერებას არ ეხება. ადამიანისგან პოზიტიური ემოციების, წარმატების და იღბლის წართმევა მხოლოდ ჯადოქრებს შეეძლოთ და ისიც იშვიათად. პირიქით, ყველამ იცოდა, რომ სხვისი ჭიქა ბევრი უსიამოვნების მომტანი იყო. მოზიდული უსიამოვნების სპექტრი ფართო იყო. ხალხს სჯეროდა, რომ სხვისი ჭიქიდან ერთი ყლუპის დალევა საკმარისია, რომ ჯანმრთელობის პრობლემები, პირად ცხოვრებაში სირთულეები ან ოჯახური წყევლა მიიზიდოთ.

კარმული ტვირთი – ითვლებოდა, რომ ერთი ჭურჭლიდან დალევა მხოლოდ ერთი ოჯახის წარმომადგენლებს შეეძლოთ. გაიხსენეთ, საგებსა და ზღაპრებში გმირები ძმობილდებოდნენ და ერთმანეთს თასებს უცვლიდნენ. ისინი გმირები და რაინდები იყვნენ, ამიტომ დაძმობილება ვერ დააზარალებდათ. აი, უბრალო ხალხი, სხვისი ჭურჭლიდან დალევისას, ჭურჭლის წინა მფლობელის წინაპრებზე პასუხისმგებლობას ავტომატურად იღებდა. ძველი ვაჟკაცების მსგავსად ჭიქების ნებაყოფლობითი გაცვლა რეკომენდებული არაა. მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ წარმატების და იღბლის მოპარვა მხოლოდ ჯადოქრებს შეეძლოთ. აი, საკუთარი იღბლის საკუთარი ხელით გაცემა ნებისმიერს შეუძლია. ამას ჭიქების ნებაყოფლობითი გაცვლა ხელს უწყობდა.

მნიშვნელოვანი დეტალი – შეგახსენებთ, რას ურჩევდნენ ძველად ადამიანს, რომელმაც შემთხვევით სხვისი ჭიქა აიღო. მას ყველა დაუსრულებელი საქმის დაუყონებლივ დასრულებას ურჩევდნენ. „ახლა საკმარისი დრო გაქვს“ – ამატებდნენ ბრძენები მსგავს შემთხვევებში. ადრე სხვისი ჭიქის მითვისება სერიოზული მოვლენა იყო.