გლინტვეინის, საშობაო სასმელის მომზადების ყველა საიდუმლო

616

გლინტვეინი ცხელი სასმელია. კლასიკურ ვარიანტში შედის წითელი ღვინო, რომელიც 70 გრადუსამდე ცხელდება, ასევე შაქარი და სხვადასხვა სანელებელი. თითოეულ საშობაო ბაზრობაზე არომატული სითხით სავსე დიდი კასრი შეგიძლიათ ნახოთ. როგორც გლინტვეინის გემოების მრავალფეროვნება, ასევე მისი ფასიც გვაოცებს. ხშირად სასმელი ძალიან ძვირი ღირს. Vivien გიამბობთ, როგორ მოხარშოთ გემრიელი გლინტვეინი სახლში და ფული დაზოგოთ. საშობაო სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მშრალი ან ნახევრად მშრალი წითელი ღვინო, ციტრუსი და ვაშლი. ასევე ბევრი სანელებელი, რომელიც სასმელს საოცარ გემოს და არომატს შემატებს.

გემრიელი გლინტვეინის მომზადების 2 მეთოდი: ყველაფერი ამ სასმელზე

1. კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 300 მლ წითელი ღვინო
  • 1 ჩხირი დარიჩინი
  • 2 მიხაკი
  • ილი გემოვნებით
  • ანისული გემოვნებით
  • 0,5 ვაშლი
  • 1 ლიმონის ცედრა
  • 0,5 ფორთოხალი
  • შაქარი გემოვნებით
  • მწიკვი მუსკატის კაკალი

მომზადების წესი:

  1. ფორთოხალი და ვაშლი კარგად გარეცხეთ. ციტრუსი რგოლებად დაჭერით. ვაშლს შუაგული ამოაჭერით და ნაჭრებად დაჭერით.
  2. ქვაბში ხილი მოათავსეთ. სანელებლები და შაქარი დაუმატეთ. წვრილად გახეხილი ლიმონის ცედრა დაუმატეთ. ღვინო ჩაასხით და კარგად აურიეთ.
  3. ნარევი ქურაზე 70 გრადუსამდე გააცხელეთ, ადუღების საშუალება არ მისცეთ. ქურიდან გადმოდგით. თავსახური დაახურეთ და 15 წუთით გააჩერეთ.
  4. სასმელი ჭიქებში ჩაასხით. მზადაა!

2. უალკოჰოლო გლინტვეინის მარტივი რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 0,3 ჩ/კ ილი
  • 2 ანისული
  • 5 მიხაკი
  • დარიჩინი გემოვნებით
  • 2 მწიკვი მუსკატის კაკალი
  • 0,5 ლიმონი
  • 1 ლ ყურძნის წვენი
  • 250 მლ ფორთოხლის წვენი
  • შაქარი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ყურძნის და ფორთოხლის წვენი ქვაბში ჩაასხით. ნარევი გააცხელეთ, ადუღებამდე არ მიიყვანოთ.
  2. ლიმონი ნაჭრებად დაჭერით. ლიმონი, სანელებლები და შაქარი წვენს დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
  3. ცეცხლი გამორთეთ. თავსახური დაახურეთ და 15 წუთით გააჩერეთ.
  4. სასმელი სქელმინიან ჭიქებში ჩაასხით და სუფრაზე გაიტანეთ.

გლინტვეინის სარგებელი და ზიანი – საშობაო სასმელის სასარგებლო თვისებების შესახებ თითქმის ყველამ იცის. სასმელი გრიპსა და სურდოს ებრძვის. შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალებაა, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს. უკუჩვენებები არ დაგავიწყდეთ. კლასიკური გლინტვეინი ალკოჰოლს და ბევრ სანელებელს შეიცავს, ამიტომ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს ფრთხილად უნდა დალიოთ.

თუ გლინტვეინის მომზადების წესებს დაიცავთ და ადუღებამდე არ მიიყვანთ, საოცარ სასმელს მიიღებთ, რომელიც თავის თვისებებს არ დაკარგავს. სანელებლების ზედმეტად დამატება არ ღირს. ასე შობა არომატული და დაუვიწყარი გახდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს