49 წლის ასაკში ბავშვი გავაჩინე. მწყინს, როცა ბებიას მეძახიან

271

ბევრი ექსპერტი თვლის, რომ ორსულობისთვის 20-30 წელი ოპტიმალური ასაკია. თუმცა ყველა ქალს ამ ასაკში დედის სტატუსით დატვირთვა არ სურს. ზოგი კარიერაზე ფიქრობს, ზოგს ხელში ბავშვის გარეშე ცხოვრებით ტკბობა მოსწონს. რა გავაკეთოთ? ჩვენს დროში გასაკვირი არაა, რომ ქალები 40 და 50 წლის ასაკში ფეხმძიმდებიან. ანა სწორედ ამ ასაკობრივ კატეგორიაში მოხვდა. საინტერესოა, რა სირთულეების წინაშე დადგა და ნანობს თუ არა, რომ ბავშვის გაჩენა გადაწყვიტა. ამის შესახებ Vivien–ის სტატიიდან გაიგებთ.

ორსულობის ასაკი – როცა მამაკაცი მოწიფულ ასაკში მამა ხდება, ეს ხალხში პატივისცემას იმსახურებს. მან შეძლო, ყოჩაღ! როცა მსგავსი რამ ქალს ემართება, მაშინვე მის გმობას იწყებენ. თითქოს, რაზე ფიქრობდა და როგორ იცხოვრებს ბავშვი დედასთან, რომელიც ბებიად ერგება. რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი აზრია, თუმცა ვფიქრობთ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ყველაფრის კარგად აწონდაწონვის შემდეგ უნდა მიიღოთ. ოღონდ ზოგჯერ ორსულობის ასაკის არჩევა არ გვიწევს. ეს შემთხვევით ხდება.

გვიანი ორსულობის გადატანა ქალისთვის ყველაზე რთულია, რომ გაუძლოს და ჯანმრთელი ბავშვი გააჩინოს. ორსულობისთვის ოპტიმალური ასაკი 20-30 წელი ტყუილად არაა. ამ წლებში ქალის ორგანიზმი უფრო ძლიერი და ამტანია, ვიდრე 40-60 წლისას. ანას ეს კარგად ესმოდა, თან ორსულობას არ გეგმავდა. მაშინ 48 წლის იყო. 25 წელი ერთადერთ ქმართან ბედნიერ ქორწინებაში გაატარა. 20 წლისას დაუგეგმავად დაორსულდა. მაშინ უნივერსიტეტში სწავლობდა, უფროსკურსელი შეუყვარდა და შემდეგ ყველაფერი ნისლში გახვეული იყო. ესმოდა, რომ ახლა ბავშვს და თან უცნობი ბიჭისგან არ გააჩენდა. ანალიზები, ექიმები, ცრემლები – ძნელი წარმოსადგენია, რისი გადატანა მოუწია მაშინ. მას შემდეგ ტესტზე სანუკვარი ორი ზოლი არ უნახავს.

გვიანი ორსულობა – სპეციალისტების პროგნოზები უიმედო იყო. შვილებზე მხოლოდ ოცნება შეეძლო. როგორ და რატომ მოხდა სასწაული, როცა ქალი 48 წლის შესრულდა, არავინ იცის. ექიმები მხოლოდ მხრებს იჩეჩდნენ: „უნდა გესმოდეთ, რა რისკზე მიდიხართ“. ანა რისკზე წავიდა. ყველაფერი გააკეთა, რომ ორსულობისთვის გაეძლო. არ დავმალავთ, რომ ასაკობრივი ორსულობა რთულად მიმდინარეობდა. ქალს 25-ე კვირამდე ტოქსიკოზი, სახის და ფეხების შეშუპება, თავბრუსხვევა, განწყობის მკვეთრი ცვლილებები აწუხებდა. ანალიზები სასიხარულო არ იყო. მომავალი დედა რამდენჯერმე საავადმყოფოში მოხვდა.

საბედნიეროდ, მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა. ექიმებმა იყოჩაღეს. პირველი 2 კვირა დედის მდგომარეობა საუკეთესოს სურვილს ტოვებდა. სახლში დაბრუნებულს უძილო ღამეებთან შეგუება მოუწია. „პირველი 6 თვე გაძლებაზე ვიყავი, არ ვცხოვრობდი“ – ჩივის ანა. მშობიარობის შემდეგ თავს დაბერებულად გრძნობდა. სახე დანაოჭდა, ზურგის ტკივილები და ზედმეტი კილოგრამები დიდხანს აწუხებდა. ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ ჰქონდა, როცა საყვარელ ქალიშვილს უყურებდა. ამ პატარას სიცოცხლე აჩუქა. რა შეიძლება იყოს ამაზე მნიშვნელოვანი?

რა სირთულეებს და შიშებს აწყდება მოწიფული ასაკის დედა – როცა გოგონა გაიზარდა, დედამ საბავშვო ბაღში მიიყვანა. ყველა აღმზრდელმა იცოდა, რომ ანა გოგონას დედაა, მაგრამ ახალი თანამშრომლები მას ხშირად გოგონას ბებიას ეძახდნენ. რა თქმა უნდა, ეს აწუხებდა. რას იზამს, თუ ნამდვილად ასაკოვნად გამოიყურება. ზოგჯერ ანა მოთმინებას კარგავდა. ეს განსაკუთრებით ხშირად ხდებოდა სათამაშო მოედანზე, სადაც სხვა დედები შვილებთან ერთად იკრიბებოდნენ. ისინი ხშირად ეკითხებოდნენ, რამდენი წლის იყო მისი შვილიშვილი, დადის თუ არა ბაღში და ა.შ.

„მისი ბებია კი არა, დედა ვარ“ – თითქმის ტირილით პასუხობდა ანა. უხერხული პაუზის მომენტში, რომელსაც უხერხული ბოდიში მოჰყვებოდა, ანას ყოველთვის გაქცევა სურდა, მაგრამ ესმოდა, რომ ხალხი დამნაშავე არაა. უბრალოდ რეალობას უნდა შეეგუოს. ანა მომავალზე ხშირად ფიქრობს. რა მოხდება, როცა მისი გოგონა გაიზრდება და მიხვდება, როგორ გამოიყურება დედამისი? იქნებ, მას რამე მოუვიდეს. მაშინ ვინ იზრუნებს ბავშვზე? ზოგჯერ მშფოთვარე ფიქრები დედას მოსვენებას არ აძლევდა.

ამ ყველაფრის მიუხედავად არ ნანობს, რომ ეს ყველაფერი გამოიარა. მისი მთავარი ოცნება ახდა: დედა გახდა. ახლა ყველაფერს გააკეთებს, რომ მისი პატარა ქალიშვილი ბედნიერი იყოს.