3 კატეგორიის ხალხი, რომლისთვისაც ლაბას ჭამა არ შეიძლება

389

შობა–ახალი წლის პერიოდში სუფრებზე ბევრი საყვარელი ტრადიციული კერძი ჩნდება. კლასიკური მაიონეზიანი სალათები, ბუტერბროდი წითელი ხიზილალით, ლაბა, ფარშირებული კვერცხი. ამ დროს ვდუნდებით, დიეტას და ზოგიერთი ინგრედიენტის უკუჩვენებას ვივიწყებთ. ასე საჭმლის მომნელებელ სისტემას სერიოზულ ვტვირთვათ. რა თქმა უნდა, მაიონეზის საშიშროების შესახებ ყველამ იცის. არსებობს კერძი, რომლის ნეგატიურ მოქმედებაზე არ გსმენიათ. ასეთია ლაბა. ბულიონში ხორცის უვნებლობამ არ მოგატყუოთ. დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ საყვარელი საახალწლო წასახემსებელი საზიანოა. Vivien გიამბობთ, ვისთვის არ შეიძლება ლაბას ჭამა და ვინ უნდა ჩართოს მენიუში.

ვისთვის არის სასარგებლო ლაბას ჭამა

  1. თუ კანის, ფრჩხილების, თმის ან კბილების პრობლემები გაწუხებთ, ლაბა არა მხოლოდ სადღესასწაულო, არამედ ყოველდღიურ მენიუში თამამად ჩართეთ. ლაბაში ბევრი კოლაგენია, რომელიც ჩამოთვლილ პრობლემებს მოაგვარებს.
  2. ლაბა კარგია მოზარდისთვის. ამ ასაკში ორგანიზმი სწრაფად იზრდება, ხოლო შემაერთებელი ქსოვილები ხშირად მათ ვერ ეწევა. ლაბა ხერხემლის, გულის სარქველების, სისხლძარღვების და ხრტილების გაძლიერებაში დაგეხმარებათ.
  3. ცოტა ლაბა ორსული ქალისთვის სასარგებლოა. კანზე სტრიების გაჩენას ხელს უშლის. ოღონდ ისე მოამზადეთ, რომ კერძი ცხარე არ იყოს.
  4. ლაბა ბევრ სასარგებლო მინერალურ ნივთიერებას და B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს. ისინი სახსრებისა და ქსოვილებისთვის სასარგებლოა, განსაკუთრებით მოტეხილობის შემდეგ. ეს ნივთიერება ჰემოგლობინს ზრდის, მადას აღადგენს და განწყობას ამაღლებს. ინფექციური დაავადებების გადატანის შემდეგ აქტუალურია.

ვისთვის არის აკრძალული ლაბა

  1. ლაბაში ბევრი ცხიმი შედის, რამაც საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს. თუ ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და თირკმლების პრობლემები გაწუხებთ, ლაბა რაციონიდან გამორიცხეთ.
  2. თუ გულ–სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები გაწუხებთ, ლაბა უკუჩვენებულია. მასში ბევრი ქოლესტერინი შედის.
  3. თუ წონის დაკლება გსურთ, ლაბა თქვენთვის არაა. მცირე ულუფა შეგიძლიათ მიირთვათ, თუ ლაბას ახალ ბოსტნეულს დაუმატებთ.

სადღესასწაულო დღეებში საყვარელ გემრიელ კერძებზე უარის თქმა ძალიან რთულია. თუ თქვენთვის ლაბა უკუჩვენებულია, თავის შეკავებას გირჩევთ. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ უცხიმო ლაბა ქათმის ხორცით ან სხვა რაიმეთი მოამზადოთ.