5 პროდუქტი, რომელიც სწრაფად და ღრმად დაძინებაში დაგეხმარებათ

807

ერთ დროს ძილის სერიოზული პრობლემები მქონდა. სტრესი, ძილის და სიფხიზლის დროის ცვლილება, მოკლედ, მთელი ღამე უბრალოდ ვერ ვიძინებდი. საძილე აბების მიღება არ მსურდა. თუ დამიჯერებთ, ჩვეულებრივი კვება დამეხმარა. პროდუქტები, რომელთაც ყველა მივირთმევთ და გვიყვარს. ნატურალური საძილე საშუალებები სწრაფად დაძინებაში დაგეხმარებათ. Vivien გიამბობთ, რომელი პროდუქტები დაგეხმარებათ სწრაფად და ღრმად დაძინებაში.

როგორ დავიძინოთ სწრაფად ზამთარში – ერთი შეხედვით, ზამთარში გაუმთბარ ოთახში დაძინება რთულია, მაგრამ ასე არაა. პრობლემაა, როცა ძალიან ცხელა და ამ სიცხეს კონდიციონერის გარეშე თავს ვერ აღწევთ. აი, ზამთარში შეგიძლიათ გათბეთ არა გამათბობლის, არამედ თბილი საღამურის, წინდის და რამდენიმე საბნის დახმარებით. ხალხური სიბრძნის თქმით, ფეხები თბილი უნდა გქონდეთ და თავი ცივი. გულწრფელად, ჩემთვის არც ისე კომფორტული ძილის ვარიანტია. მთელი ტანი დაფარულია, ხოლო ცხვირით ცივ ჰაერს სუნთქავ. განიავებულ (თუნდაც ყინვაში) ოთახში ბაქტერიები და ვირუსები არ გამრავლდება. მთავარია, ზედმეტად არ გააცივოთ და თბილად ჩაიცვათ. ეს უკვე ზოგადი წესებია. დღეს პროდუქტებზე ვსაუბრობთ.

პროდუქტები, რომლებიც სწრაფად დაძინებაში დაგეხმარებათ – ამას სერიოზულად არასოდეს მივიღებდი, თავად რომ არ გამომეცადა. ნატურალური საძილე საშუალებები მიირთვით. ეს მცენარეების ნაკრები ან ჩაი არაა, არამედ ჩვეულებრივი პროდუქტები. ამით ვახშამი ჩაანაცვლეთ და მარტივად დაიძინებთ.

  1. რძე – ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული პროდუქტი, რომელსაც ბევრი ადამიანი კარგად გამოსაძინებლად გვირჩევს. ნატურალური რძე შეიცავს ბევრ ტრიპტოფანს, რომელიც დაძინებას ხელს უწყობს. ასევე კალციუმს, რომელიც მელატონინის (კარგ ძილზე პასუხისმგებელი ჰორმონი) გამომუშავებას სტიმულირებს.
  2. ბანანი – ადრე ვსადილობთ, დაძინებამდე რამდენიმე საათი რჩება. ძილის წინ რაღაც ტკბილეულის მირთმევა ყოველთვის მსურს. ერთ დროს კანფეტის და შოკოლადის ნაცვლად ხილს მივირთმევდი. ღამით ბანანი განსაკუთრებით კარგია. ის კუჭის ლორწოვანს არ აღიზიანებს, გულძმარვას არ იწვევს. თან ნამდვილი ნატურალური საძილე აბია. მასში შედის ბევრი მაგნიუმი, რომელიც კუნთებს ადუნებს, ასევე B ვიტამინს შეიცავს.
  3. ჩაი კოჭით და დარიჩინით – მაგარი სასმელია, განსაკუთრებით ზამთარში. რა თქმა უნდა, ამ სანელებლებით გლინტვეინი შეგიძლიათ მოამზადოთ, მაგრამ ჩაი უკეთესია. ალკოჰოლმა ნერვული სისტემა შეიძლება გააღვიძოს. აი, კოჭა და დარიჩინი ძილის წინ ის პროდუქტებია, რომლებიც დაძინებაში დაგეხმარებათ. ორგანიზმს ათბობს, კუნთებს ადუნებს და ნერვულ სისტემას ამშვიდებს.
  4. კაკალი – გულწრფელად, კაკალი დიდად არ მიყვარს, მაგრამ მისი სარგებელი შეუფასებელია. მით უფრო, ძილის წინ წასახემსებლად, რომელიც დაძინებაში გვეხმარება. ამ მხრივ ნუში ყველაზე ეფექტურია. მასში ბანანზე მეტი მაგნიუმი შედის. მაგნიუმი სწრაფად დაძინებას ხელს უწყობს. კაკლის ასორტი (მიწისთხილი, თხილი, ნიგოზი) შეგიძლიათ მიირთვათ, განსაკუთრებით საყვარელი ფილმის ყურებისას!
  5. შვრია – ტრადიციულად, შვრიის ფაფა სასაუზმო კერძად ითვლება, თუმცა მისი მიღება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ. უჯრედისით მდიდარი შვრიის ფაფა სეროტონინის გამომუშავებას ხელს უწყობს. ეს ბედნიერების ჰორმონია, რომელიც ნერვებს ამშვიდებს, სტრესს აქრობს და დაძინებას ხელს უწყობს. თუ შვრიას რძეს, ბანანს ან კაკალს დაუმატებთ, ნამდვილი ნატურალური საძილე საშუალება გამოვა.