ყავა კარაქით. რამდენიმე მიზეზი, რატომ უნდა დალიოთ ასეთი სასმელი

703

ყოველთვის ვცდილობ, რომ გემრიელი საუზმე მოვამზადო. ვიცი, რომ პირველი კვება პროდუქტიული დღის საფუძველია. ომლეტი ყველით და პომიდვრით, ტორტილა შიგთავსით ან კვერცხი პაშოტი ტოსტთან და სალათთან ერთად. ეს ჩემი საუზმის ვარიანტებია. და მაინც, სადილამდე გაძლება რთულია. უკვე რამდენიმე საათში მშივდება, რის გამოც მავნე წასახემსებლისკენ ხელი გამირბის. მეგობარმა კარაქიანი ყავის დალევა მირჩია.

ალბათ, გსმენიათ გურმანების გემოვნებაზე, რომელიც თავიდან უცნაური გვეჩვენება. მაგალითად, ყავას ლიმნის ნაჭრით ყველა არ სვამს, არადა არა მხოლოდ გემრიელ, არამედ სასარგებლო მატონიზირებელ სასმელად ითვლება. ასე ყავაში კარაქის დამატება ცუდ იდეად ჩავთვალე, მაგრამ ვცადე და არ ვინანე. ახლა ასეთ სასმელს რეგულარულად ვსვამ.

რატომ უნდა მოადუღოთ ყავა კარაქით: გემო და სარგებელი

კარაქით ყავის მოდუღების რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში, გემო უნდა აღვნიშნოთ. სასმელი რბილდება, კარაქის ნოტებს იძენს. თუ დილით გამამხნევებელი ყავის დალევა გიყვართ, მაგრამ ძალიან ძლიერი, მწარე, ზოგჯერ მომჟავო გემო არ მოგწონთ, ცოტა კარაქის დამატება აუცილებლად სცადეთ.

კარაქიანი ყავა გასახდომად შეუცვლელია. სასმელი კარაქის წყალობით უფრო ნოყიერი ხდება. ასე მორიგი საკვების მიღებამდე მავნე წახემსებაზე უარს იტყვით. ყავა კარაქით შიმშილს რამდენიმე საათით კლავს. თუ სხეულის ფორმებს ყურადღებას აქცევთ, აუცილებლად ჩაინიშნეთ.

ამ ტექნოლოგიით ყავის მომზადება მხოლოდ ერთხელ სცადეთ. დარწმუნებული ვართ, ნოყიერი სასმელის ნაზი გემო მოგეწონებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს