ზამთარში გრიპის და სურდოს შემთხვევები იზრდება. ბევრი ოჯახი ამ პერიოდში იმუნიტეტის გასაძლიერებლად და გრიპის სიმპტომების გასაქრობად გამოცდილ ხალხურ მეთოდებს იყენებს. Vivien ხველის საწინააღმდეგო ერთ–ერთ ასეთ ეფექტურ მეთოდს გიზიარებთ. ხველის სამკურნალოდ ლორწოს გათხელება და მისი ორგანიზმიდან მოშორება მნიშვნელოვანია. ამაში სტაფილო და თაფლი დაგეხმარებათ. ბონუსად, ეფექტურ საშუალებას სასიამოვნო გემო აქვს. სამკურნალო დესერტია, რომელიც ყველას უყვარს. გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ხველის საწინააღმდეგო საშუალება.
სტაფილოს სარგებელი – ბავშვობიდან ვიცით, რომ სტაფილო მხედველობისთვის სასარგებლო პროდუქტია. ამას სასარგებლო მინერალებით მდიდარი შემადგენლობა განაპირობებს. სტაფილოში გვხვდება კალიუმი, კალციუმი, მანგანუმი, ფოსფორი, რკინა და მაგნიუმი, ასევე K და B ვიტამინები. ნაწლავები იმუნურ სისტემაში დიდ როლს თამაშობს, ხოლო სტაფილო კუჭ–ნაწლავის ტრაქტზე და ნაწლავების მოქმედებაზე დადებითად მოქმედებს, აქედან გამომდინარე სტაფილო იმუნიტეტის სტიმულატორად ითვლება. სტაფილო ასთმის სიმპტომებს ამცირებს, ხველას, ბრონქიტს და სხვა რესპირატორულ დაავადებებს კურნავს.
ხველის სამკურნალო წამალი
- 0,5 კგ სტაფილო
- 3-4 ს/კ თაფლი
- 200 მლ წყალი
სტაფილო რგოლებად დაჭერით, წყალი დაასხით და სრულად დარბილებამდე ხარშეთ. შემდეგ გააცივეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. ნატურალური თაფლი დაუმატეთ და აურიეთ. სამკურნალო წამალი მზადაა. მინის ქილაში გადაიტანეთ და მაცივარში შეინახეთ. როგორც კი, ხველა დაგეწყებათ, მაშინვე მიიღეთ. დღეში 3–4 კოვზი პიურე საკმარისია. რამდენიმე დღეში მდგომარეობა გაუმჯობესდება.