მთავარი ნიუანსები, რატომ არ შეიძლება თეთრეულის და პირსახოცის გარეცხვა

762

ბევრი დიასახლისი ხელმძღვანელობს მარტივი წესით „ღია ფერები ერთად“ და თეთრეულს და ხაოიან პირსახოცს ერთად რეცხავს. Vivien ამის გაკეთებას კატეგორიულად არ გირჩევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი სარეცხი მანქანა მიკრობების ბუდე გახდება. ჭუჭყიანი ნივთები არა მხოლოდ ფერის, არამედ რიგი ფაქტორების გათვალისწინებით უნდა დაახარისხოთ. პირველ რიგში, თეთრეულს და პირსახოცს სხვადასხვა ტემპერატურის რეჟიმი სჭირდებათ. ეფექტური რეცხვის წესებზე ქვემოთ გიამბობთ. ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ.

როგორ გავრეცხოთ თეთრეული და პირსახოცი სწორად – ნატურალური ბოჭკოებისგან დამზადებული თითქმის ყველა ქსოვილი ერთად შეგიძლიათ გარეცხოთ. თუმცა ერთი ნიუანსი უნდა გაითვალისწინოთ: ნაწარმს ადამიანის სხეულთან პირდაპირი კონტაქტი არ უნდა ჰქონდეს. ერთად შეგიძლიათ გარეცხოთ, მაგალითად, გადასაფარებელი და პლედი, სუფრა და ტილო. აი, სხვა ნივთებთან სიფრთხილე გმართებთ. თუ პირსახოცის და თეთრეულის ერთად გარეცხვა გსურთ, რამდენიმე წესი დაიცავით.

  • ტემპერატურის რეჟიმი – თუ ქსოვილების იარლიყებზე ტემპერატურა ერთნაირია, დოლურაში ერთად თამამად მოათავსეთ. თუ განსხვავდება, 60 გრადუსამდე ტემპერატურის რეჟიმი დაიცავით ან ცალ–ცალკე გარეცხეთ. სხვა დეტალებიც უნდა გაითვალისწონოთ, როგორიცაა ფერი და მასალა. მაგალითად, აბრეშუმი და ბეწვი უფრო მგრძნობიარე მასალებია. ამ შემთხვევაში ტემპერატურა 30 გრადუსზე მაღალი არ უნდა იყოს.
  • რეცხვის პროგრამა – თუ თეთრეულზე მითითებულია, რომ დელიკატური ქსოვილისგან დამზადებულია, ნაზი რეცხვის ციკლი გამოიყენეთ. მსგავსი რეჟიმი ხაოიანი პირსახოცისთვის შეუფერებელია. ამ მასალას „ბამბის“ ან „ბამბა ჩალბობით“ რეჟიმი სჭირდება.

რატომ არ შეიძლება თეთრეულის და პირსახოცის გარეცხვა? – თუ ასე აკეთებთ, რეცხვის ციკლის ჩართვამდე, რამდენიმე დეტალზე ყურადღება გაამახვილეთ“

  • მასალა – თუ თეთრეული და პირსახოცი ერთი და იმავე მასალისგან (მაგალითად, ბამბისგან) დამზადებულია, მაშინ ერთად შეგიძლიათ გარეცხოთ. სელის თეთრეული ნატურალური ქსოვილის პირსახოცთან ერთად შეგიძლიათ გარეცხოთ. თუ თქვენი თეთრეული აბრეშუმისაა, ცალკე გარეცხეთ.
  • ფერი – შერეული რეცხვისას ნივთები ფერების მიხედვით დაახარისხეთ. ერთ მუქი ფერის ნივთს სხვა ღია ფერის ნივთების გაფუჭება შეუძლია. ფერები შეიძლება შერეული იყოს. მაგალითად, თუ თეთრეულს წითელი ჩანართებით და თეთრ პირსახოცს გარეცხავთ, ბოლოს შეიძლება ღია ვარდისფერი ჩვარი მიიღოთ. უმნიშვნელო დეტალებს ყურადღება მიაქციეთ.

მოსალოდნელია შემდეგი უსიამოვნებები:

  • ბაქტერიები. ბამბის პირსახოცი და თეთრეული დაბალ ტემპერატურაზე არ გარეცხოთ. ასე მიკრობების და ბაქტერიების გამრავლებას ხელს შეუწყობთ. განსაკუთრებით, ოქროსფერი სტაფილოკოკის. ბონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, დაბალ ტემპერატურაზე რეცხვა ხშირად ინფექციების გავრცელებას იწვევს.
  • ბუსუსების გაჩენა. ახალი პირსახოცი პირველი ან მეორე რეცხვის შემდეგ უსიამოვნოდ ხაოიანი ხდება. სანამ დოლურაში მოათავსებთ და თეთრეულთან ერთად გარეცხავთ, როგორც მინიმუმ, ორჯერ ცალკე უნდა გქონდეთ გარეცხილი. თუ თეთრეულს ახალ პირსახოცთან ერთად გარეცხავთ, ბუსუსები  თეთრეულს მიეკვრება.
  • მასალა ვიწროვდება. ადრე თეთრეულს და პირსახოცს მხოლოდ ნატურალური ქსოვილისგან ამზადებდნენ, როგორიცაა სელი ან ბამბა. ორივე ერთად 60-90 გრადუსზე შეგიძლიათ გარეცხოთ. ზოგიერთი თანამედროვე თეთრეული სინთეტიკური მასალისგან დამზადებულია. ასეთი მასალა ცალკე უნდა გარეცხოთ იარლიყზე მითითებულ პროგრამაში.
  • გაუფერულება. სხვადასხვა დანიშნულების ნივთების ერთად რეცხვა იწვევს იმას, რომ ღია ფერის ნივთები სწრაფად ყვითლდება და უფერულდება. ამას რეცხვისას ნივთების ერთმანეთზე ინტენსიური ხახუნი იწვევს.
  • ნივთები იხლართება. ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი სარეცხი მანქანა არ გადაიტვირთოს. თუ თეთრეულს გადასაადგილებლად ცოტა ადგილი აქვს, აუცილებლად დაიჭმუჭნება და აიხლართება. ცოტა ადგილი დატოვეთ. ასე სველი ჩახლართული თეთრეულის დაშლა არ მოგიწევთ.

დამატებით, ჰიგიენის საკითხიც არ დაივიწყოთ. დოლურაში ფეხის პირსახოცის და ბალიშისპირის ერთად მოთავსება არ ღირს, თუნდაც ერთი მასალისგან დამზადებული იყოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს