გემრიელი ოსპი რომ მიიღოთ, მომზადების ტექნოლოგია და წესები დაიცავით. 2 რეცეპტი

1631

ოსპი ხორცის იდეალური ალტერნატივაა და ყოველდღიურ რაციონს შესანიშნავად ამრავალფეროვნებს. მისი ბევრი სახეობა არსებობს. ჩემმა მეგობრებმა ცხოველურ საკვებზე უარი თქვეს, ამიტომ, როცა სტუმრად მოდიან, ოსპს ვამზადებ. ჩვეულებრივ, ოსპს სხვა მარცვლეულის მსგავსად ვხარშავ ან წვნიანს ვამზადებ. ამჯერად, რაღაც განსაკუთრებულის და გემრიელის მომზადება მსურდა. მსოფლიო ხალხის რეცეპტების ძველი ენციკლოპედია მოვიშველიე. გავიგე, როგორ მზადდება სხვადასხვა სახეობის ოსპი და იდეალური კერძისთვის რამდენიმე კარგი იდეა ვიპოვე.

სახეობები – იცით, რომ პარკოსანი კულტურა სახეობების მიხედვით იყოფა? ჩვეულებრივ, მაღაზიებში გვხვდება წითელი, ყვითელი, მწვანე და ყავისფერი ოსპი. შავი ოსპი იშვიათად გვხვდება. გარეგნულად ხიზილალას ჰგავს და ინდოეთში ძალიან პოპულარულია. თუ სუპერმარკეტში იპოვით, იცოდეთ, რომ მისი ფასი სხვა სახეობებთან შედარებით მაღალი იქნება. ფერების გარდა მომზადების მეთოდიც განსხვავდება. მაგალითად, წითელი ოსპი გამოიყენება გარნირად, ყვითელი – წვნიანში, ყავისფერი უნივერსალურია, ხოლო მწვანე ფრანგული („პიუი“) სალათებში გამოიყენება.

ოსპის მომზადების ძირითადი წესები

  • გემრიელი ოსპი უმარილოდ იხარშება. მარილი ბოლოს უნდა დაუმატოთ.
  • სხვადასხვა სანელებლები ერთმანეთს იდეალურად უხდება. მაგალითად, კარი, კურკუმა, ქინძი, კოჭა და წიწაკა.
  • თუ წვნიანის მომზადებას აპირებთ, ოსპი ღამით ჩაალბეთ.
  • იდეალური პროპორცია ხარშვისთვის – 1:2.
  • ხარშვისას ქვაბს თავსახური არ დაახუროთ, ხოლო ქაფი მოხადეთ.
  • მოხარშულ ოსპს გემოსთვის დაუმატეთ შემწვარი ხახვი, სტაფილო, პომიდორი, ბულგარული წიწაკა და ნიორი.

რეცეპტები – თეორია უკვე გავარკვიეთ, დროა პრაქტიკაზე გადავიდეთ. გიზიარებთ რამდენიმე საინტერესო რეცეპტს, რომლებიც როგორც სადღესასწაულოდ, ასევე ყოველდღიურად შეგიძლიათ მოამზადოთ.

1. ოსპის პაშტეტი

ინგრედიენტები:

  • 150 გ მწვანე ფრანგული ოსპი
  • 3 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 3 ს/კ სოიოს სოუსი
  • 1 ს/კ სეზამის თესლი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით

საკმაოდ მარტივი რეცეპტია. ჯერ ოსპი მოხარშეთ, შემდეგ დანარჩენი ინგრედიენტები აურიეთ. რამდენიმე საათით მაცივარში შეინახეთ. ასეთი პაშტეტი პიტას იდეალურად ეთავსება.

2. ოსპის რაგუ პომიდვრით

ინგრედიენტები:

  • 200 გ ოსპი
  • 4 სტაფილო
  • 800 გ პომიდორი საკუთარ წვენში
  • 2 ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 0,5 ლ ბოსტნეულის ბულიონი
  • 2 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ს/კ ღვინის ძმარი
  • 1 ჩ/კ წითელი კარი
  • 1 ჩ/კ კვლიავი
  • 0,25 ჩ/კ შავი წიწაკა
  • მარილი გემოვნებით

დაჭრილი ხახვი და სტაფილო ცხელ ზეითუნის ზეთში 10 წუთით შეწვით, შემდეგ ნიორი დაუმატეთ. 1 წუთში პომიდორი, გარეცხილი ოსპი, სანელებლები დაუმატეთ და ბულიონი დაასხით. თავსახური დაახურეთ და 45 წუთით ხარშეთ. როცა ოსპი დარბილდება, ქურა გამორთეთ. 10 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ძმარი და მარილი დაუმატეთ. კერძი სუფრაზე ცხელი გაიტანეთ.

თქვენი ფანტაზიის მიხედვით ამ რეცეპტებს ინგრედიენტები შეგიძლიათ დაუმატოთ ან შეცვალოთ. გახსოვდეთ, რომ ოსპი მოხარშვამდე უნდა გარეცხოთ და გადაარჩიოთ. გემრიელად მიირთვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს