ჩვენ, ყველას გვსურს გავიგოთ, როგორი იქნება 2023 წელი. იმის მიუხედავად, რომ ჩვენს ბედს თავად ვწყვეტთ, ზოგჯერ ეშმაკობა და მომავლის წინასწარ დანახვა გვსურს. ამ მიზნით Vivien მარტივი ფსიქოლოგიური ტესტის გავლას გთავაზობთ. სურათზე გამოსახულია 6 სხვადასხვა წყალსატევი. შეხედეთ და აირჩიეთ ის, რომელიც პირველი მოგეწონათ. შემდეგ ტესტის გაშიფვრაზე გადადით.
- პირველ წყალსატევს ირჩევს მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი, რომელმაც საკუთარი ემოციებით ცხოვრება იცის. თავისი სისუსტეების შესახებ ზუსტად იცის და არასდროს აკეთებს იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლია. თუ აირჩიეთ სურათი უსასრულო ოკეანით, ოცნება და მიზნისკენ შეუპოვრად სვლა შეგიძლიათ. თქვენთან საქმის დაჭერა სასიამოვნოა. თანამშრომლებს, მეგობრებს და ნაცნობებს თქვენი იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ. ისინი გენდობიან და თქვენ სიტყვას ყოველთვის ასრულებთ. 2023 წელს თქვენი უნარების სრულყოფას შეძლებთ. კარიერული წინსვლა და წარმატებული პირადი ცხოვრება სასურველ შედეგებს მოგიტანთ. მთავარია, წინ იაროთ და მეგობრების მხარდაჭერა მოიპოვოთ.
- მე–2 სურათზე გამოსახული ტყის ნაკადული მეოცნებე ადამიანის არჩევანია. ამქვეყნიურ აურზაურში ყოფნა არ გიყვართ. მარტო ან მხოლოდ უახლოესი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა გირჩევნიათ. სავარაუდოდ, დღევანდელი დღით ცხოვრებას მიჩვეული ხართ და მომავალზე არ ფიქრობთ. ზუსტად იცით, რა გჭირდებათ აქ და ახლა. წელს კომფორტისკენ ისწრაფვით და ყველაფერს გააკეთებთ, რომ თქვენი ოჯახი ბედნიერი იყოს. ამ ყველაფერში საკუთარი სურვილები არ დაგავიწყდეთ.
- ერთი შეხედვით, სურათს გაყინული ტბით უგრძნობი ადამიანი ირჩევს, მაგრამ ასე არაა. მსგავსია რჩევა დამახასიათებელია მათთვის, ვინც დაბნეულია. 2023 წელს კარგად უნდა დაფიქრდეთ, რისი შეცვლა გსურთ ცხოვრებაში. იქნებ, საქმიანობის თითოეული სფერო გაანალიზოთ და გაიგოთ, რა არ გაწყობთ. თუ ამას გააკეთებთ, დეტალური გეგმის შედგენას შეძლებთ, თუ როგორ გამოასწოროთ შეცდომები და პირად და კარიერულ ურთიერთობაში ახალ დონეზე ახვიდეთ. მოთმინება მოიკრიბეთ და სწრაფ შედეგებს არ ელოდოთ.
- მეოთხე სურათს ირჩევს ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში მკაფიო პრიორიტეტები აქვს. სამსახურში კარგ თანამდებობას იკავებთ, გაფასებენ და პატივს გცემენ. პირადში ყველაფერი არც ისე ცუდადაა, მაგრამ წელს კიდევ უკეთესი გახდება. ნანატრი ქორწინება ან ოჯახში მატება მოსალოდნელია. ეს თქვენს მიმდინარე სტატუსზეა დამოკიდებული. 2023 წელს კარიერასთან დაკავშირებით ბევრი სიახლე გელოდებათ. არ ელოდოთ, რომ ყველაფერს მაშინვე მიაღწევთ. თქვენი ხარჯებით დაუგეგმავ მოგზაურობაში შეიძლება წახვიდეთ და მიხვიდეთ იმ ტბასთან, სადაც თქვენი პროფესიული უნარების გაუმჯობესებაზე დაფიქრდებით. საკუთარ თავს დასვენების უფლება მიეცით!
- ულამაზეს ჩანჩქერს ირჩევს ადამიანი, რომელსაც არც ერთ საქმეში წვრილმანობა არ ახასიათებს. თუ სეირნობაა, მთელი ძალით. თუ მეგობრობა და სიყვარულია, მთელი ცხოვრება. თქვენ გვერდით ნებისმიერი ადამიანი თავს დაცულად იგრძნობს და ეს ძვირი ღირს. წელს უნდა ისწავლოთ, რომ ყველგან და ყველაფერში თქვენი ენერგია არ დახარჯოთ. როგორც არ უნდა გიჭირდეთ, ხალხისთვის უარის თქმა ისწავლეთ. ეს ძალიან სასარგებლო უნარია, რომლის წყალობით საკუთარ სურვილებსა და საჭიროებებზე უკეთ კონცენტრირდებით.
- ბოლო სურათზე გამოსახულია დეკორატიული გუბურა. ერთი შეხედვით, ასეთ გამოსახულებას ირჩევს ადამიანი, რომელსაც მასშტაბურად აზროვნება არ შეუძლია, მაგრამ ეს მცდარი მოსაზრებაა. უბრალოდ თქვენთვის საკუთარი პერანგი უფრო ახლოსაა. მთელი ცხოვრება ახლობლების სასიკეთოდ მუშაობთ. ყველაფერს პრაქტიკულად უყურებთ. თუ მე-6 გამოსახულება აირჩიეთ, მეოჯახე ადამიანი და ნამდვილი პრაგმატისტი ხართ. 2023 წელს თქვენი უნარების შეგროვებას შეძლებთ, რომ ახლობლები გააბედნიეროთ. ესაა თქვენი ბედნიერებაც. დარწმუნებული ვართ, ყველაფერი გამოგივათ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს