ყველაზე მატყუარა ზოდიაქოს ნიშნები: ვინ არიან და რას უნდა ელოდოთ მათგან

634

იცით თუ არა, რომ ციურ ტილოზე ვარსკვლავების განლაგებას შეუძლია სიცრუისადმი სიყვარული განსაზღვროს? გამოცდილმა ასტროლოგებმა დიდი ხნის წინ განსაზღვრეს ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნებისმიერი ფორმის ტყუილს ვერ იტანენ. პირველ რიგში, ეს ეხება ლომს, ქალწულს და კირჩხიბს. დღეს Vivien გიამბობთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნები იტყუებიან, სხვადასხვა ხრიკებს და უსამართლო მანიპულაციებს მიმართავენ. ნახეთ, ვინ ატარებს ყველაზე მატყუარა ნიშნის ტიტულს და რა არის ამ ქცევის მიზეზი.

მატყუარა ნიშნები – ყველაფერი, რასაც ამ ნიშნების წარმომადგენლები ამბობენ, გულდასმით უნდა შემოწმდეს და გაანალიზდეს. მათ სიტყვას არ ენდოთ. ამას თავისი ახსნა აქვს.

  • ტყუპები – ორპირ ნიშნებს შორის ლიდერობს ტყუპები. მისი აზრი და განწყობა ხშირად იცვლება. დღეს ერთ პრინციპს იცავს, ხვალ – კატეგორიულად უარყოფს. ხშირად თავის ჩვენებებში თავად იბნევა. აღსანიშნავია, რომ ამ ნიშნის წარმომადგენელი განზრახ არ იტყუება, ამას ბოროტი ზრახვებით არ აკეთებს. უბრალოდ არ იცის, სად არის ჭეშმარიტება, სად ტყუილი.
  • მერწყული – მერწყულს კარგად განვითარებული ფანტაზია აქვს. ამ ნიშნის წარმომადგენლებიდან გამოდის კარგი მუსიკოსები, მწერლები და მხატვრები. თავით ილუზიების სამყაროში ეშვება, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში მიუღებელია. მერწყული ჩვეულ მოვლენას აუცილებლად შეალამაზებს. ამას შურის ან აღფრთოვანების გამოსაწვევად არ აკეთებს. უბრალოდ საკუთარი ფანტაზიების სჯერა. ხშირად ტყუილი სხვისთვის უვნებელია.
  • სასწორი – სასწორი ნებისმიერ ურთიერთობაში ჰარმონიას აფასებს, ზოგჯერ ზედმეტად. მისთვის კოლეგებთან, საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან სასიამოვნო ატმოსფეროს შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. უსიამოვნო საკითხებზე ლაპარაკი ძალიან უჭირს. იმდენად ეშინია, ვინმეს არ აწყენინოს, რომ ხშირად იტყუება: ასე მარტივია და თავს მშვიდად გრძნობს. ამ შემთხვევაში, სასწორი სასიკეთოდ იტყუება. ამ ნიშანმა ჯანსაღი კომუნიკაცია უნდა ისწავლოს და წესად ჰქონდეს: მწარე სიმართლე ტკბილ ტყუილს სჯობს.

დარწმუნებული ვართ, რომ ზემოთ მოცემულ ნიშნებს შორისაც ბევრი შესანიშნავი პიროვნებაა. თუმცა, ექსპერტების თქმით, სწორედ ტყუპებთან, სასწორთან და მერწყულთან სიფრთხილე გვმართებს. როგორც ამბობენ, ენდეთ, მაგრამ გადაამოწმეთ.