ამულეტები ცხოველთა სამყაროდან, რომელიც თქვენს ზოდიაქოს ნიშანს შეესაბამება 

465

უძველესი დროიდან ცხოველი–თილისმა ადამიანის გვერდით იყო. ადრე ტოტემებს პატივს სცემდნენ. მსოფლიოს ბევრ ერში ხელშეუხებელი წმინდა ცხოველები დღემდე არის. ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს განსაკუთრებული ცხოველი შეესაბამება. Vivien გიამბობთ, რომელი ცხოველია თქვენი მფარველი.

მფარველი ცხოველები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

  • ვერძი – ვერძს შეესაბამება ირემი, ცხვარი და ერკემალი. კეთილშობილი ირემი ვერძს ნეგატივისგან იცავს და პოზიტიურ ენერგიას ანიჭებს. თუ ნამდვილი ირმის რქის ნატეხს იპოვით, არნახულ წარმატებას მოიპოვებთ. ცხვარი და ერკემალი სახლში ჰარმონიის და კომფორტის მიღებაში დაგეხმარებათ. საძინებელში მათი ნახატები ჩამოკიდეთ.
  • კურო – გასაკვირი არაა, რომ კუროს ძროხა და ოქროს ხბო მფარველობს. ოქროს ხბო მოგიტანთ ფინანსურ კეთილდღეობას, ძროხა ოჯახური ცხოვრების დალაგებაში დაგეხმარებათ. ბუ კუროსთვის უჩვეულო თილისმაა. ფრინველი კუროს სიბრძნეს და მოთმინებას აძლევს, შინაგანი ენერგიის შენარჩუნებაში ეხმარება. ასტროლოგები გირჩევთ, რომ ბუს ფორმა ან მისი ბუმბული ყოველთვის თან გქონდეთ.
  • ტყუპები – თქვენი თილისმა საკმაოდ ურთიერთსაპირისპიროა. ესაა ყორანი და სპილო. შავი ფრინველი ცხოვრებისადმი ცოცხალი ინტერესის შენარჩუნებაში და ახალი ცოდნისკენ ლტოლვაში დაგეხმარებათ. სპილო ძალას და სიმშვიდეს მოგცემთ.
  • კირჩხიბი – კირჩხიბს სხვა ნიშნებთან შედარებით ბევრი თილისმა აქვს. ესაა კიბო, ომარი, კიბორჩხალი, კურდღელი და ზაზუნა. კიბოსნაირები უსიამოვნების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ზაზუნები თქვენს ცხოვრებაში სიმშვიდეს და წონასწორობას შემოიტანს. იდეალურია, თუ სახლში გექნებათ აკვარიუმი ომარებით და კიბორჩხალებით და გალია კურდღლით ან ზაზუნით.
  • ლომი – მთავარი თილისმა თავად ცხოველების მეფეა. ის ძლიერ ენერგეტიკას ფლობს, ამიტომ ადამიანს აქტივობის და სხვების დახმარების სურვილით ავსებს. ლომის ფორმა ამ ნიშნის წარმომადგენელს სახლში აუცილებლად უნდა ჰქონდეს. სხვა თილისმაა არწივი და ჭიამაია. ჭიამაია ლომს ტემპერამენტის შერბილებაში დაეხმარება.
  • ქალწული – ამ ნიშანსაც ბევრი თილისმა აქვს. ესაა კუტკალია, ღორი, ჭივჭავი და მერცხალი. კუტკალიას ფორმა სიყვარულს და კეთილდღეობას მოგანიჭებთ. ღორი სიმდიდრეს მოგიტანთ. ფრინველი უსიამოვნებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ და კარგი განწყობით დაგმუხტავთ.
  • სასწორი – სასწორს შეესაბამება ბატი, მტრედი და ვირი. მრავალფეროვანია კომპანიაა. ბატი პერიპეტიის დროსაც სასურველი წონასწორობის და სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ბატის ატრიბუტი, მისი ბუმბული ხელს არ შეგიშლით. მტრედი ნეგატივისგან დაგიცავთ, ხოლო ვირი ინტუიციასთან დამეგობრებაში დაგეხმარებათ.
  • მორიელი – ამ ნიშანს ცხოველების სამყაროში ორი მფარველი ჰყავს. ესაა გაზელი და მწყერი. ენერგიული გაზელი თქვენს ცხოვრებაში სიმსუბუქეს და მოქმედების სურვილს შემოიტანს. ხოლო მწყერი ჯანმრთელობას და სიხარულს მოგიტანთ.
  • მშვილდოსანი – ვერძის მსგავსად, მშვილდოსანს ირემი მფარველობს. ის მშვილდოსანს არაკეთილმოსურნე და ბოროტი ხალხისგან იცავს. მეორე თილისმაა კაკაბი. ფრინველი დასახული მიზნების მიღწევაში და ოჯახის მხარდაჭერის მოპოვებაში დაგეხმარებათ. ამ ცხოველების ბრელოკი ან სურათი თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად უნდა იყოს.
  • თხის რქა – ამ ზოდიაქოს ნიშანს საინტერესო თილისმები აქვს. ესა შავი კატა და თხა. შავი კატა წარმატებას მოგიტანთ. იდეალურია, თუ შავი ფერის ცხოველს გაზრდით. თუ ამ ცხოველს ქუჩაში დაინახავთ, გამოკვებეთ და მოეფერეთ. თუ ჯანმრთელობის გაუმჯობესება გსურთ, მალაქიტისგან დამზადებული თხის ფიგურა შეიძინეთ.
  • მერწყული – მერწყულს მფარველობს თხა. ის წარმატებას მოგიტანთ. მტრედი, რომელიც მერწყულის თილისმების სიაშია, ახალი საქმის დასაწყებად და მღელვარე მოგზაურობისთვის ძალას მოგანიჭებთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ქალაქის მტრედები ხშირად გამოკვებოთ. ასე წარმატებას მოიზიდავთ.
  • თევზები – ადვილი მისახვედრია, რომ ამ ნიშანს თავად ზეციურმა მნათობებმა აკვარიუმის ქონა უბრძანეს. ასე უხილავი წარმატება თქვენს მხარეს იქნება. თევზის გარდა კუს ქონა რეკომენდებულია. ის თქვენს ცხოვრებაში სიმშვიდეს და ბალანსს შემოიტანს.

არც ერთ ზოდიაქოს ნიშანს თილისმა არ აკლია. ეს ამულეტები დაგეხმარებათ ჯანმრთელობის, ოჯახური ბედნიერების შენარჩუნებაში, ახალი საქმის თამამად დაწყებასა და ბალანსის დაცვაში.