გასაოცარია, როგორ შეუძლია ერთ უმნიშვნელო დეტალს ადამიანზე ბევრი რამის თქმა. სავარაუდოდ, არც გიფიქრიათ, რომ ტელეფონის დაჭერის მეთოდი თქვენზე ბევრ საინტერესო რამეს ამბობს. Vivien გთავაზობთ პიროვნების ტესტს, რომელიც ზუსტად გეტყვით, რომელი თვისებები დომინირებს თქვენში. თუ ფსიქოლოგია გიტაცებთ, დრო სასარგებლოდ გაატარეთ. აირჩიეთ სურათი, რომელიც აჩვენებს ტელეფონის დაჭერის მეთოდს, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობთ. შედეგებს გაეცანით.
საინტერესო ტესტი პიროვნებაზე: ზუსტი შედეგები
- გამოსახულება №1. თუ მობილურ ტელეფონს ერთი ხელში იჭერთ და ცერა თითით ტექსტს კრეფთ, ორგანიზებული და დისციპლინის მოყვარული ხართ. ლაპარაკი უფრო გიყვართ, ვიდრე მოსმენა. შესანიშნავად გესმით, რა რჩევები უნდა მისცეთ სხვებს. ამის გამო სამსახურში გაფასებენ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, სერიოზული ურთიერთობის დაწყებას არ ჩქარობთ. ჯერ ადამიანის ნამდვილი გრძნობები უნდა გაარკვიოთ. პარტნიორს გულს მაშინვე არ უშლით. თქვენი ნდობა უნდა მოიპოვოს.
- გამოსახულება №2. თუ ტელეფონს ორივე ხელით იჭერთ და ეკრანზე ცერა თითით სქროლავთ, შეიძლება ითქვას, რომ სანუკვარი სურვილების გაზიარება ძალიან გიჭირთ. საკუთარ გრძნობებზე იშვიათად ლაპარაკობთ. ყველაფერს გულში იკლავთ, რადგან საკუთარი პრობლემების და განცდების გაზიარება უკანასკნელია, რაც გსურთ. ტყუილს მაშინვე ამოიცნობთ, რაც გეხმარებათ, როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში.
- გამოსახულება №3. თუ მობილურ ტელეფონს ორივე ხელით იჭერთ და ტექსტს ორივე ხელის ცერა თითებით კრეფთ, წვრილმანებზე ზედმეტად ნერვიულობთ. უმნიშვნელო რამეს, რაც გეგმის მიხედვით არ მიდის, წყობიდან გამოყავხართ. სწორედ ამიტომ, გჭირდებათ საიმედო პარტნიორი, რომელიც გაგიგებთ და მხარს დაგიჭერთ.
- გამოსახულება №4. თუ ტელეფონს ერთი ხელით იჭერთ და ეკრანზე ტექსტს მეორე ხელის საჩვენებელი თითით კრეფთ, წონასწორობა გახასიათებთ. ძალიან მშვიდი ადამიანი ხართ. ფეთქებადს ვერ გიწოდებთ. თქვენს მეგობრებს ძალიან გაუმართლათ. ცუდად დამახსოვრება არ იცით. ახლობლებს შეცდომებს ძალიან სწრაფად პატიობთ.
როგორც ხედავთ, ერთ პატარა დეტალს ადამიანზე ბევრი საინტერესო რამის თქმა შეუძლია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს