10 ვარცხნილობა, რომელიც გაგააზარგაზრდავებთ და უფრო გამხდარს გამოგაჩენთ

4332

გზა ახალგაზრდობისკენ – ამისათვის საჭიროა კანის მოვლა, სიგამხდრისთვის კი სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა. რა უნდა გავაკეთოთ, თუ ეს გზა ხანგრძლივია, მაგრამ შედეგი ახლავე გვჭირდება? დასახმარებლად უნდა მივმართოთ თმას ( გასაკვირი არ არის, რომ ისინი მუდამ იზრდებიან).

როგორ ფიქრობთ, რაზეა თქვენი თმა პასუხისმგებელი? მისი დახმარებით შეძლებთ გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად, გამოჩნდეთ უფრო გამხდარი და რა თქმა უნდა, ლამაზი.

ჩვენ წარმოგიდგენთ ყველაზე პოპულარულ, ახალგაზრდული ვარცხნილობა!

ტალღოვანი, რბილი

ეს სტილი არა მარტო გაგაახალგაზრდავებთ, არამედ მისი დახმარებით თქვენ იქნებით ბუნებრივი და ქალური. ეს ვარცხნილობა უხდება განსხვავებული სტილის სახეს. ის არეგულირებს თმის ტექსტურას და საუკეთესოა საშუალო და გრძელი თმისთვის.
შენიშვნა: ეს ვარცხნილობა არ გამოიყენოთ მოკლე თმაზე, ვინაიდან ეფექტი იქნება საპირისპირო.

სწორი თმა მოცულობითი თმის ძირებით

ლამაზი ,,ტყუილი” ასაკთან დაკავშირებით შესაძლებელია, თუ ჩვენი თმის ძირებს მივანიჭებთ მოცულობას. გლუვი თმა არც ისე კარგი ვარიანტია, თუ უკვე დიდი ხანია 20 წლის აღარ ხართ. უბრალოდ რომ არ გამოიყურებოდეთ, აუცილებელია თმის ძირებს დავუმატოთ მოცულობა, უფრო ნათელი ფერები და ეფექტი სახეზეა. მაგალითისთვის ავიღოთ ჯენიფერ ენისტონი, რომელიც უბრალოდ კლასიკაა.

ასიმეტრიული ვარცხნილობა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წესი: თმის მკაცრად დაბალანსებული პროპორციები ასაკს შეგმატებთ, ხოლო არაპროპორციული, ასიმეტრიული თმა – პირიქით. ასეთი ვარცხნილობა არამხოლოდ აქტიალურია, არამედ პასუხისმგებელია რამდენიმე ფაქტორზე: პირველ რიგში, გაგაახალგაზრდავებთ, ხოლო მეორე ფაქტორი არის ინდივიდუალურობა, ასეთი ვარცხნილობა არის ყველაზე ინდივიდუალური და მეამბოხის გადაწყვეტილება.

,,ცხენის კუდი’’

კუდი – არასოდეს გადადის მოდიდან. თქვენს თმაზე რომ გამოვიდეს უნდა შეიკრად არც ძალიან ზემოთ და არც ძალიან ქვემოთ (და რა თქმა უნდა, ასაკს ეწინააღმდეგება). გადაისვით სავარცხელი, ხოლო თმა ძალიან არ დაძაბოთ.

ბობი და კარე

იდეალური არჩევანი ნებისმიერი ასაკისთვის – ბობი და კარე. საუკეთესო ეფექტისთვის თმა უნდა იყოს ასიმეტრიული. თმას მიეცით მოცულობა, რაც ხაზს გაუსვამს თქვენი სახის ნაკვთებს. ,,გამაახალგაზრდავებელი” თმის საიდუმლო ამოხსნილია.

ვარცხნილობა, სიგამხდრე!

თუ თქვენ გრძელი თმა გაბედნიერებთ, ეს ვარცხნილობა თქვენთვისაა. ის უფრო გამხდარს გამოგაჩენთ. ასეთი თმა საშუალებას მოგცემთ ნებისმიერი ვარცხნილბა გაიკეთოთ, მაშ შორის ,,ცხენის კუდი”.

გრძენი ,,ჩოლკა”

გრძელი ,,ჩოლკა” უნდა იყოს წარბებს ქვემოთ. ის თქვენი სახის სწორ ფორმებზე გააკეთებს აქცენტს. დაიმახსოვრეთ: ,,ჩოლკა” არა მარტო დამალავს თქვენს ხარვეზებს სახეზე, არამედ ხაზს გაუსვამს თქვენს სიმშვიდეს.

ასიმეტრიული ვარცხნილობა

ასიმეტრია გამხდარი სახის მეგობარია. ასეთი თმა გინარჩუნებთ სახის ფორმებს და მალავს სახის გადაჭარბებულ სიმრგვალეს. სხვათაშორის, ამ შემთხვავში უმჯობესია თმის გაყოფა საერთოდ დაივიწყოთ.

ტექსუირებული კარე

საშუალო და მოკლე თმის მოყვარულებს იდეალურად ერგებათ ტექსუირებული კარე. შეგიძლიათ ატაროთ როგორც სწორი, ასევე ხვეული ვარიანტი. ამ შემთხვევაში არჩევანი თქვენზეა.

სინათლის ტალღები

გამხდარი სახის კიდევ ერთი მეგობარი არის რბილი ნათელი თმა. შეგიძლიათ ატაროთ დახვეული თმა, თითებით ოდნავ შეისწორეთ. თქვენი თმა გამოჩნდება უფრო ნათელი და უკეთესად გამოკვეთავთ სახის ნაკვთებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს