წარმატებული ფერები და ფასონი: რა სამოსში შევხვდეთ კურდღლის წელს

389

თუ გჯერათ, რომ როგორც შეხვდებით ახალ წელს, მთელ წელს ისე გაატარებთ, მაშინ დღევანდელი სტატია თქვენთვისაა. მომავალი წლის სიმბოლო წყლის შავი კურდღელია. საბედნიეროდ, ვეფხვზე უფრო მშვიდი ცხოველია, თუმცა სწორად უნდა შეხვდეთ, სწორი ატრიბუტები გამოიყენოთ. Vivien შესაბამისი იმიჯის შესაქმნელად მომზადებას გირჩევთ. მას, ვისაც ცხოვრება ბრჭყვიალების გარეშე ვერ წარმოუდგენია, გაუჭირდება. მშვიდი კურდღლის გულის მოსაგებად მაქსიმალურად თავშეკავებული უნდა იყოთ. გიამბობთ, როგორ სამოსში შეხვდეთ ახალ წელს.

2023 წლის აქტუალური ფერები – როგორც უკვე მიხვდით, 2023 წლის შესახვედრად მშვიდი ფერის მოსახერხებელი ტანსაცმელი საუკეთესო ვარიანტია. ცისფერი, ლიმონისფერი, ვარდისფერი და ზეთისხილისფერი ფუმფულა სტუმრის შესახვედრად წარმატებული ფერებია.

  • შავი – ახალი წლის პირველ დღეს შავი თამამად შეგიძლიათ ჩაიცვათ, რადგან ერთ–ერთი მთავარი ფერია. ის სულიერ მდგომარეობას ასტაბილურებს, თავდაჯერებულობას ზრდის. სტილს ნაკლებად გამომწვევი ვერცხლის ან ოქროს აქსესუარები შემატეთ.
  • ცისფერი – იდეალური ფერია, რომელიც წყლის სტიქიის სიმბოლოა. კურდღელი ხომ ჩვენთან ამ სტიქიიდან მოვიდა. ეს არისტოკრატული, თავშეკავებული და ყოველთვის მოდური ფერი აბსოლუტურად ყველას უხდება. ცისფერი სამოსი ჰარმონიას მოგანიჭებთ.
  • ნარინჯისფერი – ესეც მისაღები ფერია. წარმატებას და ნანატრ იღბალს იზიდავს. არსებობს ნიუანსი: ასეთი კაშკაშა ფერის ჰარმონიზაციისთვის, ნატურალური ქსოვილი შეარჩიეთ. მაგალითად, სელი, ბამბა ან აბრეშუმი.
  • მწვანე – თუ შემოსავლის და მატერიალური კეთილდღეობის გაზრდა გსურთ, რაღაც მწვანე ჩაიცვით. ეს შეიძლება იყოს კაბა, ქამარი, შარფი, წინდა ან თეთრეული.

ასტროლოგები ერთხმად გირჩევენ, რომ ბიჟუტერიას და ბასრ აქსესუარებს თავი აარიდოთ. უხარისხო იაფი აქსესუარი სხვა შემთხვევისთვის შეინახეთ. კურდღელი სისუფთავეს და მოკრძალებას აფასებს, მაგრამ სიყალბეს ვერ იტანს. ძალიან კაშკაშა მაკიაჟი კარგს არაფერს მოგიტანთ, მხოლოდ პრობლემას გაამწვავებს. გაითვალისწინეთ, რომ ცხოველს ყველაფერი ნატურალური მოსწონს.

რა ჩავიცვათ ახალ 2023 წელს – სამოსის ფერი ყველაფერი არაა. საერთო სილუეტი, სტილი და ფასონიც მნიშვნელოვანია. ამ პარამეტრებით მთელი ღამე და მთელი წელი სწორ განწყობას შექმნით. მთავარი გზავნილი, კომფორტულად ჩაიცვით.

  • საღამოს კაბა – თუ საღამოს კაბისკენ იხრებით, თავისუფლად აჭრილი უნდა იყოს. მოძრაობაში არ უნდა გზღუდავდეს. სქელ ნატურალურ ქსოვილს უპირატესობა მიანიჭეთ. მუხლს ქვემოთ ან მაქსიმალურად გრძელი კაბა შეარჩიეთ.
  • კოქტეილის კაბა – პატარა დახვეწილი კაბა მოდიდან არასდროს გადავა. მთავარი კრიტერიუმი: სხეულის ფორმებს ერგებოდეს და გამომწვევი არ იყოს. ბალანსი გახსოვდეთ. აქცენტებში არ გადააჭარბოთ. მარტივი სამოსი და თავშეკავებული მაკიაჟი იდეალურია.
  • შალის, ნაქსოვი ტანსაცმელი – ზოგიერთი ასტროლოგი მოგიწოდებთ, რომ ახალ წელს ფუმფულათი შეხვდეთ. ნაქსოვი კაბა მომგებიანი ვარიანტია. სტილს სამაჯური ან ლამაზი ყელსაბამი შემატეთ.
  • შარვალ–კოსტუმი – ოღონდ ოფისის და წვეულების კოსტუმები არ აგერიოთ. ახალი წლის კოსტუმი ნაკლებად მკვრივი, უფრო მოქნილი და ძვირადღირებული ქსოვილისგან შეკერილი უნდა იყოს. თანამედროვე და თავისუფალი ჭრილის.
  • კომბინიზონი – თამამი, მაგრამ მოდური ვარიანტი. შესამჩნევი, როგორც შარვალ–კოსტუმი, მაგრამ სტილს სექსუალურობას მატებს. თეთრი ფერის კომბინიზონი შეარჩიეთ, რომ ქვეცნობიერად ჯანმრთელობა და გონების სიცხადე მოიზიდოთ.

ახალ წელს მერკური რეტროგრადულია, მაგრამ არ შეგეშინდეთ. უბრალოდ ყველაფერში (ტანსაცმელი, საკვები, აქსესუარები) კლასიკური წესი დაიცავით. ძველი და გამოცდილი ნივთები იდეალური არჩევანია. ძალიან ჭრელი არ ჩაიცვათ. მაგალითად, ტანსაცმელი ლეოპარდის პრინტით საწყალ ცხოველს შეაშინებს, მთელი ზამთარი დივნის ქვეშ ჯდომას აიძულებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს