შუქის მოულოდნელმა გამორთვამ გეგმები შეიძლება ჩაგიფუშოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ თავი ახლახანს დაიბანეთ, ხოლო თმის გაშრობა ვერ მოასწარით. არ იდარდოთ. თმის სწრაფად გაშრობა ფენის გარეშეც შეიძლება. დიდ დროს არ წაგართმევთ, თუ ჩვენს რეკომენდაციებს დაიცავთ. სველი თმის გამო შეხვედრის გადადება ან სველი კულულების ქუდში დამალვა არ მოგიწევთ. Vivien გიამბობთ, როგორ დააჩქაროთ თმის გაშრობა ტექნიკის გამოყენების გარეშე.
როგორ გავიშროთ თმა ფენის გარეშე
- მეთოდი მიკროფიბრის პირსახოცით – თმა სწრაფად რომ გაიშროთ, ზედმეტი ტენი უნდა მოაშოროთ. თითოეული კულული ფუმფულა პირსახოცით ნაზად შეიმშრალეთ. ეს ფრთხილად გააკეთეთ, რომ სველი თმა არ დააზიანოთ. თითოეული კულული პირსახოცში გაახვიეთ და გაწურეთ. გაითვალისწინეთ: თუ თმა ძალიან გრძელი და სქელია, ორი პირსახოცი შეიძლება დაგჭირდეთ. შემდეგ მიკროფიბრის პირსახოცი გამოიყენეთ. ამ მასალის ბოჭკოები რბილია და სითხეს იწოვს. თითოეული კულული ძირიდან ბოლომდე პირსახოცით დაამუშავეთ. პროცედურა ორჯერ გაიმეორეთ. მზადაა.
- მეთოდი ქაღალდის პირსახოცით – თმის გასაშრობლად როგორც ჩვეულებრივი, ასევე სქელი ქაღალდის პირსახოცი დაგეხმარებათ. თხელი ქაღალდი შეუფერებელია, რადგან მაშინვე დასველდება და თმას მიეკვრება. ქაღალდის პირსახოცი ზუსტად ისე გამოიყენეთ, როგორც მიკროფიბრის პირსახოცი.
- ხრიკი გათბობის ბატარეით – თუ გათბობის ბატარეა ჯერ კიდევ თბილია, კიდევ ერთი ხრიკი გამოიყენეთ. ის შესამჩნევ ეფექტს მოგცემთ. მშრალი პირსახოცი ბატარეაზე გადაფინეთ და გასათბობად დატოვეთ. ამ დროში თმა სხვა მეთოდით შეიმშრალეთ. შემდეგ სველი თმა თბილ პირსახოცში გაახვიეთ. 10 წუთში მოიშორეთ. ქსოვილის სითბო თმის გაშრობას დააჩქარებს.
ამ რჩევების გამოყენებით ფენის გარეშე იოლად გამოძვრებით. უკვე იცით, როგორ გაიშროთ თმა სწრაფად ფენის გარეშე, რომ სამსახურში ან მნიშვნელოვან შეხვედრაზე არ დააგვიანოთ. სველი თმა თქვენს გეგმას ვერ ჩაშლის.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს