7 ელეგანტური ვარიანტი, როგორ ჩაიცვათ ქალის პიჟაკი

607

აღსანიშნავია, რომ პიჟაკი გარდერობის ერთ–ერთი ძირითადი ელემენტია, რომელსაც გვერდს ვერ აუვლით. ეს როგორც ქალის, ასევე კაცის ჩაცმულობას ეხება. დიდი ხანია პიჟაკი მხოლოდ საქმიანი და ოფიციოზის სტილი არაა. ამ ნივთმა მრავალ სტილსა და მოდის ტენდენციებში ფესვები მყარად გაიდგა. ფერების, მასალების და სტილის მდიდარი მრავალფეროვნება საშუალებას გვაძლევს ვიპოვოთ ის, რომელიც ზუსტად შეგვეფერება. ეს ეხება სიმაღლეს, ტექსტურას, აღნაგობას და მოხერხებულობას. Vivien გიამბობთ, როგორ ჩაიცვათ პიჟაკი, რომელი მოდელია მოდაში და რა იქნება აქტუალურია არა ერთი წელი.

ქალის პიჟაკის 7 მოდური სტილი – ყოველწლიურად წამყვანი დიზაინერები კოლექციების ჩვენების შემდეგ პრაქტიკულ რეკომენდაციებს იძლევიან, თუ რასთან ერთად უნდა ჩაიცვათ პიჟაკი, რომ ყოველთვის მშვენივრად და თავდაჯერებულად გამოიყურებოდეთ. ყველაზე ელეგანტური და პრაქტიკული მოდელები შევარჩიეთ და სიამოვნებით გიზიარებთ.

  1. კუბოკრული პიჟაკი – მსხვილუჯრებიანი პიჟაკი კარგია იმით, რომ ნებისმიერ რამეს შეგიძლიათ შეუხამოთ. დღევანდელ რეალობაში ასეთ პიჟაკთან ერთად შეგიძლიათ ჩაიცვათ როგორც ღია ფერის სპორტული მაისური, ასევე ჩვეულებრივი როლინგი. პირველი ვარიანტი მთელ სიმკაცრეს აქრობს და ქუჩის სტილისთვის შესაფერისია. მეორე ვარიანტს შეგიძლიათ შემატოთ მასიური ბიჟუტერია. ასე სტილს ძლიერი და დამოუკიდებელი ქალის განსაკუთრებულ ხიბლს შემატებთ.
  2. ღია ფერის კოსტუმი – მოსაწყენი საოფისე კოსტუმის უჩვეულო სამოსად გარდაქმნა რთული არაა. უბრალოდ ფერადი დეკორატიული ელემენტები შემატეთ. მაგალითად, გამამხნევებელი ფერის ჩანთა ან ლამაზი ყელსაბამი. მკაცრი საოფისე პერანგი ატლასის ბლუზით ან მინიმალისტური მაისურით შეცვალეთ. ასე მყისიერად მგრძნობიარე ხასიათს მიიღებთ.
  3. შავი პიჟაკი – ტოტალური შავი პიჟაკი უნივერსალური ვარიანტია. ძვირადღირებულად, მოდურად, ლაკონურად და ცოტა მკაცრად გამოიყურება. თუ შიშობთ, რომ ძალიან პირქუშად გამოიყურებით, სტილს ფერადი აქსესუარები ან ნატურალური ფერის (რაღაც მდოგვისფერი, მწვანე) შარვალი შემატეთ. ზრდასრული ქალისთვის მოკრძალებული შავი კოსტუმი კლასიკური თეთრი პერანგით შესაფერისია. დამატებით მაღალქუსლიანი წითელი ან შავი ფეხსაცმელი ნავი შეურჩიეთ.
  4. თეთრი პიჟაკი – თეთრი ან რძისფერი პიჟაკის ყიდვა თქვენს გარდერობში მომგებიანი ინვესტიციაა. დარწმუნებული იყავით, ეს ფერი მოდიდან არასდროს გადავა. თქვენს გარდერობში თითქმის ყველაფერს მოუხდება. შეგიძლიათ შეამოწმოთ. თეთრი პიჟაკით როგორც მკაცრი, ასევე ყოველდღიური სტილი შეგიძლიათ შეავსოთ. თავისი მრავალფუნქციურობით გაგახარებთ და გონივრული იქნება წვეულებაზე, სეირნობისას ან სამსახურში.
  5. ოვერსაიზ პიჟაკი – ახლა კონტრასტზე თამაში, მოცულობითის და ტანზე მომდგარის შერწყმა ძალიან მაგარია. პირველ რიგში, ეს ეხება ნივთებს, რომლებიც პიჟაკის ქვეშ უნდა ჩაიცვათ. თუ სხეულის ფორმები საშუალებას გაძლევთ, ტანზე მომდგარი როლინგი, მაისური ან მოკლე ტოპი სცადეთ. თუ უფრო თავშეკავებული, მაგრამ საინტერესო ვარიანტი გსურთ, მოდურ პიჟაკს ღია ფერის ჯინსი და თავისუფალი თეთრი პერანგი შემატეთ. საოცარი სტილია.
  6. მოგრძო პიჟაკი წვრილი ნიმუშებით – ასეთი მოდელი 100%–ით შეეფერება მოდის მიმდევრებს, რომლებიც ყოველდღიურადად ქუსლიან ფეხსაცმელს იცვამენ. მოგრძო პიჟაკის საუკეთესო თანამგზავრია ქვედაკაბა–ფანქარი ან ფართო შარვალი. ერთი შეხედვით საოფისე სტილით თქვენი ფორმების ღირსებებს ხაზი შეგიძლიათ გაუსვათ. მოგრძო პიჟაკით თამამი და კაშკაშა სტილი შეგიძლიათ შექმნათ. მასში ნებისმიერ დღესასწაულსა თუ ღონისძიებაზე აუცილებლად იბრწყინებთ.
  7. ფერადი პიჟაკი – ერთი და იმავე ფერის, მაგრამ სხვადასხვა ფორმის, მასალის პიჟაკები განსხვავებულად გამოიყურება. მაგალითად, ლურჯი საოფისე სტილის პიჟაკი შეეფერება ქალს, რომელიც ყურადღების ცენტრში ყოფნას მიჩვეულია. ეს თამამი, უჩვეულო და ბრბოდან გამომყოფი სტილია. სათვალე სამოსს იდეალურად ავსებს. ცისფერი პიჟაკი, რომელიც აღსაქმელად უფრო რბილია, ყოველდღიურად პრაქტიკული ვარიანტია. პლუშის მასალა კოსტუმს თბილს, კომფორტულს და მოდურს ხდის. ასეთი პიჟაკი კრემისფერის ნებისმიერ ელფერს შეგიძლიათ შეუხამოთ.

არ დაგავიწყდეთ, რომ სტილის შექმნაში აქსესუარები არა ნაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ვიდრე ფეხსაცმელი ან ჩანთა. ყოველთვის ეცადეთ, რომ თქვენი სტილი მათი დახმარებით გაამრავალფეროვნოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს