დღეისთვის ბევრი დეტოქს ჩაი არსებობს. მწარმოებლები ხმამაღლა აცხადებენ, რომ მათი პროდუქტი ზედმეტ კილოგრამებს გარანტირებულად აქრობს. სარეკლამო სლოგანები ლამაზად ჟღერს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ნატურალური სასმელი ყველაზე ეფექტურია. Vivien გიამბობთ, რომელი ჩაი დაგეხმარებათ წონის დაკლებაში ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე. დიეტოლოგების თქმით, აფთიაქში გასახდომი ჩაის ყიდვა საჭირო არაა. ფინჯანი შავი ჩაი ან კარკადე ცხიმების წინააღმდეგ შესანიშნავი საშუალებაა.
რომელი ჩაი დაგეხმარებათ გახდომაში: ეფექტური ხუთეული
- კარკადე – აღმოსავლური მცენარეული ჩაი საჭმლის მონელებას და ნაწლავების მდგომარეობას აუმჯობესებს. მისი გამწმენდი თვისებები ზედმეტი წონის სწრაფად დაკლებაში გვეხმარება. კარკადეს რეგულარული მიღება სასარგებლოა მათთვის, ვისაც გახდომა სურს.
- თეთრი ჩაი – პოპულარული და მოთხოვნადი სახეობა არაა. სულ ტყუილად, ეს სასმელი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ნედლეულის დელიკატური დამუშავების გამო თეთრ ჩაიში რჩება ბევრი ანტიოქსიდანტი და პოლიფენოლი (ნივთიერება, რომელიც სხეულის ფორმებზე დადებითად მოქმედებს). მათ ხარჯზე ცხიმი სწრაფად იშლება, ხოლო საჭმლის მონელების პროცესი ჩქარდება.
- მატჩა – ამ ჩინურ ჩაის სწორი კვების მოყვარულები აქტიურად სვამენ, რადგან ბევრი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა. მატჩა ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და ცხიმის წვას ხელს უწყობს. სპეციალისტებმა კვლევის შედეგებით აჩვენეს, რომ ჩაის ეს სახეობა ებრძვის ტკბილეულისკენ ლტოლვას და ზედმეტ ჭამას, რაც ნერვული დაძაბულობის ფონზე ბევრს აწუხებს.
- პუერი – ჩაის ეს სახეობა ორგანიზმს ენერგიით ავსებს. ეს ფიზიკური აქტივობის გამოყენებით სხეულის ფორმის გაუმჯობესებას ხელს უწყობს. პუერი დანაყრების გრძნობას ქმნის, რაც მადის კონტროლის საშუალებას გაძლევთ, რომ ზედმეტი არ შეჭამოთ.
- შავი ჩაი – ყველაზე პოპულარული სახეობების სიას შავი ჩაი ასრულებს. შავი ფოთლები ყველაზე ხელმისაწვდომია. შავი ჩაი გახდომაში დაგეხმარებათ. დღეში მხოლოდ ერთი ფინჯანი შავი ჩაი მადას აკონტროლებს. სასმელი ჭამამდე 40 წუთით ადრე დალიეთ და ნახავთ, რომ დასანაყრებლად ძალიან ცოტას შეჭამთ.
ნატურალური ჩაის დახმარებით რამდენიმე ზედმეტი კილოგრამს მოიშორებთ დიეტის გარეშე, რომელსაც უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს