ზამთარში ბინის განიავება გერმანული მეთოდით: ძირითადი წესები

956

ბინა რეგულარულად უნდა განიავდეს, რომ ხელსაყრელი მიკროკლიმატი შეიქმნას. სუფთა და ახალი ჰაერი მობინადრის განწყობასა და შრომისუნარიანობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. იმის მიუხედავად, როგორი ამინდია გარეთ, ოთახის განიავება აუცილებელია. ეს გავლენას ახდენს არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობაზე, არამედ ბინის მდგომარეობაზე, სადაც ჭარბი ტენიანობის გამო სინესტე შეიძლება გაჩნდეს. სწორედ ამიტომ, ზამთარში ბინის განიავება აუცილებელია.

ახლა ბევრ ბინაში მეტალოპლასტმასის ფანჯრებია ჩასმული. ასეთი ფანჯრები ბინაში საჭირო ჰაერის ცვლას ვერ უზრუნველყოფს ისე, როგორც ძველი ხის ჩარჩოები ნახვრეტებით და ნაპრალებით. თანამედროვე ფანჯრები ჰერმეტულია. სწორედ ამიტომ, ჰაერის რეგულარულად გაწმენდა არ უნდა დაგავიწყდეთ. ასე სახიფათო ნივთიერებებს, ალერგენებს და მტვერს მოიშორებთ.

ბინის განიავება ზამთარში: ძირითადი წესები და უპირატესობა

გერმანული მეთოდი – გერმანიაში კორონავირუსის დროს სახლში ჯანსაღი მიკროკლიმატის შენარჩუნებას სერიოზულად მიუდგნენ. გერმანელებმა დაიწყეს ძირითადი წესების დაცვა, რომელიც განიავების სიხშირეს და ხანგრძლივობას უკავშირდება.

  • თუ გარეთ ტემპერატურა 10 გრადუსზე მაღალია, ფანჯარა 15 წუთით უნდა გააღოთ.
  • როცა ტემპერატურა 10 გრადუსზე დაბალია, ბინა დაახლოებით 10 წუთით უნდა გაანიავოთ.
  • მინუს ტემპერატურაზე ფანჯრების 5 წუთით გაღება საკმარისია.
  • რაც შეეხება, განიავების სიხშირეს, ოპტიმალური ვარიანტია სამჯერ. ფანჯრები გააღეთ გაღვიძებისას, სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას და ძილის წინ. ეს ოპტიმალური მინიმუმია, რომელიც სუფთა ჰაერით სუნთქვაში დაგეხმარებათ.

გერმანელები ზამთარში მაქსიმალური ეფექტისთვის ერთდროულად განიავებას მიმართავენ. ეს მდგომარეობს იმაში, რომ მოპირდაპირე ოთახებში ფანჯრებს ღიას მხოლოდ 5 წუთით ტოვებენ. თუ ეს შეუძლებელია, შემოსასვლელ კარსაც აღებენ. მთავარია, ჰაერის კარგ მოძრაობას ხელი არაფერმა შეუშალოს.

ბინის განიავების მთავარი უპირატესობები – ფანჯრების რეგულარული გაღება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საჭირო ჟანგბადის და ნახშირორჟანგის თანაფარდობას უზრუნველყოფს. შედეგად, გამოიყოფა რიგი უპირატესობები როგორც ორგანიზმისთვის, ასევე შენობისთვის:

  • თავის ტკივილის და ძლიერი დაღლილობის განვითარების რისკი ქრება.
  • შრომისუნარიანობა იზრდება.
  • ძილის ხარისხი უმჯობესდება.
  • შენობაში სახიფათო ნივთიერებების კონცენტრაცია მცირდება.
  • უსიამოვნო სუნები ქრება.
  • ჰაერის ტენიანობა რეგულირდება.
  • სოკოს სპორების რაოდენობა მცირდება.

უდავოდ, ზამთარში შენობიდან სითბოს დაკარგვა არ გვსურს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. ბინის განიავების ევროპული წესები დაიცავით და თქვენს სახლში ყოველთვის სუფთა ჰაერი იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს