4 იდეა, როგორ გააფორმოთ ლამაზად სენდვიჩები ქარსალით

222

პური, კარაქი, ქარსალა – კომბინაცია, რომელიც არავის აოცებს. Vivien გიამბობთ, როგორ სრულყოთ კლასიკური საახალწლო წასახემსებელი. დარწმუნდებით, რომ სენდვიჩების გასაფორმებლად დიდი ძალისხმევა საჭირო არაა. გაქვთ ქარსალის კონსერვი? მაშინ გამოიყენეთ სადღესასწაულო სენდვიჩებში, რომლებიც ავოკადოთი, პომიდვრით, კივით ან კვერცხით მზადდება. ასეთი უჩვეულო გაფორმება თქვენს სუფრაზე ცივ წასახემსებლებს რამდენიმე ქულას შემატებს.

1. სენდვიჩები კვერცხით და პომიდვრით

ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 2 ს/კ მაიონეზი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 პომიდორი
  • 6 ნაჭერი შავი პური
  • 6 ქარსალა
  • 10 გ ოხრახუში

მომზადების წესი:

  1. კვერცხი მოხარშეთ. გაგრილება აცადეთ და მსხვილად გახეხეთ. მაიონეზი აურიეთ.
  2. გასუფთავებული ნიორი დაჭყლიტეთ და კვერცხის მასას დაუმატეთ, კარგად აურიეთ.
  3. პომიდორი კარგად გარეცხეთ. თხელ რგოლებად დაჭერით.
  4. პური მშრალ ტაფაზე გახუხეთ. გაცივებულ პურს კვერცხის მასა წაუსვით, ზემოდან პომიდორი, ქარსალა და მწვანილი დაუმატეთ.

2. სენდვიჩი კიტრით და კვერცხით

ინგრედიენტები:

  • 0,5 კიტრი
  • 4 კვერცხი
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 4 ჩ/კ კარაქი
  • 6 ნაჭერი ჭვავის პური
  • 100 გ ქარსალა
  • მწვანე ხახვი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. კვერცხი, მარილი და დაფქული შავი წიწაკა ათქვიფეთ. ტაფაზე კარაქი გააცხელეთ, კვერცხი შეწვით, მუდმივად აურიეთ, შემდეგ გააგრილეთ.
  2. მწვანე ხახვი გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. კიტრი გარეცხეთ. თხელ ზოლებად დაჭერით.
  3. პურის ნაჭრებს კარაქი წაუსვით. მასზე კიტრი და კვერცხი მოათავსეთ. ზემოდან თევზი დაადეთ და ხახვი მოაყარეთ.

3. სენდვიჩი ყველით და კივით

ინგრედიენტები:

  • 2 კბილი ნიორი
  • 50 გ მდნარი ყველი
  • 4 ს/კ მაიონეზი
  • 1 ბაგეტი
  • 160 გ ქარსალა
  • კარაქი გემოვნებით
  • 3 ს/კ ბროწეული
  • 2 კივი

მომზადების წესი:

  1. კივი გათალეთ და ნაჭრებად დაჭერით. ნიორი გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ.
  2. მდნარი ყველი, ნიორი და მაიონეზი აურიეთ.
  3. ბაგეტი ნაჭრებად დაჭერით. ტაფაზე ცოტა კარაქში შეწვით. ოდნავ შეაგრილეთ.
  4. პურის ნაჭრებს ყველის მასა წაუსვით. ზემოდან თევზი და კივის ნაჭრები დააწყვეთ. ბროწეულის მარცვლები მოაყარეთ.

4. სენდვიჩები ავოკადოთი და მწვანილით

ინგრედიენტები:

  • 1 ტოტი ოხრახუში
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ავოკადო
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 6 ნაჭერი პური
  • 100 გ ქარსალა

მომზადების წესი:

  1. ოხრახუში გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. ნიორი გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ.
  2. ავოკადოს ქერქი და კურკა მოაშორეთ. რბილობი დაჭყლიტეთ, ლიმონის წვენი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  3. ნიორი და ოხრახუში დაუმატეთ. მარილი და წიწაკა მოაყარეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.
  4. შავი პურის ნაჭრები უზეთოდ გახუხეთ. გააგრილეთ და ავოკადოს ნარევი წაუსვით. ზემოდან ქარსალა დაადეთ.

წელს ახალი და საინტერესო რეცეპტების სასარგებლოდ კლასიკაზე უარი თქვით. ასე სადღესასწაულო სუფრა მინიმალური ძალის და ფულის გამოყენებით კაშკაშა გახდება.