მარინადი ქაშაყისთვის: 4 წარმატებული რეცეპტი, რომელიც გამოგადგებათ

644

სახლში დამარინადებულ ქაშაყს მაღაზიაში ნაყიდისგან თვალდახუჭული ვარჩევ. ხელნაკეთი ცხიმიანი, ზომიერად მარილიანია, უფრო ნაჯერი გემო და არომატი აქვს. სწორედ ამიტომ, ახალ თევზს აქციებზე ხშირად ვყიდულობ. აი, მარინადს ქაშაყისთვის განწყობის და აუცილებელი ინგრედიენტების ქონის მიხედვით ვარჩევ. თუ სახლში ქაშაყის დამარინადება გადაწყვიტეთ, ყურადღება მარტივ, მაგრამ ძალიან საინტერესო რეცეპტებს მიაქციეთ. ქაშაყი კორეულად ყველაზე სასიამოვნო ვარიანტია, ხოლო ბერძნული მეთოდით უნაზესი თევზი გამოვა. რა თქმა უნდა, სკანდინავიის ქვეყნების რეცეპტები არ უნდა დაგავიწყდეთ.

ქაშაყი ჰოლანდიურად – მთელი ხიბლი იმაშია, რომ თევზი სტაფილოსთან და ხახვთან ერთად მარინადდება. შედეგად, პიკანტური წასახემსებელი გამოდის, რომელიც ლამაზად გამოიყურება და წითელ თევზს არ ჩამოუვარდება. ყურადღება მიაქციეთ, რომ რეცეპტში ძმრის ნაცვლად ლიმონი გამოიყენება.

ინგრედიენტები:

  • 2 ქაშაყი
  • 2 ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 0,5 ლიმონი
  • 6 ს/კ შაქარი
  • 4 ჩ/კ მარილი
  • 10 დაფნის ფოთოლი
  • 10 მარცვალი შავი წიწაკა

მომზადების წესი:

  1. ქაშაყის ფილეს ძვლები და კანი მოაშორეთ, მსხვილ ნაჭრებად დაჭერით.
  2. ლიმონი და ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერით, სტაფილო მსხვილად გახეხეთ.
  3. მზა პლასტმასის კონტეინერში ან ქილაში ინგრედიენტები ფენებად ჩატუმბეთ: ხახვი, დაფნის ფოთოლი, წიწაკის მარცვლები, სტაფილო, ლიმონი, მარილი, შაქარი, თევზი. ფენები გაიმეორეთ.
  4. თავსახური დაახურეთ და 2–3 დღე მაცივარში გააჩერეთ.

კლასიკური მარინადი ქაშაყისთვის – ასეთი მარინადი მარტივი და საკმაოდ წარმატებულია. მხოლოდ სამი ინგრედიენტი დაგჭირდებათ. შედეგად ისეთი გამოვა, როგორც მაღაზიის კონსერვია.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ქაშაყის ფილე
  • 1 ლ წყალი
  • 1 ჭიქა ძმარი
  • 4 ს/კ მარილი

მომზადების წესი:

  1. უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი მოამზადეთ.
  2. წყალი, ძმარი და მარილი აურიეთ. მიღებულ ხსნარში ქაშაყის ფილე მოათავსეთ. უფრო პატარა ნაჭრებად არ დაჭრათ.
  3. პარკი დააფარეთ და 1 დღე სიცივეში გააჩერეთ.
  4. ფილე ხსნარიდან ამოიღეთ, 5 წუთით გარეცხეთ. სუფრაზე გატანამდე დაჭერით და ზეთი მოასხით.

ქაშაყი რძით ბერძნული მეთოდით – თევზის და რძის უჩვეულო კომბინაცია მაქსიმალურ სინაზეს და კარაქის გემოს მოგცემთ. ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ.

ინგრედიენტები:

  • 2–3 ხახვი
  • 1 ჭიქა რძე
  • 1 ს/კ ძმარი
  • ღვიის კენკრა
  • შავი წიწაკის მარცვლები
  • 1 ს/კ მდოგვი
  • 1 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1,5 ს/კ შაქარი
  • 3 ს/კ მარილი
  • დაფნის ფოთოლი

მომზადების წესი:

  1. ქაშაყი ძვლებისა და კანისგან გაწმინდეთ, ნაჭრებად დაჭერით.
  2. 0,5 ლ წყალს მარილი, რამდენიმე წიწაკის მარცვალი და ღვიის კენკრა, დაფნის ფოთოლი დაუმატეთ. 5 წუთით ხარშეთ, გააგრილეთ და გადაწურეთ.
  3. ხსნარს რძე, მდოგვი, ძმარი და მზესუმზირის ზეთი დაუმატეთ.
  4. ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერით. ქილაში ქაშაყი ხახვით მოათავსეთ, ფენები ერთმანეთს ჩაანაცვლეთ. მარინადი დაასხით და 6-7 საათით მაცივარში შეინახეთ.

ქაშაყი კორეულად – როგორც ხედავთ, ქაშაყისთვის მარინადი განსხვავებული შეიძლება იყოს, მაგრამ თუ ცხარე კერძები გიყვართ, ეს რეცეპტი გამოიყენეთ. სოუსის საფუძველია პომიდვრის პასტა, რომელიც სხვა კომპონენტებით ივსება.

ინგრედიენტები:

  • 3 ხახვი
  • 2 ქაშაყი
  • 1 ს/კ პომიდვრის პასტა
  • 1,5 ს/კ ძმარი
  • 0,5 ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა
  • 0,5 ჩ/კ ჩილის წიწაკა
  • 100 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 1 ჩ/კ მარილი

მომზადების წესი:

  1. პომიდვრის პასტა ტაფაზე გააცხელეთ, შემდეგ 2 სახეობის წიწაკა, ძმარი, ზეთი და მარილი დაუმატეთ.
  2. ქაშაყის ფილე ნაჭრებად დაჭერით და ხახვის რგოლები აურიეთ.
  3. ქაშაყი და სოუსი აურიეთ და 1 დღე მაცივარში შეინახეთ.

სახლში დამარინადებული ქაშაყი გემრიელი რომ გამოვიდეს, მთავარი ინგრედიენტი, თევზი სწორად შეარჩიეთ. ყიდვისას სუნს ყურადღება მიაქციეთ. თევზის სუნი უნდა ჰქონდეს, მაგრამ არა საზიზღარი. მუქი წითელი ლაყუჩები, მთელი ფარფლები და კუდი ახალ ქაშაყზე მიგითითებთ. შეარჩიეთ ცხიმიანი თევზი, რომელიც თავთან უფრო ფართოა.