ბარდის ღვეზელი. ფაფუკი და ნაზი კერძი, რომელიც სტუმრების გულს მოიგებს

204

შემწვარი ბარდის ღვეზელი ბავშვობის კერძია, რომლის დავიწყება შეუძლებელია. ბებია ყოველთვის მიკეთებდა, როცა სტუმრად მივდიოდი. არომატული შიგთავსი და ფაფუკი ცომი, რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი? თან ბებია შიგთავსს ყოველთვის უხვად უმატებდა, რომ ნოყიერი და გემრიელი ყოფილიყო. Vivien გასწავლით, როგორ მოამზადოთ ღვეზელი ბარდის შიგთავსით.

ცომის მოხარშული ნაწილის ინგრედიენტები:

  • 1 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 3 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 3 ს/კ ფქვილი
  • 250 მლ მდუღარე წყალი

ცომის ძირითადი ნაწილის ინგრედიენტები:

  • 250 მლ თბილი წყალი
  • 1 ჩ/კ მშრალი საფუარი
  • 4 ჭიქა ფქვილი
  • 1 ს/კ მცენარეული ზეთი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა მშრალი ბარდა
  • 5 ჭიქა წყალი
  • 3 ხახვი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. მომზადება შიგთავსით დაიწყეთ, რომ გაგრილება მოასწროს. წინასწარ შეგიძლიათ მოამზადოთ. ბარდის ხარშვა ნამდვილი ხელოვნებაა. ყველაფერი სწორად უნდა გააკეთოთ. პირველ რიგში, კარგად გარეცხეთ. ჩალბობა და მარილის დამატება საჭირო არაა. ქვაბში ჩაყარეთ და მომზადებამდე ხარშეთ. მარილი სულ ბოლოს დაუმატეთ.
  2. ხახვი დაჭერით და ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. მარილი, წიწაკა და შემწვარი ხახვი ბარდის პიურეს დაუმატეთ. შიგთავსი მზადაა. გაგრილება აცადეთ.
  3. მოხარშული ცომი გააკეთეთ. მოხარშული ცომის ნაწილისთვის შაქარი, მარილი, ზეთი და ფქვილი აურიეთ. მდუღარე წყალი დაასხით და აურიეთ. ოთახის ტემპერატურამდე გასაგრილებლად გააჩერეთ.
  4. ამ დროში საფუარი და თბილი წყალი აურიეთ. როცა მოხარშული ნაწილი ოდნავ გაგრილდება, საფუარის და წყლის ნარევი დაუმატეთ. ცომი მოზილეთ. ბოლოს ზეთი დაუმატეთ. ცომი მოზილეთ და ამოსასვლელად გააჩერეთ, ზუსტად 20 წუთით.
  5. ღვეზელები გააკეთეთ. ცომი 25 ან 30 თანაბარ ნაწილად გაყავით, მათგან ბურთები გააკეთეთ. 10 წუთით გააჩერეთ. შემდეგ თითოეული გააბრტყელეთ, შიგთავსი დაუმატეთ და ფრთხილად შეკარით. ღვეზელის ფორმირებისას ფქვილი არ დაუმატოთ, ხელები ოდნავ ზეთში დაისველეთ. ღვეზელები მცენარეულ ზეთში შეწვით. ცხელი ღვეზელები ტაფიდან პირდაპირ სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ.

ბარდის ღვეზელები ძალიან ნაზი და ფაფუკი გამოდის. შიგთავსს არომატისთვის კამა შეგიძლიათ დაუმატოთ. ბარდა ძალიან ნოყიერია, ამიტომ მარხვის დღეებში შეგიძლიათ მოამზადოთ. ყოველდღიური კერძი არაა, მაგრამ ძალიან გემრიელი.