ფსიქოლოგიაში ვიზუალური ტესტები ერთ–ერთი საიმედო მეთოდია ადამიანის უკეთ შესასწავლად. კითხვებთან საქმე უფრო რთულადაა. ენა უსაზღვროდ სასარგებლო, მაგრამ ბევრი ვარიანტის მქონე ინსტრუმენტია. სწრაფი ტესტებისთვის ინტერვიუები ნაკლებად გამოსადეგია. აი, გამოსახულება იდეალური ვარიანტია. Vivien–ის დღევანდელი ტესტი გულწრფელობაზე ძალიან მარტივი, მაგრამ საკმაოდ ზუსტია. აირჩიეთ ერთ–ერთი ბუ და გაიგეთ, რამდენად გულწრფელი და კეთილი ხართ.
ტესტი გულწრფელობაზე, მარტივი, მაგრამ ზუსტი
რა არის არსი – ბუ დაუფიქრებლად, ზუსტად 2–3 წამში უნდა აირჩიოთ. გვჭირდება მოქმედება, რომელიც მოდის არა გონებიდან, არამედ გულიდან. ინტუიციას საუბრის საშუალება მიეცით. ასე მიიღებთ ინფორმაციას, რომელზეც ადრე ეჭვიც არ გეპარებოდათ. ქვეცნობიერი ბევრ საიდუმლოს მალავს. რატომ ბუ? ყველაფერი მარტივია. დიდი ალბათობით, მსგავს ტესტში ადამიანების სახეები შეცდომებს გამოიწვევს, რაც ქვეცნობიერად ამა თუ იმ ნაკვთების მოწონება–არამოწონებას უკავშირდება. ბუებთან ასეთი გაუგებრობა არ მოხდება. ასე გამორიცხავთ პირადი განცდების ყველაზე ფანტომურ შესაძლებლობებს, რომელთაც ტესტის მიუკერძოებაზე გავლენის მოხდენა შეეძლო.
- 1–ელი ბუ. თუ ეს ბუ აირჩიეთ, ცხოვრებაში წინ ფრთხილად მიიწევთ. სპონტანური ქველმოქმედება არ გახასიათებთ. ჯერ სიტუაცია უნდა გაანალიზოთ, ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე განიხილოთ, შემდეგ გადაწყვეტილება მიიღოთ. ზოგი ორჭოფს გიწოდებთ. სინამდვილეში, გონივრულ წინდახედულობას ავლენთ.
- მე–2 ბუ. თუ ეს ბუ აირჩიეთ ორი უკიდურესობისკენ მიდრეკილება გახასიათებთ. „მეორე ბუს“ ნაწილი გულწრფელია, მაგრამ მსჯელობაში ფრთხილი, რადგან სხვის აზრს პატივს სცემს. მეორე ნაწილი უკიდურესად პირდაპირია, რაც ხშირად წყობიდან გამოდის. ზოგადად, ყველა „მეორე ბუ“ დარწმუნებულია, რომ პირდაპირობა ყოველთვის მნიშვნელოვანია.
- მე–3 ბუ. მაქსიმალური გულკეთილობა თქვენი თვისებაა, თუ მესამე ბუ აირჩიეთ. თქვენ ბავშვობიდან მთელი ცხოვრება „კომპანიის სული“ ხართ. სხვებს სიხარულით უსმენთ, ბრალდებებით და საყვედურებით არ ავსებთ, მაგრამ ყოველთვის მზად ხართ, რომ სასარგებლო რჩევები გაუზიაროთ.
- მე–4 ბუ. ასი პროცენტით დარწმუნებული ხართ, რომ ნებისმიერ მოქმედებას შედეგი აქვს. ეს პრინციპი ცხოვრების ყველა სფეროზე ვრცელდება. სწორედ ამიტომ, ადამიანისგან, რომელმაც მე-4 ბუ აირჩია, უფასო რჩევას არ ელოდოთ. თავადაც არ თავხედობს. პირიქით, ყოველთვის იმახსოვრებს მათ, ვინც დაეხმარა, და აუცილებლად მადლობას გადაუხდის.
როგორც ხედავთ, ოთხ ბუს თქვენს ხასიათზე ბევრი რამის თქმა შეუძლია. ტესტი გულწრფელობაზე ძალიან მარტივია, მაგრამ გულწრფელი და პირდაპირი. ამის დახმარებით შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომელ ნაცნობს მიმართოთ დახმარებისთვის, ვის სთხოვოთ რჩევა და ვისთან წასვლა არ ღირს.