წინამო საყვარელი ხრიკია ქალებისთვის, რომელთაც გარეგნობის განახლება სურთ, მაგრამ ვარცხნილობის ძირეულად შესაცვლელად მზად არ არიან. ეს სწორია, რადგან გარეგნობის შეცვლის პროცესი მაქსიმალურად კომფორტული უნდა იყოს. თმის ვარცხნილობა და ფერი ძლიერ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ გამოიყურება სახე. წარუმატებელი ვარცხნილობით იმედი ძლიერ გვიცრუვდება.
წინამოთი გაცილებით ადვილია. მისი გაზრდა ან თმისამაგრით ან დავარცხნით დამალვა ადვილია.
რის ხარჯზე გვაახალგაზრდავებს წინამო – ხშირად გვესმის მოსაზრება, რომ წინამო სახეს აახალგაზრდავებს იმის ხარჯზე, რომ შუბლზე ნაოჭებს მალავს.
წინამო ვიზუალურად გამაახალგაზრდავებელ ეფექტს ამ მიზეზით არ ქმნის, რადგან შუბლზე ნაოჭები 40-50 წლის ასაკშიც ყველა ქალს არ აქვს, უფრო ადრეულ ასაკზე არაფერს ვამბობთ. სახის დაბერებაზე კიდევ ერთი დაკვირვება ამბობს, რომ შუბლზე გრძელი ნაოჭები ახალგაზრდობის მთავარი მტერი არაა (როგორც მინიმუმ, თუ ასაკოვანი სახის ვიზუალურ აღქმაზე ვსაუბრობთ). სახის კანს ასაკს ნაოჭები არ მატებს.
წინამო სახის ზოგიერთ ნაკვთს არბილებს და აახალგაზრდავებს. გთავაზობთ ცნობილი ადამიანების რამდენიმე მაგალითს ფოტოებით.
ჰორიზონტალური ხაზი, რომელსაც წინამო სახეზე ქმნის, მის პროპორციებს ვიზუალურად ცვლის, შუბლის სიგანეს აკორექტირებს. ზოგიერთ შემთხვევაში წინამო სახის ოვალის ტიპს (ე.წ. კვადრატული, რომბი და ა.შ.) ვიზუალურად ძლიერ ცვლის.
წინამო ყველას და ყოველთვის არ აახალგაზრდავებს. იხილეთ მთავარი ფოტო. ამ მაგალითში ჩანს, რომ მაკიაჟი, შეღებვა და ვარცხნილობა პროფესიონალურად შესრულებულია, მაგრამ რეალური მონაცემებიდან შორსაა. ქალი მოვლილად, მაგრამ უფრო ასაკოვნად გამოიყურება, ვიდრე იყო. თმის სიგრძე რომ არ დაემოკლებინათ ან ირიბი წინამო ან წინამო–ფარდა აერჩიათ, სხვა ეფექტს მიიღებდა.
თუ წინამოს ფორმის არჩევაში დარწმუნებული არ ხართ, „ფარდა“ ერთ–ერთი უნივერსალური ვარიანტია, რომელიც შეგიძლიათ დაამოკლოთ და გაასწოროთ ან თმისამაგრით დამალოთ. ესეც წინამო–ფარდის მაგალითები:
ვიზუალიზაციის გამოყენებით წინასწარ შეგიძლიათ გაიგოთ, წინამო მოგიხდებათ თუ არა. ამ მიზნით სპეციალური პროგრამების გამოყენება მარტივი, სწრაფი და მოსახერხებელი მეთოდებია.