პელმენის დაფა. საუკეთესო მოწყობილობა პელმენის მარტივად გამოსაძერწად

364

მაღაზიაში ნაყიდი პელმენი შინ მომზადებულს ვერ შეედრება. თუმცა ბევრი დიასახლისი მაღაზიაში ნაყიდ პელმენს უპირატესობას ანიჭებს, რადგან სწრაფი და მოსახერხებელია. თუ ცომის ნაჭერში ფარშის გახვევაზე დროის დახარჯვის სურვილი არ გაქვთ, მაშინ სპეციალური მოწყობილობა გამოიყენეთ. Vivien გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ პელმენების დაფა ძერწვის პროცესის დასაჩქარებლად.

სპეციალური მოწყობილობით პელმენების მომზადება მტანჯველი და შრომატევადი პროცესი აღარ იქნება. ასეთი დაფა თითქმის ყველას აქვს სამზარეულოში, მაგრამ ბევრი დიასახლისი მას არ იყენებს. სულ ტყუილად. ამ მოწყობილობით ბევრ პელმენს სწრაფად გამოძერწავთ. ძალიან მოსახერხებელია.

როგორ გამოვიყენოთ ლითონის დაფა პელმენის საძერწად – ფუტკრის ფიჭის ფორმის ლითონის დაფა საუკეთესო მოწყობილობაა, რომელიც დროს და ძალას ზოგავს. გემრიელი შედეგის მისაღებად რამდენიმე ნიუანსი უნდა გაითვალისწინოთ.

  • ხარისხიანი ცომი მოზილეთ, რომ მომზადების პროცესი სასიამოვნო გახდეს. ცომი არ უნდა გაწყდეს.
  • დაფას ხორბლის ფქვილი კარგად მოაყარეთ, რომ ცომი არ მიეკროს.

დეტალური ინსტრუქცია

  1. პელმენის დანაყოფებიან დაფას ხორბლის ფქვილი მოაყარეთ.
  2. ცომი შუაზე გაყავით. პირველი ნაწილი ძალიან თხლად გააბრტყელეთ და ფორმას გადაადეთ.
  3. ხორცის ფარში დაფის უჯრებში ფრთხილად ჩადეთ, ოდნავ ჩააწექით.
  4. ცომის მეორე ნაწილი თხლად გააბრტყელეთ. ფარშს ზემოდან დააფარეთ.
  5. ზემოდან საგორავი მსუბუქად გადაატარეთ. ძლიერ არ ჩააწვეთ, რომ ცომი არ გაწყდეს. შემდეგ მოქმედება გაიმეორეთ, მაგრამ ძლიერი დაწოლით.
  6. კიდეებში დარჩენილი ცომი მოაშორეთ. დაფა გადაატრიალეთ და თავისუფალ კიდეებში საგორავით დააკაკუნეთ.
  7. თუ ყველა პელმენი მაგიდაზე არ აღმოჩნდა, უჯრებიდან ფრთხილად გამოაძვრეთ. შემდეგ დარჩენილი ცომიდან გამოძერწვა გააგრძელეთ.

რეკომენდაციები ძერწვის შესახებ – იდეალური პელმენის მოსამზადებლად ლითონის ფორმა გამოიყენეთ. მასთან მუშაობა მარტივია. ასეთი პელმენის დაფა დიდხანს გემსახურებათ. შეიძლება ითქვას, რომ მარადიული მოწყობილობაა. უბრალოდ სწორად გამოიყენეთ და დაიმახსოვრეთ ორი ხრიკი:

  • თუ ხედავთ, რომ ნაკერები ძალიან ძლიერი არაა. ცომი ოდნავ წყლით დაასველეთ.
  • პელმენები უჯრებიდან ადვილად რომ გამოვიდეს, ბევრი ფქვილი მოაყარეთ ან ბევრი ფარში არ დაუმატოთ.

ამ მოწყობილობის წყალობით პელმენების ძერწვისგან სიამოვნებას მიიღებთ. პროცესი უფრო მარტივი და სწრაფი გახდება. წვნიანი და გემრიელი პელმენები გამოძერწეთ, ამაზე ნახევარი დღე არ დახარჯოთ. ლითონის სუპერ მოწყობილობა დაგეხმარებათ.