ნემსი შემოსასვლელ კართან დადეთ, რომ ავმა სულებმა თქვენს სახლს გვერდი აუაროს. ძლიერი ამულეტი

2510

ზოგჯერ ჩვენს ცხოვრებაში შემოდის ბოროტება, რომელიც ყველა გეგმას და ოცნებას გვიშლის. ხშირად ესაა ნეგატიური ენერგია, რომელიც თქვენი მტრებისა და არაკეთილმოსურნეებისგან მოდის. ზოგიერთ მათგანს ჯადოს გაკეთება შეუძლია. მათი მოშორება რთულია, მაგრამ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ. ჯადოსნური რიტუალები ბოროტებისგან ძლიერი დამცველია. Vivien ერთ–ერთ ასეთ რიტუალს გიზიარებთ. ძლიერი შელოცვა ყოველგვარი ბოროტებისგან დასაცავად.

ბოროტებისგან ძლიერი დაცვა – უბრალო ნემსი არა მხოლოდ საოჯახო საქმეში, არამედ ჯადოქრობაში დაგეხმარებათ. ეს ძლიერი ხელსაწყოა, რომელსაც ხშირად იყენებენ, როცა ადამიანისთვის ბოროტება სურთ. თუმცა დაცვაშიც დაგეხმარებათ. დღეს ასეთ რიტუალზე ვისაუბრებთ. ამ რიტუალით სახლს ბოროტებისგან, ნეგატივისა და ჯადოსგან დაიცავთ. ზოგადად, ყველაფერი ცუდისგან, რაც ცხოვრებაში შეიძლება შეგხვდეთ. ნებისმიერი უწმინდური ასეთი ამულეტის წინაშე სუსტდება.

რიტუალის შესასრულებლად უბრალო ნემსი დაგჭირდებათ. აუცილებელი არაა, ახალი იყოს. გამოიყენეთ ის, რომელიც მოგწონთ. თუ ზედმეტი ნემსი სახლში არ გაქვთ, იყიდეთ. აირჩიეთ დღე და დრო, როცა ხელს არავინ შეგიშლით. მთვარის ფაზებს მნიშვნელობა არ აქვს. დღის სინათლეზე ფანჯარასთან მიდით და ნემსი მარცხენა ხელში ბლაგვი მხრიდან დაიჭირეთ. სინათლისკენ მიმართეთ და თქვით: „სინათლევ, სიკეთე დაიცავით, ბოროტება და სიბნელე უკან გააბრუნეთ. ასე იყოს!“

შემდეგ ნემსი შემოსასვლელ კარში შიგნიდან უნდა ჩაარჭოთ. ეს ისე უნდა გააკეთოთ, რომ ბასრი მხარე კარისკენ იყოს მიმართული. გვერდიდან ან ზემოდან ან ორივეგან შეგიძლიათ მიამაგროთ. მთავარია, კარისკენ იყოს მიმართული, თითქოს შუბია, რომელიც მზადაა ნებისმიერი ბოროტება გაანადგუროს. ისე გააკეთეთ, რომ ნემსი თვალშისაცემი არ იყოს. ასეთი ნივთები სხვებისგან დამალულად შეინახეთ. არავინ იცის, ვინ გისურვებთ ბოროტებას.

რიტუალის შემდეგ ყურადღება მიაქციეთ ყველას, ვინც სახლში შემოდის. ეს ამულეტი ნებისმიერ ბოროტებას იგერიებს. თუ ადამიანი ავი ზრახვებით გესტუმრათ, თავს არაკომფორტულად იგრძნობს. ისეთი შეგრძნება ექნება, თითქოს არყევენ. მალე წასვლას ისურვებს. ასეთი ადამიანები სახლში ისევ არ დაპატიჟოთ. ნემსი ნებისმიერი ნეგატიური გავლენისგან დაგიცავთ. ნებისმიერ ბოროტებას გაანეიტრალებს. 1 წლის შემდეგ ნემსი გადააგდეთ და ახალი რიტუალი ჩაატარეთ.

ბოროტებისგან ძლიერი დამცველია. მარტივი რიტუალი სახლს ყველაფერი ცუდისგან დაიცავს. იმედი გვაქვს, რომ თქვენი მტრების განეიტრალებაში დაგეხმარებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს