თეთრი ტანსაცმელი ზამთარში: შეიძლება თუ არა მისი ჩაცმა და მოდური სტილის შექმნა

315

თეთრი ფერი ზამთრის გარდერობში არც ისე გავრცელებულია. ცივ სეზონზე ღია ფერის ჩაცმულობაზე ბევრი უარს ამბობს. ზოგს ტანსაცმლის გაჭუჭყიანება აშინებს, როცა გარეთ თოვლ–ჭყაპია. სხვები ფიქრობენ, რომ ასე სასაცილოდ გამოიყურებიან. სულ ტყუილად. ზამთარში თეთრი ტანსაცმელი ისე აქტუალურია, როგორც სხვა სეზონზე. მოდის მიმდევრები ღია ფერის სამოსს უპირატესობას ანიჭებენ, ნაცრისფერ მასაში რომ არ გაერიონ. ლამაზი თეთრი პალტო მოიცვით და ნახევარი საქმე დასრულებულია.

თეთრი ტანსაცმელი ზამთარში: როგორ ჩავიცვათ სწორად

მუქი აქცენტებით – თეთრი საგარეო ტანსაცმელი ტომარასავით რომ არ გამოიყურებოდეს, ვერტიკალური ხაზის შესახებ გახსოვდეთ. ასე სილუეტის დაგრძელებას შეძლებთ. ასეთი ხაზი მუქი აქცენტით შეგიძლიათ გააკეთოთ. მაგალითად, შარფი და ფეხსაცმელი, ქუდი და ჩექმა გამოიყენეთ. მუქი ფერის ჩანთა და იმავე ფერის ჩექმა კიდევ ერთი კარგი ვარიანტია, რომელიც უჩვეულო და ნათელი სტილის შექმნაში დაგეხმარებათ.

ფერების კომბინაცია – ღია ფერის ჩაცმულობას სხვადასხვა ელფერი შეგიძლიათ შემატოთ. ფერი, რომელიც ტემპერატურით განსხვავდება, მოდური გარეგნობის შესაქმნელად იდეალურია. ერთი ნიუანსი გაითვალისწინეთ. ნივთები, რომლების ერთად ჩაცმას აპირებთ, სიკაშკაშით ერთნაირი უნდა იყოს.

ფერების წარმატებული კომბინაცია – თუ ზამთრის ერთნაირი და მოსაწყენი გარეგნობა მოგბეზრდათ, ახალ და უჩვეულო ვარიანტებზე დაფიქრების დროა. ამაში დაგეხმარებათ თეთრის და ნაცრისფრის წარმატებული კომბინაცია, რომელიც მოდიდან არასდროს გადადის. სტილისტების თქმით, ამ ფერების გამოყენებით ძალიან ლაკონური და მოდური სტილი შეგიძლიათ შექმნათ. დათოვლილ ქუჩებზე წარმატებულად გამოიყურება.

ვერ ბედავთ თეთრი საგარეო ტანსაცმლის ყიდვას? მცირედით დაიწყეთ. ღია ფერებთან შეგუება სცადეთ. ექსპერიმენტი აქსესუარების არჩევით დაიწყეთ. მაღაზიაში თეთრი ქუდი, ღია ფერის შარფი ან რძისფერი ყოველდღიური ჩანთა აირჩიეთ. ასეთი აქსესუარები მობეზრებულ მუქი ფერის ნივთებს სწრაფად ჩაგინაცვლებთ. ზამთარში თეთრი ფერის არ შეგეშინდეთ, რადგან მოდურად და ლამაზად გამოიყურება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს