აირჩიეთ მამაკაცი სხეულის აგებულებით და ნახეთ, რას ამბობს თქვენს პარტნიორზე

551

ადამიანის გარეგნობა მის შინაგან სამყაროსთან პირდაპირ კავშირშია. ჩვეულებრივ, ამას ვერ ვამჩნევთ, მაგრამ გაწვრთნილი თვალისთვის ეს კავშირი ნათელია. მაგალითად, მამაკაცის სხეულის აგებულება არა მხოლოდ პარტნიორის ხასიათზე, არამედ მისი რჩეულის თვისებებზეც ბევრს ამბობს. ამ 8 მამაკაცს შეხედეთ და აირჩიეთ ის, რომელიც თქვენს რჩეულს საუკეთესოდ შეეფერება. გაშიფვრა გაგაოცებთ.

  1. ნარცისი – ამ კაცს გულგრილი არც ერთი ქალი ჩაუვლის. ქალის მზერას მაგნიტივით იზიდავს. ამით ამაყობს და საამაყო ნამდვილად აქვს: სილამაზე, მომხიბვლელობა, ნიჭი და წარმატება ერთ ფლაკონში. აი, თქვენც მისი გავლენის ქვეშ მოხვდით. მხოლოდ ახლოს გაცნობისას ხვდებით, რამდენად ეგოისტი და თავდაჯერებულია. ქალი, რომელიც ნარცისტს ირჩევს, ამ თვისებებით თავად სცოდავს. ორი საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანის კავშირი უფრო შედარებას ჰგავს, თუ ვინ არის უკეთესი. ამ წყვილს ჰარმონია და სიმშვიდე არ უწერია, სანამ ორივე საკუთარ ხასიათზე არ იმუშავებს.
  2. ემოციურად დაშორებული – მისთვის ხმის მიწვდენა ძალიან რთულია. თითქოს ყინულის აისბერგია, რომელიც ემოციებს არ გამოხატავს. ასეთი აღნაგობის ადამიანი ხშირად ბოდიშს იხდის, თავდაუჯერებელია და წარსულით ცხოვრობს. დიდი ალბათობით, ასეთ ადამიანს გულწრფელი სიყვარული არ შეუძლია. უკეთეს პარტნიორს იმსახურებთ. მას, ვინც ემოციურ სითბოს მოგცემთ.
  3. დაბალი თვითშეფასების მქონე – მამაკაცის ტანი ბევრ რამეს ამბობს. ნომერ მესამე მამაკაცი თავდაუჯერებელია. ფიქრობს, რომ სხვებზე ცუდია და ბედნიერებას არ იმსახურებს. ამავდროულად, მასში წარმატების მიღწევის პოტენციალს ხედავთ. სამწუხაროდ, თავად ამის არ სჯერა. თუ ასეთ ადამიანს შეხვდით, ურთიერთობაზე დიდი მუშაობა მოგიწევთ. შესაძლოა, სითამამის და შეუპოვრობის გამოჩენაც მოგიწიოთ. გირჩევთ, სიტუაცია გაუშვათ. ასე ნახავთ, როგორ გაიშლება თქვენი პარტნიორი და საყვარელ ადამიანზე პასუხისმგებლობას აიღებს.
  4. მერყევი – მის ცხოვრებაში ბევრი ხანმოკლე რომანი იყო. სერიოზული ურთიერთობა არ შეუძლია. ქალს თავბრუს დახვევის და ხელზე ბეჭდის გაკეთების უფლებას არ მისცემს. რატომ შეხვდით ასეთ ადამიანს? სავარაუდოდ, მამაკაცის ყურადღება, მისი გაბედული მოქმედება გაკლიათ. ეს ის რჩეული არაა, რომელიც გაგაბედნიერებთ. საკუთარი თავის პატივისცემა დაიწყეთ და გააცნობიერეთ, რომ მეტის ღირსი ხართ. ასე მამაკაცი პატივისცემით მოგეპყრობათ.
  5. წურბელა – როგორც მომაბეზრებელი პარაზიტი, ძლიერ ქალებს ეკვრის და მათი რესურსებით ცხოვრობს. სანაცვლოდ არაფერს იძლევა, რჩეულს მხოლოდ მთელ ძალას ართმევს. სავარაუდოდ, წურბელას რჩეულს დაბალი თვითშეფასება აქვს. ამის მიზეზი ბავშვობის ტრავმა ან მტკივნეული წარსული ურთიერთობა შეიძლება იყოს. ეს გააცნობიერეთ და თქვენს პიროვნებაზე იმუშავეთ. ასე მიხვდებით, რომ მთელი ეს დრო სხვებისთვის ზედმეტად „კომფორტული“ იყავით.
  6. შარიანი – ასეთი ადამიანის გულის მოგება რთულია. საკამათო მიზეზს ყოველთვის პოულობს. თქვენს გარეგნობას და საქციელს მუდმივად აკრიტიკებს. მამის ტონი მოირგო და ისე გელაპარაკებათ, თითქოს პატარა სულელი გოგო იყოთ. რა თქმა უნდა, ეს ზრდასრული თვითკმარი ქალისთვის შეუფერებელია. ასეთი ურთიერთობის მიზეზი პირად საზღვრებთან დაკავშირებული პრობლემა შეიძლება იყოს. უნდა აუხსნათ, რომ ამას არ მოითმენთ. დასამცირებლად სხვა ობიექტი მოძებნოს, თქვენ თავი დაგანებოთ.
  7. შეშინებული – მისი თვითშეფასება ძალიან დაბლაა. ყველაფერში გეთანხმებათ, საკუთარი აზრი არ აქვს. რატომ აირჩიეთ ასეთი პარტნიორი? სავარაუდოდ, ყველაფრის გაკონტროლება გიყვართ. ასეთი მამაკაცი თქვენთვის იდეალურია. მორჩილად მოგისმენთ და ჩუმად იქნება. სამწუხაროდ, ნამდვილ მამაკაცს ვერ უწოდებთ, უფრო თქვენი ძაღლია მოკლე საბელზე.
  8. მონა – მისი ერთადერთი ქალი არ ხართ. დაქორწინებულია ან უკვე სერიოზულ ურთიერთობაშია. მისთვის უფრო სათადარიგო ვარიანტი ხართ. თუ მასთან ხართ, გამოდის, რომ თვითშეფასების პრობლემები გაქვთ. მატყუარა და მოღალატე კაცთან შეხვედრა თავმოყვარე ქალისთვის უღირსია. გამოსავალი ერთია. კავშირი სასწრაფოდ გაწყვიტეთ.

მამაკაცის ტანი უფრო მეტია, ვიდრე აღნაგობა. მას ადამიანის და მისი პარტნიორის ხასიათსა და პრობლემებზე ბევრის თქმა შეუძლია. იმედი გვაქვს, რომ ამ ფსიქოლოგიური ტესტით დასკვნების გაკეთება მოახერხეთ. დაე, ეს ნიშანი იყოს, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ უნდა შეცვალოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს