ოქროს წესები, როგორ შეინახოთ კატლეტი სწორად, რომ სრიალა და წებოვანი არ გახდეს

335

თუ ბევრი კერძის ერთდროულად დიდი რაოდენობით მომზადება გიყვართ, მაშინ პროდუქტის შენახვის წესები უნდა იცოდეთ. ყველა დეტალის გათვალისწინებით, მაცივარი მზა კერძებით შეგიძლიათ გაავსოთ და არ იფიქროთ, რა მოამზადოთ სადილზე ან ვახშამზე რამდენიმე დღის განმავლობაში. თუ სამზარეულოში გატარებული დროის დაზოგვა გსურთ, მაშინ Vivien–ის დღევანდელი სტატია თქვენთვის საინტერესოა. გაიგეთ, როგორ შეინახოთ კატლეტი სწორად, რომ დიდხანს ახალი და წვნიანი დარჩეს. პროდუქტის შენახვის ვადა მისი მომზადების მეთოდზეა დამოკიდებული. გაფუჭებული კატლეტის ჭამა რომ არ მოგიწიოთ, გახსოვდეთ, რომ შინ მომზადებული და ნაყიდი ნახევრად მზა პროდუქტი განსხვავებულად უნდა შეინახოთ.

როგორ შეინახოთ კატლეტი მისი სახეობის მიხედვით

სახლის კატლეტი – შინ მომზადებული კერძი საყინულეში აუცილებლად უნდა შეინახოთ. ახალგამოძერწილი კატლეტები საჭრელ დაფაზე დააწყვეთ ისე, რომ ერთმანეთს არ ეკვროდეს. პარკი გადააფარეთ და საყინულეში მოათავსეთ. გაყინული კატლეტები პარკში ან კონტეინერში ჩააწყვეთ. სტიკერი დააკარით და გაყინვის თარიღი მიუთითეთ. ასე შენახვის ვადას გააკონტროლებთ. მნიშვნელოვანია! შინ მომზადებული კატლეტი საყინულეში მაქსიმუმ 3 თვე შეგიძლიათ შეინახოთ.

გალღობის შემდეგ – კატლეტი მაცივარში უნდა გაალღოთ. თუ ოთახის ტემპერატურაზე გააჩერებთ, ფარშის ზედა ფენა ამჟავდება. ხოლო შიდა ნაწილი გალღობას ვერ მოასწრებს.

  • ნაყიდი გაყინული კატლეტი, რომელიც ღორის და ძროხის ხორცისგან დამზადებულია, მაქსიმუმ 12 საათი შეგიძლიათ გააჩეროთ.
  • ასეთი სახეობის ფარშისგან შინ დამზადებული კატლეტი გალღობილი სახით 1 დღე შეგიძლიათ გააჩეროთ.
  • ქათმის ნაწარმი 18 საათი არ გაფუჭდება.
  • ბოსტნეულის კატლეტი 1 დღე გაძლებს.
  • ნაყიდი გაყინული თევზის კატლეტი მაქსიმუმ 6 საათი შეგიძლიათ გააჩეროთ.

შემწვარი კატლეტის შენახვა – თუ კატლეტი უკვე გამზადებულია, მაცივარში შეინახეთ. ტემპერატურა 6 გრადუსს არ უნდა აჭარბებდეს. მთავარი ინგრედიენტის მიხედვით კატლეტის შენახვის ვადა იცვლება. ხორცის კატლეტი 36 საათი გემოს არ შეიცვლის, თევზის – 1 დღე. შემწვარი კატლეტი მინანქრის ჭურჭელში ან პლასტმასის კონტეინერში შეინახეთ. ფოლგაში გაახვიეთ, თუ გსურთ, დიდხანს ახალი და წვნიანი დარჩეს. თუ კატლეტს ტოვებთ ოთახში, სადაც ტემპერატურა 25 გრადუსზე მაღალი არაა, გახსოვდეთ, რომ კატლეტი უკვე 6 საათში საკვებად უვარგისი გახდება. ჯანმრთელობა საფრთხეში არ ჩააგდოთ.

მომზადებამდე აუცილებლად შეამოწმეთ, კატლეტი (ნაყიდი ან სახლის) ხომ არ გაფუჭდა. მასში ორგანიზმისთვის სახიფათო ბაქტერიები შეიძლება იყოს. თუ უსიამოვნო სუნი იგრძენით ან მწვანე ან ნაცრისფერი ლაქები დაინახეთ, მაშინვე გადააგდეთ. გაფუჭებული პროდუქტი შინაურ ცხოველებს არ მისცეთ. ეს კატეგორიულად აკრძალულია, რადგან სერიოზული მოწამვლა შეიძლება გამოიწვიოთ.