დღეს ჩვენი მიზანია მხედველობის სიმახვილის და კონცენტრაციის დონის შემოწმება. დროდადრო რაღაც მსგავსი უნდა გააკეთოთ. ტექნოლოგია როგორც ერთზე, ასევე მეორეზე ცუდ გავლენას ახდენს. მთელი თქვენი კონცენტრაცია მოიკრიბეთ და მარტივი, მაგრამ ძალიან გასართობი ტესტის შესრულება დაიწყეთ. Vivien გიზიარებთ ტესტებს ნახატებით და გიამბობთ, როგორ გააუმჯობესოთ კონცენტრირება.
მხედველობის სიმახვილის შემოწმება – დღევანდელი ტესტები ძალიან მარტივია. უბრალოდ სურათებს შეხედეთ და დათვალეთ ის, რაც პირობაშია მოცემული. მთავარი მიდგომა იმაშია, რომ ნახატები გადატრიალებულია. გონებაში უნდა გაასწოროთ, რომ შეამოწმოთ, შესაფერისია თუ არა. უმჯობესია, დრო დაინიშნოთ. ერთ სურათზე 30 წამზე მეტი არ დახარჯოთ. რთულად ჟღერს, მაგრამ არ იდარდოთ. პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.
მოარშიყე მაიმუნები – სურათს შეხედეთ და გვითხარით, რამდენმა მაიმუნმა ჩაგიკრათ მარჯვენა თვალი. სწრაფად დათვალეთ, 30 წამზე მეტი არ დახარჯოთ.
სენსორული გადატვირთვა – ამას ვიყენებთ ყოველდღე, როცა სოციალურ ქსელებს ვსქროლავთ და სიახლეებს ვუყურებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი რომ არ გამოგრჩეთ, აღქმა ავარჯიშეთ. ამ ნახატზე დათვალეთ, რამდენიმე C იმალება G-ებს შორის.
თბილი კატები – ამ საყვარლებს შეხედეთ. მაშინვე ყურადღებას იპყრობენ. შეძლებთ მათ შორის იპოვოთ ის, რომელსაც ულვაში აკლია?
მოფარფატე პეპლები – ახლა რთული ამოცანა. იპოვეთ პეპელა, რომელიც სხვებისგან გამოირჩევა. ფერი და ზომა არ იგულისხმება. პატარა დეტალს დააკვირდით.
სწორი პასუხები
- მხოლოდ ერთმა მაიმუნმა ჩაგიკრათ მარჯვენა თვალი. ეს ბოლოს წინა რიგშია.
- სწორი პასუხია 4.
- როგორც ჩანს, კუთხეში იისფერ კატას ულვაში აკლია.
- ცენტრთან ახლოს ორი შინდისფერი პეპელაა. იმ პეპლის ფრთები, რომელიც უფრო მაღლაა, სხვებისგან ფორმით გამოირჩევა.
თუ ყველა ამოცანის შესრულება შეძელით, მაშინ საკმაოდ კონცენტრირებული ხართ. თუ ვერა, მის გავარჯიშებაზე იზრუნეთ. კონცენტრაციის ვარჯიშები მის განვითარებაზე მუშაობას გულისხმობს. ამ მიზნით ბევრი სხვადასხვა ვარჯიში არსებობს, რომლებიც ხშირად უნდა შეასრულოთ. გარკვეული ნივთების დათვლა, დეტალების დამახსოვრება და განსხვავებების საპოვნელი თამაშები კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად ეფექტური მეთოდებია. სეირნობაც დაგეხმარებათ. მაგალითად, თუ ქალაქში სეირნობთ, ქუჩაში კატები დათვალეთ.
იგივე დეტალების დამახსოვრებას ეხება. უბრალოდ რომელიმე ნივთი აიღეთ და ყურადღებით შეისწავლეთ. შემდეგ გადადეთ და ყველა დეტალის გახსენება სცადეთ. ნახატები განსხვავების საპოვნელად კარგი პრაქტიკაა, რომელიც კონცენტრაციას, შეუპოვრობას და მხედველობის სიმახვილეს ავარჯიშებს. რამდენიმე ვარჯიში და განვითარება გარანტირებულია.