წვნიანი ბოსტნეულით, ყველით და ქათმის ხორცით: იდეალურია სადილისთვის და ვახშმისთვის

1298
წვნიანი ბოსტნეულით, ყველით და ქათმის ხორცით: იდეალურია სადილისთვის და ვახშმისთვის
წვნიანი ბოსტნეულით, ყველით და ქათმის ხორცით: იდეალურია სადილისთვის და ვახშმისთვის

ბოსტნეულის წვნიანი სადილზე მსუბუქი, მაგრამ სასარგებლო კერძია! ის ორგანიზმს არა მხოლოდ კვებავს, არამედ სითხის ბალანსს აღადგენს. თუ მას ყველის ბურთულებს დავუმატებთ, წვნიანი პიკანტურ და ორიგინალურ გემოს შეიძენს, რომელსაც მთელი ოჯახი შეიყვარებს!

წვნიანი ყველით შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც ქათმის ისე ბოსტნეულის ბულიონზე. ქათმის წვნიანი ყველის ბურთულებით და ქათმის ხორცის ნაჭრებით უფრო ნოყიერი გამოვა.

ინგრედიენტები:

წვნიანი:

  • 500 გრ ქათმის ფილე დანაწევრებული
  • ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი
  • 1 საშუალო ზომის სტაფილო
  • 1 საშუალო ზომის ხახვი
  • 1 კონა ნიახური
  • 1 ჩ/კ დაქუცმაცებული ახალი ოხრახუში
  • ½ ჩ/კ მარილი
  • ¼ ჩ/კ ნივრის ფხვნილი
  • ¼ ჩ/კ კურკუმა
  • ¼ ჩ/კ წიწაკა
  • 1 ჩ/კ სუნელი

გუფთა:

  • 3 დიდი კვერცხის ცილა
  • ½ ჭიქა 1% ხაჭო
  • 2 ს/კ წყალი
  • ¼ ჩ/კ მარილი
  • 1 ჭიქა ფქვილი

მომზადება:

1.ქათამი მანამდე მოხარშეთ, სანამ ვარდისფერი არ გახდება. დაუმატეთ ბულიონი, წყალი, მოთუშული დაჭრილი ბოსტნეული და სანელებლები. ადუღებამდე მიიყვანეთ. გაზს დაუწიეთ და 30 წუთის განმავლობაში ხარშეთ ან სანამ ბოსტნეული არ დარბილდება.

2.დიდ თასში კვერცხის ცილა და ხაჭო ერთმანეთს აურიეთ. წყალი და მარილი დაუმატეთ. ფქვილი მოაყარეთ და კარგად აურიეთ.

3.წვნიანი ადუღებამდე მიიყვანეთ. გუფთები კოვზით წვნიანში ჩააგდეთ. გაზს დაუწიეთ; თავზე დაახურეთ და კიდევ 15 წუთი ადუღეთ.

სასარგებლო რჩევა

გუფთა შეგიძლიათ სხვა მეთოდით მოამზადოთ. 100 გრ მყარი ყველი, 1 კვერცხი, 100-130 გრ ფქვილი, 2 ს/კ რბილი კარაქი და მარილი გემოვნებით აურიეთ.

ყველი წვრილ სახეხზე გახეხეთ, დარბილებული კარაქი, კვერცხი, ფქვილი, მწიკვი მარილი, სანელებლები გემოვნებით დაუმატეთ. კარგად აურიეთ და მასა მაცივარში 30 წუთით შეინახეთ!

ასეთი წვნიანი ბავშვებსაც მოეწონებათ! გემრიელად მიირთვით.!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს