ექიმებმა დაამტკიცეს კარკადეს სარგებელი. ვინ უნდა დალიოს ჰიბისკუსის ჩაი

915

ალბათ, კარკადეს ჩაის შესახებ გსმენიათ. ჰიბისკუსის ფურცლების მოხარშვით მიიღება გამაგრილებელი სასმელი მსუბუქი სიმჟავით. როგორც ცხელი, ასევე ცივი სასიამოვნო დასალევია. მასში შედის ბევრი C ვიტამინი, რომელიც ზამთარში შეუცვლელია, ასევე ბევრი სიქორფე, რომელიც ზაფხულში ასე გვაკლია. Vivien გიამბობთ, რა სარგებელი აქვს კარკადეს, რადგან ეს ჩაი ნამდვილად სასარგებლოა.

კარკადეს სარგებელი –  რა არის ჰიბისკუსი? სითბოს მოყვარული მცენარეა, რომელიც ცოცხლობს იმ ადგილებში, სადაც ცივი ზამთარი და ყინვა არაა. კარკადეს ჩაი კოკრებიდან, ყვავილებიდან მზადდება. ამ ბუჩქს ძალიან ლამაზი მოწითალო–ვარდისფერი ყვავილები აქვს. ყვავილობისას გამოხატულ სუნს არ აფრქვევს, მაგრამ გახმობისას (ცოტა ფერმენტირების დროს) მომჟავო ახალ ნახარშს იძლევა, რომელიც წყურვილს კლავს და ვიტამინებით გვავსებს.

კაცობრიობა კარკადეს ჩაის უძველესი დროიდან იცნობს. ძველ ეგვიპტეში მას ფარაონების სასმელს უწოდებდნენ და ღმერთების საკვებად თვლიდნენ იმის მიუხედავად, რომ ამ თბილ და ნოტიო კლიმატში თითქმის ყველა კუთხეში იზრდებოდა. ჩაი მდუღარე წყლით მზადდება. მანამდე ყვავილის ფურცლები უნდა გაახმოთ, ხოლო სანამ ბოლომდე გახმება, თითებს შორის ან კოვზით დასრისოთ. ეს ფერმენტაციაა. ასე ფურცლები მაქსიმუმ სასარგებლო ნივთიერებას გამოყოფს და ჩაის აძლევს.

რა სარგებელი აქვს კარკადეს ქალებისთვის (და არა მხოლოდ) – ელემენტარულით, ღია წითელი ფერით დავიწყოთ. ჰიბისკუსის ყვავილები ღია ალისფერიდან მუქ ლალისფრამდე შეიძლება იყოს. ასეთი ფერი ბუნებაში იძლევა ანტოციანებს (არა მხოლოდ წითელი, არამედ ლურჯი და იასამნისფერი) – ნივთიერება, რომელიც სისხლში მავნე ქოლესტერინს ამცირებს და წნევას ამცირებს. ჰიბისკუსი შეიცავს ლინოლეურ მჟავას, რომელიც ჩაის სიმჟავეს ანიჭებს. ეს მჟავა სისხლძარღვებზე დადებითად მოქმედებს და ნადების პრევენციას ხელს უწყობს.

კარკადეს სარგებელი ქალებისთვის არა მხოლოდ ჯანმრთელობაზე ზემოქმედებით ვლინდება, არამედ წონის კლებით. ჯადოსნური გასახდომი ჩაი არაა, მაგრამ დიეტასთან და სწორ კვებასთან, ასევე ვარჯიშთან ერთად, რამდენიმე კილოგრამს უფრო სწრაფად მოიშორებთ. კარკადეს ჩაი ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, ტოქსინებს გამოდევნის და ორგანიზმს გაწმენდაში ეხმარება, ხოლო მასში შემავალი მჟავები ცხიმებს შლის.

კარკადეს სარგებელი: კიდევ რა დაამტკიცეს ექიმებმა – გარდა ამისა, მეცნიერებმა კარკადეს ჩაის ბევრი სასარგებლო თვისება დაამტკიცეს:

  • შეგიძლიათ გამოიყენოთ შარდმდენ საშუალებად. ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოაქვს.
  • წნევას ამცირებს. ექიმები ცივი, კარგად დაყენებული ჩაის დალევას გირჩევენ.
  • კოფეინს და ტანინს არ შეიცავს, ღამით თამამად შეგიძლიათ დალიოთ და დამამშვიდებლად გამოიყენოთ.
  • C ვიტამინით და ლიმონმჟავით მდიდარია. ცივ სეზონზე ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ გამოიყენება.
  • კარკადე როგორც ახალგაზრდა, ასევე ასაკოვან ქალებს მენსტრუაციული ციკლის დარეგულირებაში ეხმარება. მენოპაუზის სიმპტომებს ამსუბუქებს.

მჟავიანობა უნდა გაითვალისწინოთ. თუ მაღალია, კარკადეს მიღება რეკომენდებული არაა ან მხოლოდ მცირე კონცენტრაციით. ფურცლები სიმჟავეს იძლევა, რომელმაც გასტროენტეროლოგიური პრობლემები შეიძლება გაამწვავოს. სხვა შემთხვევაში, კარკადეს ჩაი მშვიდად შეგიძლიათ დალიოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს