აზიური მასაჟი, რომელიც სახეს სულ რაღაც 2 კვირაში აგიწევთ

34472
აზიური მასაჟი, რომელიც სახეს სულ რაღაც 2 კვირაში აგიწევთ
აზიური მასაჟი, რომელიც სახეს სულ რაღაც 2 კვირაში აგიწევთ

ჩვენი კანის სილამაზე და ახალგაზრდობა სწორ სისხლის მიმოქცევაზე არის დამოკიდებული. სახის მასაჟი, რომელიც სისხლს და ლიმფას აცოცხლებს, ზედმეტი სითხე გამოაქვს, ნაოჭებს შესამჩნევად ამცირებს და სახის ფერს აუმჯობესებს. მისი გაკეთება ჩვეულებრივი კოვზით არის შესაძლებელი. “კოვზის მასაჟი” პოპულარულია იაპონიაში, კორეასა და ჩინეთში, ბოლო დროს კი ტექნიკა ევროპულ ქვეყნებშიც შემოვიდა: მაგ., მის გაკეთებას გერმანელი კოსმეტოლოგი რენე კოხი გირჩევთ.
ტექნიკა “კოვზის მასაჟი” ბევრი არსებობს და დრეს ყველაზე პოპულარული და ეფექტური სახის ვარჯიშები შევაგროვეთ. უკვე 2 კვირაში, თუ ყოველდღიურად შეასრულებთ შესამჩნევ ცვლილებას შეამჩნევთ.

რა დაგჭირდებათ

პატარა ზომის კოვზი (ჩაის ან დესერტის). აზიაში ხშირად ფაიფურის ან კერამიკის კოვზებს იყენებენ უფრო სასიამოვნო შეგრძნების და ზუსტი დაწოლის მისაღწევად. თუმცა ჩვეულებრივი ლითონის კოვზებიც გამოდგება, მთავარია, მათ ბასრი ზედაპირი არ ჰქონდეთ.

ნეიტრალური ზეთი, რომელზეც თქვენ ალერგია არ გაქვთ (მაგ., ქოქოსი) ან სახის კრემი. კრემი და კრემის მსგავსი ზეთი შეგიძლიათ მასაჟამდე წაისვათ, ხოლო თხევადი ზეთით კოვზი დაასველეთ. კრემის ვარიანტი უფრო მოსახერხებელია და უფრო ნაკლებ დროს მოითხოვს.
ცივი და ცხელი წყალი, შეგიძლიათ დაუმატოთ ბალახები (ცივი და ცხელი წყლის მონაცვლეობა სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას ხელს უწყობს, კანი ტონუსში მოჰყავს).

რამდენიმე სასარგებლო რჩევა

  • კოვზი ანტისეპტიკით დაამუშავეთ და ცალკე შეინახეთ;
  • მასაჟამდე სახე კარგად დაიბანეთ;
  • საჭირო რაოდენობის ზეთი ან კრემი წაისვით (თვალის ირგვლივ კანს მოერიდეთ);
  • ზეწოლას გააკონტროლეთ, რომ სისხლძარღვების დაზიანება და ჩალურჯება თავიდან აიცილოთ;
  • მასაჟისთვის საუკეთესო დროა არის – დილა;
  • ყურადღება მიაქციეთ ტემპერატურას: გაცხელებული კოვზი კანისთვის კომფორტული უნდა იყოს, რომ დამწვრობა თავიდან აიცილოთ.
  1. თვალის ქვეშ სიშავეს და ჩანთებს ვიშორებთ


თვალის ჩანთების მოსაშორებლად
გაგრილებული კოვზები თვალის ქვეშ დაიდეთ და მარჯვნივ-მარცხნივ და ზემოთ-ქვემოთ აბრუნეთ. თუ თვალის კრემს წაისვამთ, მოძრაობა უფრო ინტენსიური იქნება. პროცედურა 1-2 წუთი გააგრძელეთ.

თვალის სიშავის მოსაშორებლად
თვალები დახუჭეთ და გაგრილებული კოვზი ქუთუთოებზე ფრთხილად დაიდეთ. კოვზს გაცხელება აცადეთ, შემდეგ ცივ წყალში კვლავ გააგრილეთ და ისევ ქუთუთოებზე დაიდეთ. 5-7-ჯერ გაიმეორეთ.

2. წარბებს შორის ნაკეცს ვასწორებთ


გაგრილებული კოვზი წარბებს შორის ადგილას დაიდეთ და შემდეგ შუბლის ცენტრში გადაიტანეთ. ოდნავ დააწექით. იგივე პროცედურა გაცხელებული კოვზით გააკეთეთ. ცივი და ცხელი კოვზების მონაცვლეობის პროცედურა 10-ჯერ გაიმეორეთ.

3. ბატის თათებს ვაქრობთ


გაგრილებული კოვზი თვალის კუთხეში დაიდეთ და 5-7 წრიული მოძრაობა გააკეტეთ. ნელ-ნელა მოძრაობა საფეთქლისკენ გააგრძელეთ. გაცხელებული კოვზით ჩაანაცვლეთ და იგივე მოძრაობა გაიმეორეთ. ცივი და ცხელი კოვზების მონაცვლეობით პროცედურა 5-ჯერ გაიმეორეთ.

4. ხედვას “ვხსნით”


გაცხელებული კოვზი წარბების დასაწყისთან დაიდეთ და თანაბარი მოძრაობით წარბები ოდნავ ასწიეთ. პროცედურა 12-ჯერ გაიმეორეთ.

5. შუბლზე ნაოჭებს ვიშორებთ


შუბლის შუა ნაწილზე გაცხელებული კოვზები დაიდეთ და წრიული მოძრაობით ნელა საფეთქლებისკენ გადაიწიეთ. შემდეგ კვლავ შუბლის შუა ნაწილს დაუბრუნდით. გაგრილებული კოვზები კვლავ გააცხელეთ. პროცედურა 2-3 წუთის განმავლობაში გააგრძელეთ.

6. ცხვირ-ტუჩის ნაკეცს ვამცირებთ


პირი გააღეთ და ტუჩები ოდნავ მოკუმეთ. გაცხელებული კოვზები ცხვირის კუთხეებთან დაიდეთ. რამდენიმე წრიული მოძრაობა გააკეთეთ და ტალღური მოძრაობით კოვზები პირის კუთხეებისკენ გადაიტანეთ. აქ წრიული მოძრაობები გააკეთეთ და ტალღური მოძრაობით კვლავ ცხვირის კუთხეებთან დაბრუნდით. პროცედურა 5-7-ჯერ გაიმეორეთ.

7. მოიშორეთ ორმაგი ნიკაპი


გაცხელებული კოვზი ნიკაპის ქვეშ დაიდეთ და წრიული მოძრაობით ყურებისკენ წაიღეთ, კანს ოდნავ დააწექით. კოვზის ტემპერატურას ყურადღება მიაქციეთ. 10-ჯერ გაიმეორეთ.

8. ლოყების აწევა


გაცხელებული კოვზები ტუჩის კუთხეებთან დაიდეთ, დაიჭირეთ ვერტიკალურად. წრიული ან ტალღური მოძრაობით კოვზები ყურებისკენ გადაიტანეთ. შემდეგ კვლავ გააცხელეთ და საწყის პოზიციას დაუბრუნდით. პირი ოდნავ ღიმილის სახით გააღეთ, თითქოსდა ე ასოს თქმას ცდილობთ. გაიმეორეთ 5-6-ჯერ.

9. დეკოლტის არეზე იზრუნეთ


წრიული მოძრაობით მთელი დეკოლტეს არე დაიმასაჟეთ. კოვზების ტემპერატურა ცვალეთ, ჯერ ცხელი და შემდეგ ცივი. პროცედურა 10-ჯერ გაიმეორეთ.

10. კისრის კუნთები მოადუნეთ


გაცხელებული კოვზი ყურის ქვეშ დაიდეთ. კომფორტული დაწოლით, კოვზი წრიული მოძრაობით ნელ-ნელა მხრებამდე ჩამოიტანეთ. 10-ჯერ გაიმეორეთ.

უკუჩვენებულია
მასაჟზე უარი თქვით ან ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ, თუ თქვენ გაქვთ:
კუპეროზი
ლიმფური სისტემის დაავადება
სისხლძარღვები კანის ზედაპირთან ძალიან ახლოს არის
კანის ანთება გაქვთ.

მასაჟის გაკეთება ყოველდღიურად არის რეკომენდებული, მაგრამ ასეთი შესაძლებლობის არ ქონის შემთხვევაში, შეგიძლიათ პირადი განრიგი შეადგინოთ. მთავარია – ის რეგულარული უნდა იყოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს