ტოპ ფერები. როგორი ტანსაცმელი უნდა ჩაიცვათ 40 წლის შემდეგ

610

სხეულის ფორმები, წონა, ვარცხნილობა და თავის მოვლა – ეს ყველაფერი ქალს უფრო ახალგაზრდულად წარმოაჩენს. როგორც მინიმუმ, მოხდენილად გამოიყურება და არა უფრო ასაკოვნად. იცით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? ტანსაცმლის ცოცხალი ფერი! ნამდვილად, თუ თქვენი  ტიპისთვის შესაფერის ტანსაცმლის ელფერებს აირჩევთ, 2–3 ან 10 წელს წამებში მოიკლებთ. Vivien გიამბობთ, როგორ გაახალგაზრდავდეთ ტანსაცმლის ფერების დახმარებით.

გამაახალგაზრდავებელი ფერები: რამდენად განსხვავებულად გამოიყურებიან – შეგიმჩნევიათ, რომ სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვა ფერი განსხვავებულად გამოიყურება? მოიზომეთ ღია წითელი კაბა, რომელიც თქვენს მეგობარზე საოცრად გამოიყურება, და არ გიხდებათ? აი, ზუსტად. ტანსაცმლის ფერის არჩევისას თქვენი ტიპი უნდა გაითვალისწინოთ. ადრე ფერებს სეზონის მიხედვით ყოფდნენ: ზამთარი–გაზაფხული–შემოდგომა–ზამთარი. ახლა სტილისტები და ვიზაჟისტები ამტკიცებენ, რომ ფერების ტიპი გაცილებით მეტია. განვიხილოთ ძირითადები, თუ რომელი ტანსაცმელი მოგიხდებათ 40 წლის შემდეგ.

  1. ცისფერთვალება ქერათმიანებს (თვალი აუცილებლად ცისფერი არაა, მაგრამ ნებისმიერი ცივი ფერი – ნაცრისფერი, მწვანე) ცივი ტონალობა მოუხდება: ცისფერი, მწვანე, ლურჯი, იისფერი.
  2. თაფლისფერთვალება შავგრემნებს თბილი ფერები უხდებათ: ნარინჯისფერი, ყვითელი, წითელი, კრემისფერი.

გახსოვდეთ, რომ ახალგაზრდობაში ფერებით ექსპერიმენტები, რომელიც თქვენს ტიპს არ შეესაბამება, დასაშვებია. სახის ახალგაზრდული იერი და ტონალობა, თვალების და ტუჩების სიკაშკაშე, ნაოჭების არ ქონა თქვენს სასარგებლოდ მოქმედებს. 40 წლის შემდეგ ტანსაცმელი თქვენზე მორგებული უნდა იყოს, ნაკლოვანებებს მალავდებს და ღირსებებს ხაზს უსვამდეს.

როგორ გამოვიყურებოდეთ ახალგაზრდულად და შევარჩიოთ ტანსაცმლის ფერი: ტოპ 3 რჩევა – სტილისტები გვიზიარებენ დროში გამოცდილ რჩევებს, რომლებიც ტანსაცმლის გამაახალგაზრდავებელი ფერების არჩევაში დაგეხმარებათ.

  • რჩევა 1: შავს უარი უთხარით – არა მხოლოდ შავს, არამედ მუქ და პირქუშ ფერებს. მუქი ყავისფერი სკოლის ფორმას ჰგავს. ძალიან მუქი ლურჯი – პოლიციის ფორმას. შავზე ლაპარაკი საერთოდ არ ღირს. 40 წლის შემდეგ შესაფერისი არაა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქსოვილის ტექსტურით ითამაშებთ. ბზინვარე აბრეშუმი ან სატინი, ბრჭყვიალები, ტრიკოტაჟი. ამ შემთხვევაშიც მუქი ფერების ზედმეტად გამოყენება არ ღირს.
  • რჩევა 2: კლასიკა აირჩიეთ – ე.წ. „კლასიკურ“ ფერებს მიეკუთვნება წითელი, ღრმა ლურჯი, კრემისფერი და თეთრი. თეთრში ახალგაზრდა ქალი იდეალურად გამოიყურება. 40 წლის შემდეგ თეთრი სამოსი სახის მკრთალ ფერს, ნაოჭებს და თვალების ქვეშ მუქ წრეებს ხაზს უსვამს. სამაგიეროდ, კლასიკური ლურჯი, ღრმა და გაჯერებული, როგორც ქერათმიანს, ასევე შავგრემანს იდეალურად უხდება. წითელი თქვენი ტიპის მიხედვით შეარჩიეთ: „თბილ“ შავგრემანს თბილი ქვეტონით. „ცივ“ თოვლის დედოფლებს ოდნავ ვარდისფერი, იისფერი ქვეტონით.
  • რჩევა 3: პასტელური ფერები – რა თქმა უნდა, პასტელური, ღია ფერები არ დაგავიწყდეთ. ასეთი ტანსაცმელი ქალს რამდენიმე წელს ართმევს. „კანფეტის“ და კაშკაშა ნეონის ფერებს არ ვგულისხმობთ. არა, მხოლოდ დახშობილი, „ჩამქრალი“ ღია ფერები“: პუდრისფერი ვარდისფერი, ატმისფერი, ღია ცისფერი ან მწვანე, იასამნისფერი, ლიმონისფერი (არა კაშკაშა), კრემისფერის და ხორცისფერის ელფერები.

სწორედ ღია და არა ბნელი ფერები გარეგნობას აახლებს. ღია ფერის სამოსში კომპლიმენტებს აუცილებლად მიიღებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს