ტერინი: როგორ მოვამზადოთ ფრანგული ხორციანი პური

297

ამ კერძს აქვს ეგზოტიკური სახელი „ტერინი“, მაგრამ არ შეგაცბუნოთ. საკმაოდ მარტივად მზადდება. ტერინი მობრაწულის, რულეტის და პაშტეტის ერთგვარი ნაჯვარია. ესაა აგურის ფორმის ხორციანი პური. გემრიელი და ორიგინალური წასახემსებელი, რომელიც სადღესასწაულო სუფრის მშვენება გახდება.

ხორციანი ტერინი – კერძი წარმოშობით საფრანგეთიდანაა. იქ სამეფო სიამოვნებას უწოდებდნენ. მაშინ ნამდვილად დიდებული კერძი იყო, რადგან დაახლოებით 200 ინგრედიენტს შეიცავს. Vivien გამარტივებულ, თანამედროვე ვარიანტს გთავაზობთ. გურმანებს ასეც მოეწონებათ.

ინგრედიენტები:

  • 400 გ ქათმის გულმკერდი
  • 600 გ ინდაურის, ქათმის ან ღორის ბარკალი
  • 150 გ ქათმის ღვიძლი
  • 70 გ ხახვი
  • 110 გ 33%–იანი ნაღები
  • 1 კვერცხი
  • 13 გ მარილი
  • 2 გ შავი წიწაკა
  • ბეგქონდარა ან სხვა სანელებელი
  • 100-150 გ ბეკონი ან შებოლილი გულმკერდი
  • 40-50 გ ფისტა სურვილისამებრ
  • 40-50 გრ შტოშის ჩირი სურვილისამებრ

მომზადების წესი:

  1. ყველა ხორცი (ქათმის გულმკერდი, ინდაურის, ქათმის ან ღორის ხორცის ბარკალი) პატარა კუბებად დაჭერით. ღვიძლი გარეცხეთ, გაამშრალეთ და შემაერთებელი ქსოვილებისგან გაწმინდეთ. მსხვილად დაჭერით.
  2. კუბებად დაჭრილი ხახვი ტაფაზე კარაქში ნახევრად გამჭვირვალობამდე შეწვით. რამდენიმე ტოტი ბეგქონდარა ან სხვა სანელებელი გემოვნებით დაუმატეთ.
  3. ცეცხლს აუწიეთ და ღვიძლი დაუმატეთ. შეწითლებამდე სწრაფად შეწვით. როცა ღვიძლი ფერს შეიცვლის, მარილი და წიწაკა მოაყარეთ. აურიეთ და ერთ წუთში გამორთეთ. გაგრილება აცადეთ და მაცივარში მოათავსეთ.
  4. კერძის ფორმა მოამზადეთ. ტერინისთვის სპეციალური ფორმები არსებობს. თუ ასეთი არ გაქვთ, კექსის ფორმა გამოიყენეთ. საკუთარი თავი და ღუმელი გამოჟონილი ხორცის წვენისგან რომ დაიცვათ, საცხობი პარკები გამოიყენეთ. გაჭერით და ფორმაში ჩააფინეთ. ღორის ცხიმი წაუსვით.
  5. თხლად დაჭრილი ბეკონი ან შებოლილი გულმკერდი ფორმაში ჩააფინეთ ისე, რომ ფორმის ძირი და გვერდები მთლიანად დაიფაროს. ხორცი ფარშის მიღებამდე აურიეთ. კვერცხი და ცხიმიანი ნაღები დაუმატეთ. წიწაკა და მარილი მოაყარეთ და აურიეთ.
  6. როცა ფარში წებოვანი გახდება, შემწვარი ღვიძლი დაუმატეთ. ინტენსიურად აურიეთ. სურვილისამებრ შემწვარი ფსტა და შტოშის ჩირი დაუმატეთ. აურიეთ და ფარში ფორმაში გადაიტანეთ. ჩატუმბეთ და ზემოდან ბეკონი დააფარეთ.
  7. ტერინი ცივ ღუმელში მოათავსეთ და 160 გრადუსზე ჩართეთ. 1,2 საათით აცხვეთ. კერძი ოთახის ტემპერატურაზე შეაგრილეთ, შემდეგ 1 დღე მაცივარში შეინახეთ. ზემოდან სიმძიმე შეგიძლიათ დაადოთ. ტერინი სუფრაზე ცივი გაიტანეთ.

ტერინი ძეხვს ან ხორცის ასორტს შესანიშნავად ჩაგინაცვლებთ. ბუტერბროდში გამოიყენეთ ან ისე მიირთვით. მომზადებას გირჩევთ, არ ინანებთ.