ეტიკეტის ყველა წესის დარღვევა. რატომ არ უნდა უთხრათ სტუმარს „გემრიელად მიირთვი“

615

ეტიკეტი რთული მეცნიერებაა. მისი ყველა დახვეწილობა ეტიკეტის წესების დამცველებმაც არ იციან. მაგალითად, იცით თუ არა, რომ სტუმრისთვის „გემრიელად მირთმევის“ სურვილი ცუდი ტონია? Vivien ამ საკითხის გარკვევას ეცდება. რატომ არ შეიძლება უსურვოთ გემრიელად მირთმევა ადამიანს, ვისთან ერთადაც ტრაპეზობთ.

რატომ არ უნდა უსურვოთ სტუმარს გემრიელად მირთმევა სუფრაზე? – თითქოს, თავაზიანობის უმაღლესი გამოვლენაა, რომ ადამიანს სუფრაზე გემრიელად მირთმევა უსურვოთ. ჩვენთან ასე ყველგან მიღებულია. ბევრი ქვეყნის ეტიკეტის წესი ამას უარყოფს. მაგალითად, საფრანგეთში არის ფრაზა bon appetit, მაგრამ ფრანგები მას არასდროს იყენებენ, როგორც გემრიელად მირთმევის სურვილს. მათთან სიტყვა appetit უფრო „საჭმლის მონელებად“ ითარგმნება.ფრაზა სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება: „კარგი მონელება“. დაგვეთანხმეთ, არც თუ ისე დახვეწილი სურვილია სუფრაზე!

გემრიელად მირთმევის სურვილისადმი ნეგატიური დამოკიდებულება მე-19 საუკუნიდან მოდის. მაშინ მაღალ საზოგადოებაში საჭმელთან დაკავშირებული ნებისმიერი საუბარი არისტოკრატიისთვის მიწიერად და შეუფერებლად ითვლებოდა. დიასახლისსაც დახვეწილი სუფრისთვის მადლობას არ უხდიდნენ, მის მიერ მომზადებულ კერძებს არ აქებდნენ. სუფრაზე მხოლოდ ინტელექტუალური საუბრები იყო. ყოფითი საკითხების განხილვა მიუღებელი იყო. რა თქმა უნდა, დრო შეიცვალა. ბევრი ფრანგი ფრაზას bon appetit იყენებს „გემრიელად მირთმევის“ მნიშვნელობით და არა „კარგ მონელებად“.

დიდ ბრიტანეთში ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრება აქვთ. ეტიკეტის წესის ინგლისელი ექსპერტები გირჩევთ, რომ სტუმრებად „გემრიელად მირთმევა“ უსურვოთ მხოლოდ ტრაპეზის დასრულების შემდეგ. სუფრის დაწყებამდე შეგიძლიათ გამოიყენოთ ფრაზები „გთხოვთ, მიირთვით“, „საჭმლით ისიამოვნეთ“, „იმედი მაქვს, ყველაფერი მოგეწონებათ“ და რაღაც მსგავსი. ეს მხოლოდ მაღალ საზოგადოებას ეხება, რადგან ინგლისში დღემდე ბევრი არისტოკრატია. საშუალო სტატისტიკური ბრიტანელი სიამოვნებით იყენებს ფრაზას enjoy your meal („სიამოვნებით მიირთვი“).

საინტერესოა, რომ ევროპის ბევრი სხვა ქვეყანა ამ ფრაზას ნეგატიურად არ განიხილავს. იტალიელები, ესპანელები, ბერძნები, გერმანელები, პოლონელები და ბევრი სხვა ერის წარმომადგენლები სუფრაზე ერთმანეთს გემრიელად მირთმევას სიამოვნებით უსურვებენ.

კიდევ რას კრძალავს ეტიკეტის წესები სუფრაზე – საინტერესოა, რომ არსებობს სუფრაზე ქცევის ბევრი წესი, რომელიც შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ.

  1. რესტორანში მისვლისას და კერძების არჩევისას მენიუ ხელში არ დაიჭიროთ. მენიუ ყოველთვის მაგიდაზე უნდა იდოს.
  2. წვნიანის ბოლომდე ჭამა არ შეიძლება და მით უფრო თეფშის დახრა, რომ მთელი წვენი ამოიღოთ.
  3. ეს ეხება სხვა კერძებსაც. თეფშზე ცოტა საჭმელი დატოვეთ. ეს ნიშანია, რომ მგელივით მშიერი არ ხართ.
  4. ტრაპეზის დასრულებისას ხელსახოცი შუაზე გაკეცეთ და თეფშის მარცხნივ დადეთ. ასე მომსახურე პერსონალი მიხვდება, რომ დაასრულეთ.
  5. ფეხიანი ჭიქა დაიჭირეთ ფეხით, რომ თითების სითბოთი მისი შემადგენლობა არ გაათბოთ.
  6. ევროპაში ყოველი სადღეგრძელოს შემდეგ ჭიქების მიჭახუნება მიღებული არაა. ბევრ ქვეყანაში სადღეგრძელოს საერთოდ არ ამბობენ, მხოლოდ შემოიფარგლებიან ფრაზით „ჯანმრთელობაში“.
  7. თუ ტუალეტში გასვლა გჭირდებათ, საკმარისია თქვათ „ბოდიში“ და თქვენს საქმეზე გახვიდეთ.

ის, რაც ჩვენთან მიღებულია, სხვა ქვეყანაში შეიძლება უწესობის ზეიმი იყოს. რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერი უფრო დემოკრატიულია, ვიდრე ადრე. ადამიანი ყველაფერს უფრო მარტივად და მოთმინებით უყურებს. თუ რომელიმე ქვეყნის მაღალ საზოგადოებაში მოხვდით, ეტიკეტის წესებით აუცილებლად დაინტერესდით.