2023 წლის პირველი სავსე მთვარე: რას უნდა ერიდოთ და როგორ გაატაროთ

416

ასტროლოგები და ეზოთერიკოსები თვლიან, რომ სავსე მთვარე ჯადოსნური პერიოდია, რომელსაც უნდა უფრთხილდეთ. 2023 წლის პირველ სავსე მთვარეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. 6 იანვრის საღამოს მგლის მთვარე კირჩხიბის და თხის რქის ღერძზე ამოვა. ამან შეიძლება მოიტანოს კამათი, უსიამოვნება და უთანხმოება, ფხიზელი ძილი.

რა პერიოდს მოიცავს 2023 წლის პირველი სავსემთვარეობა – მთვარის ზრდის პიკი 7 იანვარს 03:07 საათზეა, მაგრამ გამთენიისას მისი უარყოფითი გავლენა არ გაქრება. დაძაბულობა შეიძლება კიდევ ორი დღე, 9 იანვრამდე გაგრძელდეს. ამ პერიოდში იზრუნეთ, რომ მთვარის სინათლე ფანჯრიდან მძინარეს არ ეცემოდეს. ფხიზელი ძილი გექნებათ. ბევრს უძილობა შეაწუხებს.

რა გავლენას ახდენს სავსე მთვარე ადამიანზე – მთვარე კირჩხიბში ადამიანებში მგრძნობელობას, ზრუნვის, ყურადღების და ემპათიის გამოჩენის მოთხოვნილებას გამოავლენს. თხის რქა საქმეების და ფიქრების მოწესრიგებისკენ მოგიწოდებთ. იანვრის სავსემთვარეობის პერიოდში ჩხუბის, კონფლიქტის, უთანხმოების რისკი გაიზრდება. ნათქვამი შეიძლება არასწორად გაიგონ, რეალობა დამახინჯდება. ცხოვრების ყველა სფეროში ლიდერობისთვის ბრძოლის გრადუსი გაიზრდება. სავსემთვარეობას სხვადასხვა თაღლითები აქტიურდებიან, აპათია, ნევროზი და დეპრესია მწვავდება. მენტალურ ჯანმრთელობას და ფსიქიკას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

რა არ უნდა გააკეთოთ სავსე მთვარეს

  • ემოციების ზედმეტად გამოვლენა, განსაკუთრებით ნეგატიურის.
  • გრძელვადიანი საქმის დაწყება, პროექტების დამტკიცება.
  • მსხვილი რამის შესყიდვა, როგორიცაა უძრავი ქონება, ავტომობილი, მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
  • რემონტის გაკეთება, გადაკეთება, მშენებლობის დაწყება.
  • ფულის გასესხება ან ვალის აღება.
  • ხელის თხოვნა, დაქორწინება, ჯვრის დაწერა.
  • უცნობების ნდობა.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ სავსე მთვარეზე – სავსემთვარეობის პერიოდში ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, რომელიც შემოქმედებასა და შექმნაში უნდა გამოიყენოთ. კარგი დროა, რომ მივიწყებული ჰობი გაიხსენოთ, დრო მებაღეობას დაუთმოთ. სასურველია, რომ საღამო ოჯახთან  ერთად გაატაროთ. სამაგიდო თამაში ითამაშეთ ან საინტერესო ფილმს უყურეთ. აუცილებელია, რომ ერთმანეთს სასიამოვნო შთაბეჭდილებები გაუზიაროთ, აქ და ახლა იცხოვროთ. შინ მომზადებული ვახშამი და საყვარელი საჩუქრები სიტუაციას განმუხტავს.