მოყინულ გზაზე სიარულის წესები, რომ მოტეხილობა და დაზიანება თავიდან აიცილოთ

395

როცა გარეთ სიცივე და ყინვაა, გარეთ გასვლის სურვილი არ გაქვს, რადგან შემდეგ კლინიკაში ტრავმატოლოგთან რიგში დგომა არ გვინდა. უსიამოვნო შედეგების თავიდან ასაცილებლად წაიკითხეთ, როგორ არ მოცურდეთ ყინულზე. თუ ქუჩაში თოვლი უკვე გაიყინა, დაფიქრდით, როგორ გაზარდოთ თქვენი სიმტკიცე. რამდენიმე მარტივი წესი და ხრიკი დაგეხმარებათ, რომ წონასწორობა შეინარჩუნოთ და მოტეხილობა თავიდან აიცილოთ.

როგორ არ მოცურდეთ ყინულზე და არ დაზიანდეთ

რჩევები ტანსაცმლის ასარჩევად

  • წესი №1. ყინვაში საგარეო ფეხსაცმლის სწორად შერჩევა წარმატების გარანტიაა. აბსოლუტურად ბრტყელძირიანი ფეხსაცმელი არ აიღოთ. არჩევანი ყელიან ფეხსაცმელზე ან დაღარულძირიან ფეხსაცმელზე გააკეთეთ. აირჩიეთ ფეხსაცმელი, რომელსაც შერეული პროტექტორი აქვს, როცა პატარა ნახატები დიდთან შერწყმულია.
  • წესი №2. ისეთი საგარეო ტანსაცმელი შეარჩიეთ, რომელიც მოძრაობაში ხელს არ გიშლით. ქურთუკი დიდი კაპიუშონით არ გამოგადგებათ. დიდი ბეწვი სიარულისას ხედვაში ხელს შეგიშლით.
  • წესი №3. მხარზე გადაკიდული ჩანთა აირჩიეთ. მოყინულ გზაზე ასეთი უფრო მოსახერხებელია. გრძელსახელურიანი ჩანთით წონასწორობის დაკარგვის რისკი არსებობს.

საინტერესო ხრიკები – გარეთ გასვლამდე ხრიკები გამოიყენეთ. ფეხსაცმელი ნაკლებად რომ სრიალებდეს, კარტოფილი გაჭერით და ფეხსაცმლის ძირს წაუსვით. კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი, რომელიც ზამთარში დაცემისგან დაგიცავთ. ამ შემთხვევაში წებო, აცეტონი და ქვიშა დაგჭირდებათ. ფეხსაცმლის ძირი გარეცხეთ და გაამშრალეთ. შემდეგ აცეტონით გაწმინდეთ და წყალგამძლე წებო წაუსვით. შემდეგ მსხვილი ქვიშა მოაყარეთ. წებოს გაშრობას დაელოდეთ და ქუჩაში გადით.

სასარგებლო რეკომენდაციები –  ტანსაცმლის არჩევის წესები და ხრიკები გამოიყენეთ, რომ ყინულზე არ მოცურდეთ. ასე ტრავმატოლოგის პაციენტთა სიას არ შეემატებით. ამაში რამდენიმე რეკომენდაცია დაგეხმარებათ.

  1. ყინულზე სიარულისას ხელები ჯიბეში არ ჩაიწყოთ. აცურებისას წონასწორობის შენარჩუნებას ან რაიმეზე მოჭიდებას ვერ შეძლებთ.
  2. მთელ ძირზე დაწოლით და პატარა ნაბიჯებით იარეთ. თუ ფეხს ძალიან მაღლა არ აწევთ, მუხლებს ოდნავ მოხრით და ტანს წინ გადაწევთ, წონასწორობის შენარჩუნებას შეძლებთ.

რა უნდა გააკეთოთ, თუ არ გაგიმართლათ და ყინულზე აცურდით? ეცადეთ, რომ წინ ან გვერდზე დაეცეთ. სახლში ლეიბზე ივარჯიშეთ. ასე ზურგის, კუდუსუნის და კისრის სერიოზულ ტრავმას თავიდან აიცილებთ.