ვაშლის ნამცხვრის რეცეპტი, რომელსაც თქვენი ბებია აკეთებდა. ბავშვობის ტკბილი გემო

15965
ვაშლის ნამცხვრის რეცეპტი, რომელსაც თქვენი ბებია აკეთებდა. ბავშვობის ტკბილი გემო
ვაშლის ნამცხვრის რეცეპტი, რომელსაც თქვენი ბებია აკეთებდა. ბავშვობის ტკბილი გემო

ვაშლის ნამცხვარი ბებიის რეცეპტით – შესანიშნავი დესერტია, რომელიც ბავშვობის დროინდელ დაუვიწყარ აღფრთოვანებას შეგახსენებთ.

აი, რა დაგჭირდებათ.

25/30 სმ-ის ფართობის საცხობი ფორმისთვის:

ცომი:

  • 2 კვერცხი
  • 9 ს/კ შაქარი
  • 9 ს/კ კარაქი
  • 9 ს/კ რძე
  • 12 ს/კ ფქვილი
  • 1 პაკეტი გამაფხვიერებელი

შიგთავსი:

  • 1 კგ ვაშლი
  • შაქარი გემოვნებით
  • დარიჩინი

მომზადება

  1. კვერცხი და შაქარი ერთმანეთს აურიეთ, კარაქი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. მეორე თასში ფქვილი და გამაფხვიერებელი ერთმანეთს აურიეთ და წინა ნარევს შეურიეთ. თანდათანობით რძე ჩაასხით.
  2. ვაშლის კანი გათალეთ, ნაჭრებად დაჭერით და შაქართან ერთად შეწვით, სანამ წვენი არ აორთქლდება. ვაშლს ცოტა დარიჩინი (1/2 ჩ/კ) დაუმატეთ და გაგრილება აცადეთ.
  3. საცხობ ფორმას ცოტა ცხიმი წაუსვით, ცომის ნახევარი ჩაასხით და 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 10-12 წუთით შედგით.
  4. ახლა ვაშლის შიგთავსის მოათავსეთ, ზემოდან დარჩენილი ცომი დაასხით და 40 წუთით აცხვეთ.
  5. ნამცხვარი, როცა ბოლომდე გაგრილდება, შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.

ბონუსი: ვაშლის ნამცხვრის რეცეპტი კაკლით და ათქვეფილ კრემთან

გემრიელი და მსუბუქი დესერტი, რომელიც შეგიძლიათ განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მოამზადოთ.

ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხი
  • 18 ს/კ შაქარი
  • 18 ს/კ კარაქი
  • 18 ს/კ რძე
  • 24 ს/კ ფქვილი
  • საცხობი ქაღალდი
  • 1 პაკეტი ვანილის შაქარი

შიგთავსი:

  • 1,5 კგ ვაშლი
  • შაქარი გემოვნებით
  • დარიჩინი
  • ვანილის შაქარი

მოსართავი:

  • 300 მლ ათქვეფილი კრემი
  • დაქუცმაცებული კაკალი გემოვნებით

მომზადების მეთოდი:

  1. ვაშლი გათალეთ, საშუალო სახეხზე გახეხეთ, შემდეგ კი შაქარი, დარიჩინი და ვანილის შაქარი დაუმატეთ.
  2. ცომი მოამზადეთ: კვერცხი, შაქარი, კარაქი და ვანილის შაქარი მიქსერით ათქვიფეთ. ფქვილის გამაფხვიერებელი აურიეთ, რძე და ვანილის შაქარი დაუმატეთ.
  3. ცომი თხელი იქნება, მაგრამ არ შეგეშინდეთ, ასეთი უნდა იყოს.
  4. ცომის ნახევარი ფორმაში ჩაასხით და 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 10 წუთით აცხვეთ.
  5. ახლა გამოიღეთ ღუმელიდან, ზემოდან ვაშლი დააწყვეთ და ცომის მეორე ნაწილი დაასხით. კიდევ ღუმელში შედგით და 30 წუთით გამოაცხვეთ.
  6. როცა ნამცხვარი გაგრილდება, ნაწილებად დაჭერით, ათქვეფილი კრემით და კაკლით მორთეთ.

გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს