მეცნიერებმა მხოლოდ ახლახანს გაარკვიეს, საიდან მოდის ე.წ. სიბერის სუნი. თავიდანვე ნათელი იყო, რომ საქმე მხოლოდ ჰიგიენას არ ეხებოდა. დროთა განმავლობაში ექსპერტები მიხვდნენ, რომ სუნი ასაკთან დაკავშირებული მთელი რიგი პროცესების გვერდითი ეფექტია. სწორედ ამიტომ, სიბერის სუნს კომპლექსური მიდგომა სჭირდება. კარგი ამბავიც არსებობს. თქვენი სახლიდან სიბერის სუნის ერთხელ და სამუდამოდ გაქრობა შესაძლებელია.
სიბერის სუნი. საიდან მოდის და როგორ მოვიშოროთ
ექსპერტების დასკვნები – თავიდან ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ ყველაფერში დამნაშავე ჰიგიენის პრობლემები და ხანდაზმულებში ყნოსვის შესუსტება იყო. სინამდვილეში, ყოველდღე შხაპის მიღება რთულდება, როცა სხეულის ყველა სახსარი გტკივათ, ხოლო მოხრას მხოლოდ 15 წუთიანი მძიმე შრომის შემდეგ ახერხებთ. მაგრამ არა, ყველაფერი ასე მარტივი არაა. სიბერის სუნის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ნონენალები. ეს განსაკუთრებული ქიმიური ნივთიერებაა, რომელსაც თქვენი ორგანიზმი მთელი ცხოვრება გამოყოფს. რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, სხეულის მიერ გამოყოფილი ნონენალების დონე უფრო იზრდება. მასთან ერთად დამახასიათებელი „ბებრული“ სუნი მოდის.
კანის პრობლემები – ასაკოვანი ხალხის კიდევ ერთი პრობლემა გათხელებული კანის მდგომარეობაა. ასაკოვანი ადამიანის ორგანიზმი ბუნებრივ ცხიმს ნაკლებად გამოყოფს. სწორედ ამიტომ, კანი მარტივად ჭუჭყიანდება და ხშირად იქერცლება. არადა ჰიგიენური ჩვევები ასაკთან ერთად არ იცვლება. მოხუცის კანი უფრო მეტ ცხიმოვან მჟავას და ნაკლებ ანტიოქსიდანტს გამოიმუშავებს, ვიდრე ახალგაზრდობაში. მჟავები იჟანგება და სუნის გაჩენაში თავისი წვლილი შეაქვთ. ლიპიდები წყალში ცუდად იხსნება, ამიტომ დაუდევარი დაბანა და მსუბუქი შხაპი სიბერის სუნს ვერ უშველის.
მარტივი გადაწყვეტილება – სიბერის სუნი გარანტირებულად რომ მოიშოროთ, დიეტას და ჰიგიენას ყურადღება მიაქციეთ. ჰიგიენის საკითხი მარტივია. შხაპის ნაცვლად აბაზანა ხშირად მიიღეთ, ხოლო საპნის ნაცვლად კრემგელი გამოიყენეთ. დიეტასთან უფრო რთული სიტუაციაა. ექსპერტებმა გაარკვიეს, რომ სიბერის სუნი უფრო აწუხებთ მათ, ვინც ბევრ მაღალკალორიულ საკვებს, ახალ ხილს და ბოსტნეულს მიირთმევს.
იდეალური დიეტა – მოხუცებისთვის საუკეთესო საკვებია ორთქლზე მომზადებული კერძები, თერმულად დამუშავებული პროდუქტები, ფაფები, ადვილად მოსანელებელი ბოსტნეული, თევზი და თეთრი ხორცი. წყალი არ დაგავიწყდეთ. წყლის ბალანსის დაცვა ასაკში უფრო მწვავდება.
მოცემული რეკომენდაციების დაცვით სიბერის სუნი აღარ შეგაწუხებთ. ასაკის ასეთ უსიამოვნო გამოვლენასთან გამკლავება შესაძლებელი და აუცილებელია. დღეგრძელობას გისურვებთ.