ქმარი პენსიაზე გასვლის შემდეგ ჭირვეულ ბაბუად გადაიქცა. არ ვიცი, რა გავაკეთო

258

ასაკს მნიშვნელობა აქვს, როცა თქვენი ქმარი ბერდება, თავად კი ენერგიით სავსე ხართ. ქალი ასაკით უფროს კაცზე ხშირად ქორწინდება, თუმცა რაღაც მომენტში სერიოზული პრობლემები იწყება. ფსიქოლოგები გვპასუხობს, რატომ ხდება ასე და როგორ ავიცილოთ თავიდან.

ასაკს მნიშვნელობა აქვს – ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება მრავალი როლისგან შედგება. თითოეული როლის შესრულებით ჩვენს რუტინას აზრს ვმატებთ. ასაკის მატებასთან ერთად სოციალური სტატუსების რაოდენობა იკლებს. ეს პენსიაზე გასვლისას განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა.

წარმოიდგინეთ სიტუაცია. მამაკაცი პენსიონერია, ხოლო მისი ცოლი ისევ მუშაობს. ქალი ამჩნევს, რომ მეუღლემ ცხოვრებისადმი ინტერესი დაკარგა. საკუთარ თავში ჩაიკეტა, არავის ხვდება და ეკონტაქტება. ამ ფონზე ურთიერთობაც უარესდება. რა უნდა გააკეთოს? ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ მსგავსი ცვლილებები ნორმალურია. საქმე იმაშია, რომ მამაკაცის ცხოვრება ხშირად სამსახურის გარშემო ტრიალებს. ეს უბრალოდ ფულის გამომუშავების მეთოდი არაა. ეს ადგილია, სადაც ადამიანი უნიკალურ პიროვნებად ყალიბდება. ეს სოციალური როლი კაცისთვის ფუნდამენტურია. როცა თავის სტატუსს კარგავს, ყველა მიზანი ავტომატურად ქრება. ცხოვრების გემო იკარგება, ყველაფერი უაზრო ხდება. პენსიონერები თავს ისე გრძნობენ, თითქოს ისინი მოიშორეს, ახლა არავის სჭირდებათ, მათი ადგილი სხვებმა დაიკავეს.

როგორ გადავლახოთ რთული პერიოდი ურთიერთობაში – ამ რთულ დროში ცოლის მოვალეობაა, მამაკაცზე ზეწოლა არ მოახდინოს. მნიშვნელოვანია, რომ საყვარელი ადამიანის მდგომარეობა დროულად შეამჩნიოთ და მხარი დაუჭიროთ. ყველა ადამიანი ამ გარდამავალ პერიოდს სხვადასხვაგვარად უმკლავდება. ზოგი პენსიაზე გასვლისთანავე ახალ საქმეს იწყებს. ზოგი წარსულ დროზე ნაღვლობს. ახალ ცხოვრებას მალე რომ შეეგუოთ, ამაზე წინასწარ დაფიქრდით. სამუშაო დატვირთვა თანდათან შეამცირეთ. მაგალითად, ნაკლები საათი იმუშავეთ. ასე ზომიერ ცხოვრებას ადვილად შეეგუებით.

წინასწარ დაფიქრდით, როგორ ხედავთ სიბერეს. პენსიაზე გასვლა სამყაროს აღსასრული არაა. პირიქით, ბევრ შესაძლებლობას გაძლევთ გააკეთოთ ის, რისი დროც ადრე არ გქონდათ. გაიხსენეთ, რისი გაკეთება გსურდათ ადრე. მამაკაცები საკუთარ თავს ხშირად თევზაობაში, ხუროობაში ხედავენ. ცოლები, რომელთა ქმრები პენსიაზე მათზე ადრე გავიდნენ, მეუღლის განწყობის ხშირი ცვლილებისთვის უნდა მოემზადონ. ეს ნორმალურია. ყველა ადამიანი მაშინვე ვერ იღებს იმ ფაქტს, რომ ძველი ცხოვრების დაბრუნება შეუძლებელია. შეიძლება დაეწყოს აპათია, დარდი, ბრაზიც. მხოლოდ საყვარელი ქალის გვერდით შეძლებს ყველაფრის დაძლევას.

ცოლ–ქმარი ერთმანეთის ენერგიით უნდა იკვებებოდნენ. როცა მეუღლე პენსიაზე გავა, თქვენი მხარდაჭერა დასჭირდება. ასე ცხოვრების გაგრძელება გაუადვილდება. მამაკაცს ამ სამყაროს შეცნობა არ უნდა აშინებდეს, ნებისმიერ შესაძლებლობას დიდი ინტერესით და გატაცებით ხელი უნდა მოკიდოს. ფსიქოლოგები გირჩევთ, რომ წარმოუდგენელი მიზნები არ დაისახოთ. მაღალი დონე ვერ დაგეხმარებათ, უფრო სიტუაციას გაამწვავებს. სწორად დაგეგმვა არ დაგავიწყდეთ. ასე გაფანტულობის პერიოდებს გაუმკლავდებით, როცა არ იცით, რას მოკიდოთ ხელი.

ასაკს მნიშვნელობა აქვს, როცა ცოლ–ქმარი ურთიერთობაზე მუშაობისთვის მზად არაა. ეს მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგაც უნდა გააკეთოთ. თუ თქვენი მეუღლე პენსიაზე გავიდა, თქვენ არა, გახსოვდეთ, რომ ახალ ცხოვრებას უნდა შეეგუოთ. იქნება ეს ადვილი თუ არა, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ახლობლების მხარდაჭერა ერთ–ერთი მათგანია. აუცილებელი არაა, რომ მეუღლის საყრდენი გახდეთ. უბრალოდ მხარი დაუჭირეთ და სირთულეების გადალახვაში დაეხმარეთ. თქვენ ხომ გუნდი ხართ.