მოდის წესები, რომლებიც 40 წლის შემდეგ შეგიძლიათ დაივიწყოთ

446

20 წლისას ვფიქრობთ, რომ 40 წლის შემდეგ ცხოვრება მკვეთრად იცვლება. ამ საპატიო ასაკის მიღწევისას გვესმის: იგივე გემოვნება, იგივე სურვილები, იგივე მისწრაფებები გვაქვს, რომ ლამაზი ვიყოთ. სტერეოტიპების გარეშე ცხოვრებას იწყებთ, მათ შორის მოდის სფეროში. 40 წლის შემდეგ სტილი უფლებას გაძლევთ დაარღვიოთ მოდის კანონები, რომელთაც ადრე ხელშეუხებლად თვლიდით.

სტილი 40 წლის შემდეგ: რომელი ტაბუ უნდა დაივიწყოთ

  • შავი ფერი ახდუნებს – ბევრი ქალის საყვარელი ფერია. ითვლება, რომ მუქი ფერი სხეულს მოხდენილს აჩენს. სინამდვილეში, ეს გამონაგონია. უფრო მნიშვნელოვანია, რომ 40 წელს გადაცილებული ქალი მონაზონს არ დაემსგავსოს და გარდერობი ბნელი და მონოქრომული არ გახადოს. შავ კაბაში უფრო მოხდენილი ვერა, მაგრამ ასაკოვანი გამოჩნდებით.
  • ქვედაკაბა და კაბა მუხლს ქვემოთ – 40 წლის შემდეგ სტილი ჯერ კიდევ ახალგაზრდა, თავდაჯერებული ქალის სტილია. საშუალო სიგრძის ქვედაკაბის და კაბის ჩაცმა აუცილებელი არაა. განსაკუთრებით, თუ საჩვენებელი გაქვთ. მაგალითად, ბრიჯიტ მაკრონი 70 წლის ასაკშიც მოკლე ქვედაკაბის ჩაცმას და დიდებული ფეხების გამოჩენას არ ერიდება.
  • ტანსაცმელი, რომელიც ხელებს ფარავს – ყველამ ვიცით, რომ ხელები და ყელი ქალის ასაკს ააშკარავებს. სწორედ ამიტომ, ბევრი ქალი სხეულის ამ ნაწილებს ქსოვილის ქვეშ მალავს. ღირს ღია ტანსაცმელზე უარის თქმა, როცა გარეთ +30 გრადუსია? არა, ასეთ სიცხეში დახურული ტანსაცმლის ტარება ნამდვილი ტანჯვაა. თუ ხელების ჩვენებით თავს კომფორტულად გრძნობთ, მაშინ ასე თამამად გააკეთეთ.
  • ზედმეტად მოდური სამოსი – ზედმეტად მოდური ვერ გამოჩნდებით. ან გემოვნებით იცვამთ  და საკუთარი თავი მოგწონთ ან არა. გვერდულად არავინ შემოგხედავთ, თუ ულტრამოდურ სამოსს ჩაიცვამთ. თქვენი ასაკი ხომ პასპორტშია მითითებული და არა სახეზე. მოკრძალებული სამოსი არ აირჩიოთ, თუ თანამედროვე სამოსით ბრწყინვა გსურთ.
  • კაშკაშა ფერები – თუ შავი ფერი ტაბუ აღარაა, მაშინ კაშკაშა ფერები და მოხაზულობა – მით უფრო. სხვადასხვა ფერების შერევა 40 წლის შემდეგ სტილის გასაახლებლად კარგი მეთოდია. გემოვნებიანი ქალი ნეონის ფერს და ლეოპარდის პრინტს ერთმანეთს არ შეუხამებს, მაგრამ სხვა ახირებებში საკუთარ თავს უარი არ უთხრათ.
  • საბაზისო გარდერობი უპირველეს ყოვლისა – მოყვარული სტილისტები ამბობენ, რომ საბაზისო გარდერობი არის ის, რასაც ნებისმიერ ასაკში უნდა დაეყრდნოთ. ბაზაში იგულისხმება რამდენიმე კრემისფერი სვიტერი, შავი შარვალი და ნაცრისფერი ქურთუკი. მოსაწყენი გამაა. 40 წლის შემდეგ, როგორც ნებისმიერ ასაკში, ქალს შეუძლია აირჩიოს კლასიკური ან ექსტრავანგატული სამოსი საბაზისო გარდერობთან მიბმის გარეშე.
  • სპორტული ტანსაცმლით სიარული არ შეიძლება – 40 წლის შემდეგ სკოლის მასწავლებლივით სიარული აუცილებელი არაა: ტომარა კაბა და ფეხსაცმელი კვადრატულ ქუსლზე. თუ სპორტული სტილი მოგწონთ, თამამად ჩაიცვით ჯოგერი და ჰუდი. მით უფრო, რომ მოსახერხებელია.
  • ჯინსის ტანსაცმელი – ჯინსი გარდერობის უნივერსალური ნივთია. არ არსებობს გარკვეული ასაკი, რომლის შემდეგ მასზე უარი უნდა თქვათ. ჯინსი ისე ჩაიცვით, როგორც გსურთ. თუნდაც ჯინსის ზედა და ქვედა ერთად ჩაიცვათ, არავინ გაგკიცხავთ.
  • ტანსაცმელი ფორმების მიხედვით – თუ ირჩევთ ტანსაცმელს, რომელიც თქვენს უპირატესობებს გამოკვეთს ან ნაკლოვანებებს ფარავს, კარგი ამბავი გვაქვს. ამ წესის დაცვა აუცილებელი არაა. ყველა ქალის ფორმა მშვენიერია, ამიტომ შეგიძლიათ ჩაიცვათ ის, რაც გსურთ.

მთავარი წესი 40 წლის შემდეგ – ყოველგვარი წესის არარსებობა. თქვენ მიაღწიეთ ასაკს, როდესაც მოდური რჩევების მოსმენა აღარ გჭირდებათ. ჩაიცვით ის, რაც მოგწონთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს